ჩვენ უფრო მეტად ვართ დღეს ევროპა, ვიდრე ის ბიუროკრატია, რომელიც დღეს ბრიუსელში ზის. ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პარალელურად ცუდი დამოკიდებულება აირჩიეს საქართველოსთან

ჩვენ უფრო მეტად ვართ დღეს ევროპა, ვიდრე ის ბიუროკრატია, რომელიც დღეს ბრიუსელში ზის. ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პარალელურად ცუდი დამოკიდებულება აირჩიეს საქართველოსთან ჩვენ უფრო მეტად ვართ დღეს ევროპა, ვიდრე ის ბიუროკრატია, რომელიც დღეს ბრიუსელში ზის. მათ აირჩიეს საქართველოსთან ურთიერთობისთვის ძალიან ცუდი მიმართულება. ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პარალელურად აირჩიეს ცუდი დამოკიდებულება საქართველოსთან და ცდილობენ, ყოველდღიური განცხადებებით, […]

თბილისის საკრებულოში ღონისძიება სახელწოდებით – „ქალთა იშვიათი პროფესიები“ გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით – „ქალთა იშვიათი პროფესიები“ – გენდერული ბარიერების გარეშე, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში დაიგეგმა. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდა ამავე პროგრამის განმახორციელებელი ოთხი პროფესიული სასწავლებელი: კოლეჯი […]

კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისში ახალგაზრდა კლიმატის აქტივისტების შეხვედრა გაიმართა

კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისში ახალგაზრდული ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს განვითარების პროგრამა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე იმსჯელეს და მათ მიერ წამოწყებული ადგილობრივი ინიციატივები წარადგინეს. ღონისძიება გაიმრათა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა […]

ანა დოლიძე – გიორგი ამილახვარი ვერსად გაიპარება, მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა

ჩოხატაურის 1-ელი საჯარო სკოლა არის მიგდებული. სკოლის ავარიულობის გამო მოსწავლეები სხვა სკოლაში გადაიყვანეს. ახლა გადაწყვიტეს, ეს სკოლა დაანგრიონ. სად გაიპარა განათლების მინისტრი ამილახვარი?, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქ“ გვერდზე წერს და ვიდეოს აქვეყნებს. როგორც დოლიძე წერს, სკოლის ავარიულობის გამო სარემონტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, თუმცა სკოლა ამ დრომდე სარემონტო […]

„ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“ – ბრიტანეთის ელჩი ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონს გამოეხმაურა

საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განცხადება გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული, ლგბტ უფლებების შემზღუდავი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის შესახებ. ელჩის შეფასებით, ის ხელს შეუწყობს ისედაც მოწყვლადი ჯგუფების მიმართ კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციას და მარგინალიზაციას. „ვწუხვართ, რომ ხელი მოეწერა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთა პაკეტს. ეს კანონთა პაკეტი […]

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი. უძრავი ქონების მესაკუთრეების საყურადღებოდ განვმარტავთ: ამომრჩევლები, რომლებიც წარსულში მათ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებული და ამჟამად არ არიან სხვაგან რეგისტრირებული, საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნულ მისამართებზე ამომრჩეველთა სიაში ფიქსირდებიან მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და […]

გვაქვს მოლოდინი, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები გადაიხედება და დათბება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ ლოგიკას მოკლებულია ის, რასაც დღეს ვამჩნევთ ჩვენი პარტნიორებისგან

გვაქვს მოლოდინი, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები გადაიხედება და დათბება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ ლოგიკას მოკლებულია ის, რასაც დღეს ვამჩნევთ ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენ გვაქვს მყარი იმედი იმის, რომ საქართველოში, ასევე, აშშ-ში არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, მოცემულობა რადიკალურად შეიცვლება, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა. მისივე თქმით, ღრმად დარწმუნებული არიან, რომ […]

17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ცხადდება

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება. მმართველი პარტიის ინფორმაციით, აღნიშნული კანონის მიზანია, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერება. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ , შალვა პაპუაშვილმა […]

PACE-ს 24 წევრი: ოცნება, როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნების მიტაცებისთვის ემზადება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 24 წევრი მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებიდან ვკითხულობთ, PACE-ს წევრები შეშფოთებულნი არიან წინასაარჩევნო გარემოს გამო, რომელიც დაშინებასა და დეზინფორმაციის გავრცელებას მოიცავს. როგორც ისინი აღნიშნავენ, “საგანგაშო ცნობები” მანიშნებს, რომ ქართული ოცნება არჩევნების მიტაცებას გეგმავს. “საქართველოდან მოდის საგანგაშო ცნობები, რომლებიც, როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ მმართველი პარტია მომავალი არჩევნების მიტაცებისთვის […]

ორგანიზაცია უფლებები საქართველო: სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა

არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებები საქართველოს განცხადებით, თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ორგანიზაციის იურისტები სადიგოვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულებაში 2-3 ოქტომბერს შეხვდნენ. იურისტების შეფასებით, სადიგოვს საუბარი, გადაადგილება და კონცენტრაცია უჭირს. “უფლებები საქართველომ უკვე მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას, აფგან სადიგოვი გადაიყვანონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება. საქართველოს […]