EU-ის ელჩი ოცნების ბანერებზე: ვფიქრობ, ისინი არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ქართული ოცნების ახალ პროპაგანდისტულ ბანერებს ეხმაურება და მათ “აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და ამაზრზენს” უწოდებს. “ევროკავშირი არ არის გულგრილები. რუსეთის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი, უკანონო და მზარდი სასტიკი შეჭრის შემდეგ, ჩვენ მხარე დავუჭირეთ უკრაინას. უკრაინის გვერდით ვდგავართ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. რატომ? იმიტომ, რომ უკრაინელები არ იბრძვიან მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის […]

ევროკავშირი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს შეაჩერებს

თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის” პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. „ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან“, – თქვა ჰერჩინსკიმ. დასავლეთის კრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მისამართით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მმართველმა პარტიამ ე.წ. აგენტების კანონი მიიღო. კანონი აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი […]

ელჩი: ვერ შეხვალთ EU-ში, თუ სამოქალაქო საზოგადოებას უცხოეთში მოუწევს წასვლა

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ თუ საქართველოში “ოპოზიციური პარტიები აიკრძალება”, სამოქალაქო საზოგადოებას უცხოეთში მოუწევს წასვლა და იქიდან ოპერირება, ასევე თუ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები (მათ შორის უმცირესობების) არ იქნება დაცული, ეს ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც ახლა და ვერც მომავალში. მისი თქმით, ეს არის ის პირობები, რაც საქართველომ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს და მასზე მოლაპარაკებას […]

ჩრდილოეთ ოსეთში აფხაზეთს ბასაევისთვის გმირის სტატუსის ჩამორთმევისკენ მოუწოდებენ

ჩრდილოეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა კომისარმა, ტამერლან ცგოევმა მოუწოდა აფხაზეთის [დე ფაქტო] ომბუდსმენს ანას ქიშმარიას, დაეწყო შამილ ბასაევისთვის რესპუბლიკის [დე ფაქტო] სახელმწიფო ჯილდოებისა და ტიტულების ჩამორთმევა. ამ მოწოდებით ის გამოეხმაურა აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში გამართულ გამოფენაზე ბასაევის პორტრეტის გარშემო რეზონანსს. ცგოევის განცხადებით, მუზეუმის თანამშრომლებმა რუსული მხარის პრეტენზიებზე კომენტირებისას განაცხადეს, რომ პორტრეტს გაიტანდნენ “მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების ან ბასაევისთვის […]

უნდა ვიჩქაროთ, რათა ევროკავშირის მორიგი დიდი გაფართოების მატარებელმა არ გაგვასწროს, ეს გაფართოება შეიძლება, ძალიან სწრაფად მოხდეს – პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, რათა ევროკავშირის მორიგი დიდი გაფართოების მატარებელმა არ გაგვასწროს, ეს გაფართოება შეიძლება, ძალიან სწარაფად მოხდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს 17-18 ოქტომბერს კიდევ ერთხელ განიხილავს. „ევროპული საბჭო გახლავთ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი ორგანო. ივნისში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის 27 […]

სექტემბერში უკანონო ტყითსარგებლობის 96 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 96 ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, 75 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 21 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უკანონო […]

კონკურენციის სააგენტოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით წელს 639 საჩივარი შევიდა, საიდანაც 70%-ის შემთხვევაში განმცხადებელი ქალია

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის ცხრა თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 639 განაცხადი დაფიქსირდა. მათ შორის, გენდერული ნიშნით განმცხადებლების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს – 70% ქალი და 30% მამაკაცი. – აღნიშნულ პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 65 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 132 საქმეზე. – GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის […]

„არცერთი ბიზნესი ასე არ ვითარდება. 2011 წლიდან 2023 წლამდე სათამაშო ბიზნესის ბრუნვა საქართველოში 22 000%-ით გაიზარდა“ – გუგა ბესელია

აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვამ 2023 წელი მორიგი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა. გასული წელი სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 63.994 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.647 მლრდ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით. როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ UNICEF-ის ექსპერტმა, „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ განაცხადა, ეს მოცემულობა არის ლოგიკური, რადგან სათამაშო […]

პაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან

ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერვინსკიმ განაცხადა. როგორც მან მედიასთან განმარტა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, არ განეხორციელებინა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში და არ ჰქონოდა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში იმ რიტორიკის გამო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის მიმართ აქვს. „რაც შემიძლია […]

ოთარ შამუგია საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარეს, ჰასან ალ-ჰუვაიზის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს აგრარულ დარგში ინვესტირების შესაძლებლობები და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის ეფექტიანი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა არსებობს, […]