გამგეობების და საკრებულოების თანამშრომლებს ID ბარათებს ართმევენ – ცესკო-ს წევრი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის (“სტრატეგია აღმაშენებლის” კვოტით) ანა კობახიძის ინფორმაციით, გამგეობებისა და საკრებულოების თანამშრომლებს უშუალო ხელმძღვანელი პირები აიძულებენ, მათი პერსონალური მონაცემები მიაწოდონ. უფრო მეტიც, კობახიძე ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა მათ ართმევენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს. “გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და საკრებულოს წევრებისგან, რომ მათი უშუალო ხელმძღვანელები, ასევე გამგეობებში შექმნილი არაფორმალური ჯგუფები, სთხოვენ თანამშრომლებს თავიანთ […]

ჩვენი პარტიის წევრი მასწავლებელი „ოცნების“ ზეწოლის გამო სტაციონარშია გადაყვანილი – მეზვრიშვილი

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მათი პარტიის წევრი, მასწავლებელი შორენა შამათავა „ქართული ოცნების“ ზეწოლის გამო სტაციონარშია გადაყვანილი. სტაციონარშია გადაყვანა დასჭირდა იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ დევნის. როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, შორენა შამათავა პოლიტიკური ნიშნით ჯერ სკოლის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს, ახლა კი მასწავლებლად მუშაობს და „ოცნება“ აიძულებს ეს პოზიციაც დატოვოს. „გუშინ მატყუარა კობახიძემ განაცხადა, […]

დანიაში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ქართული ფილმების ჩვენება გრძელდება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე ქართული კულტურის დღეების ფარგლებში საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და დანიის კინოინსტიტუტის სინემათეკის პარტნიორობით თენგიზ აბულაძის ფილმის, „ნატვრის ხის“ ჩვენება გაიმართა. კინოჩვენებას წაუძღვა კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე. ინფორმაციისთვის, დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ქართული კულტურის დღეები […]

სასკოლო ექსკურსიების რეგულაციები – რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ სკოლებმა

ექსკურსია თანაკლასელებთან ერთად სკოლის კედლებს გარეთ, ბუნებაში დროის მხიარულად გატარებასთან ასოცირდება. სასწავლო წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად ამ ღონისძიების ორგანიზებაც აქტიურ ფაზაში გადადის. ხშირად სადავო ხდება ექსკურსიის დესტინაცია. არჩევანი მრავალფეროვანია. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა კი რაც უფრო მეტია, მით უფრო რთული ხდება გადაწყვეტილების მიღება, რადგან მოსანახულებელი ადგილების სასურველი ჩამონათვალი ბევრია. ექსკურსიის დაგეგმვის დროს ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი […]

ენერგეტიკულ ბირჟაზე რეგისტრირებულია 17 კომპანია – ირაკლი გალდავა

ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის ირაკლი გალდავას განცხადებით, დღეის მდგომარეობით ენერგეტიკულ ბირჟაზე 17 კომპანიაა რეგისტრირებული. როგორც მან გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აღნიშნა, ბაზარზე არსებობს მოთხოვნა, თუმცა მიწოდების ნაკლებობაა. “2024 წლის 1-ელი ივლისიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე ამოქმედებულია ვაჭრობა. მონაწილეებს შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ ელ.ენერგია. ზაფხულში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამოქმედებულიყო გარდამავალი მოდელი. პირველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პოლიტიკის განმსაზღვრელების გადაწყვეტილებით – […]

ბრიტანეთის ელჩი – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს – კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს კანონთა პაკეტს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტს, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, – ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდიმ გააკეთა, რასაც საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. ელჩი შეშფოთებულია, რომ კანონი მოკლე დროში იქნა მიღებული და მიიჩნევს, რომ ის […]

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს. “რეაბილიტირებული სტადიონი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო ლითონის ღობე, განათების სისტემა და სკამები. სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 104 500 ლარი შეადგინა, ადგილობრივი ბიუჯეტის […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ქართული ქარტიის” პრინციპები მნიშვნელოვანია – უნდა შეიცვალოს მმართველობა, ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფება და გადავიდეთ ევროპულ დღის წესრიგზე

“ქართული ქარტიის” პრინციპები მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, მთავარი პრინციპი არის ის, რომ უნდა შეიცვალოს ეს მმართველობა – ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფება და ჩვენ გადავიდეთ ევროპულ დღის წესრიგზე , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ჭიაბერაშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, პირველ რიგში, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღდგენა მოხდება. “ზუსტად […]

მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინა ძალიან ახლოსაა ნატოში გაწევრიანებასთან

ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე თავისი პირველი საერთაშორისო ვიზიტით 3 ოქტომბერს კიევს ეწვია და მოლაპარაკება გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ რუტემ და ზელენსკიმ ხაზი გაუსვეს იმას, რომ უკრაინა როგორც არასდროს, ისეა ახლოს ნატოში გაწევრიანებასთან. ნატოს ახალი გენერალური მდივნის თანახმად, ალიანსის ამოცანა უკრაინის დახმარების გაძლიერებაა. რუტემ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას აქვს თავის […]

რა უნდა ჩაბარდეს ისტორიას და რომელია ქვეყნის ყველაზე სერიოზული გამოწვევა – “ძლიერი საქართველოს” ლიდერები გურიაში

გურულების პრობლემებს დღეს “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ისმენდნენ. პოლიტიკოსებმა ჩაის პლანტაციები მოინახულეს და რეგიონის სოფლებში შეხვედრები გამართეს. დღესვე კოალიციის ლიდერებმა ადგილობრივ მოსახლეობას ის სამოქმედო გეგმა გააცნეს, რომლის განხორციელებასაც რეჟიმის ცვლილების შემდეგ დაიწყებენ. რა უჭირთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, რას პირდებოდა ხელისუფლება და რა მიიღეს “ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობის თავზე? – ეს არის ის საკითხები, რომლებსაც გურულები კოალიციის […]