NATO-ს ახალი გენერალური მდივანი უკრაინაშია – “უკრაინის გამარჯვება პრიორიტეტი და პრივილეგიაა”

NATO-ს ახალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე კიევში ჩავიდა – ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუტემ შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა.
“ეს ჩემი მეხუთე ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ერთად ჩვენ ვეწვიეთ ხარკივს, ოდესას და, რა თქმა უნდა, უამრავი შეხვედრა გავმართეთ კიევში.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მანდატის დასაწყისში უკრაინაში ჩამოსვლა, რათა აბსოლუტურად მკაფიოდ მეჩვენებინა თქვენთვის, უკრაინელი ხალხისთვის და ყველასთვის, ვინც თვალს ადევნებს, რომ NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ჩემი, როგორც ნატოს გენერალური მდივნის, პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია ამ მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა”, – თქვა რუტემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”