Total-ი და Apache – ი, სურინამში ნავთობის მოპოვებაში, 10 მილიარდ დოლარს ჩადებენ

ფრანგული ენერგეტიკული კომპანია TotalEnergies და ამერიკული Apache Corp. გეგმავენ 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ნავთობის წარმოებაში სურინამის სანაპიროზე – იუწყება Total–ი. GranMorgu-ს პროექტში წარმოება შეიძლება დაიწყოს 2028 წლის შუა რიცხვებში და შეადგენს დაახლოებით 220 ათას ბარელს დღეში, განაცხადა TotalEnergies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ პუიანემ. პროექტში 20%-იანი წილით მონაწილეობას მიიღებს ასევე ადგილობრივი სახელმწიფო კორპორაცია Staatsolie. ოფშორულ საბადოზე, რომელიც […]

“გასაოცარი ფაქტი მინდა გითხრათ” – რა ხდება ჩხოროწყუში – “ძლიერი საქართველოს” ერთ–ერთი ლიდერი, ლევან სამუშია

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია ჩხოროწყუს მოსახლეობას შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და გუნდის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. „ოცნების“ ხელისუფლების სახე ჩხოროწყუში, ეს არის კულტურის სახლი, რომლის რეაბილიტაციისთვისაც 5 მილიონი ლარი გამოიყო, მშენებლობა ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას დასრულება არ უწერია. ეს არის სწორედ იმ კორუფციის მაგალითი, რაც ხდება ჩვენს რეგიონებში. ჩხოროწყუში […]

სამჯერ არის გაზრდილი სასტუმროების რაოდენობა გასული 12 წლის მანძილზე – ირაკლი კობახიძე

ტურიზმის მიმართულებით გვაქვს არაჩვეულებრივი ტენდენციები, სამჯერ არის გაზრდილი სასტუმროების რაოდენობა გასული 12 წლის მანძილზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაბა სიონში ახალი სასტუმროს და დასასვენებელი კომპლექსის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 800-მდე სასტუმრო ფუნქციონირებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2012 წლისთვის, დღეის მონაცემებით კი, ტურიზმის სექტორს 1600-მდე სასტუმრო შეემატა. მისივე განცხადებით, […]

მამუკა ხაზარაძე – საქართველოს ძალიან სერიოზული გამოწვევა უდგას: სად იქნება ჩვენი ქვეყანა 26 ოქტომბრის შემდეგ, იქნება დამოუკიდებელ, თავისუფალ სამყაროსთან ერთად თუ რუსეთის უკანა ეზო

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს გურიამ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს. კოალიციის ლიდერებმა მამუკა ხაზარაძე, ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე ლაითურში ჩაის პლანტაციებში იმყოფებოდნენ და „გურიელის“ საწარმოს თანამშრომლებს შეხვდნენ. მათივე ცნობით, სახელმწიფოს მხრიდან ქართული ჩაის ხელშეწყობა და ინდუსტრიის განვითარება იყო თემები, რაზეც კოალიციის ლიდერებმა შეხვედრაზე ისაუბრეს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა […]

იტალია 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს მომვლელებისთვის

იტალია მომავალი წლიდან დამატებით 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს ადამიანებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მოსავლელად ჩადიან. ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენლებისგან გაკეთდა განცხადება ოთხშაბათს და ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. იტალიაში მოსახლეობის ხანდაზმული ნაწილის რიცხვი იმატებს, ახალშობილთა მაჩვენებელი კი ქვემოთ იწევს. უკვე მრავალი წელია, რაც იტალია მზრუნველად მომუშავე პირთა ნაკლებობას განიცდის. გაცხადებულია, რომ […]

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი. უძრავი ქონების მესაკუთრეების საყურადღებოდ განვმარტავთ: · ამომრჩევლები, რომლებიც წარსულში მათ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებული და ამჟამად არ არიან სხვაგან რეგისტრირებული, საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნულ მისამართებზე ამომრჩეველთა სიაში ფიქსირდებიან მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამ მისამართზე გააჩნიათ იურიდიული ძალის […]

კვარაცხელია სექტემბერში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებშია

სერია A-მ სექტემბრის საუკეთესო 6 ფეხბურთელის კანდიდატს შორის „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. კვარაცხელიას გარდა ნომინანტები სანტიაგო კასტრო (ბოლონია), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი), პატრიკ კუტრონე (კომო), ფედერიკო დიმარკო (ინტერი) და კრისტიან პულიშიჩი (მილანი) არიან. გამარჯვებული სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა გამოკითხვისა და კლუბების ხმების მიხედვით გამოვლინდება. სექტემბერში ხვიჩამ ჩემპიონატის სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა […]

გორში, მე–4 სართულიდან მაშინ გადმოვარდა, როცა სარეცხს ფენდა – დაშავებული კლინიკაშია

გორში, კომბინატის დასახლებაში მე-4 სართულის სიმაღლიდან 30 წლამდე ქალი გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და გადმოვარდა. გამოცემა “მოზაიკას” ინფორმაციით, ქალი რეანიმაციაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. “რეანიმაციაში იმყოფება, მისი მდგომარეობა ამჟამად არის სტაბილურად მძიმე. პაციენტი შემოყვანილია მრავლობითი მოტეხილობებით. ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო პროცედურა. მართვით სუნთქვაზე […]

NATO-ს ახალი გენერალური მდივანი უკრაინაშია – “უკრაინის გამარჯვება პრიორიტეტი და პრივილეგიაა”

NATO-ს ახალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე კიევში ჩავიდა – ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუტემ შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა. “ეს ჩემი მეხუთე ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ერთად ჩვენ ვეწვიეთ ხარკივს, ოდესას და, რა თქმა უნდა, უამრავი შეხვედრა გავმართეთ კიევში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მანდატის დასაწყისში უკრაინაში ჩამოსვლა, რათა აბსოლუტურად […]

“მასიური დაშინება, ცესკო “ოცნების” კონტროლის ქვეშ” – ევროსაბჭოს საგანგაშო განცხადება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია უმძიმეს განცხადებას აქვეყნებს – დოკუმენტზე ხელმომწერები ღიად აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოდან საგანგაშო ცნობებს იღებენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მისატაცებლად ემზადება. მეტიც, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ივანიშვილის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცა. ამასთან, როგორც ევროსაბჭოს […]