გიორგი ვაშაძე – დადგა დრო, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა სამუდამო თქვას: ჩვენ ვართ ღირსეული ქართველი ერი და ვიმსახურებთ ევროკავშირში წევრობას და ვიქნებით ღირსეული ღირსეულთა შორის

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მძიმე რეალობა დაგვიყენა. საქართველოში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მტერი დაეუფლებოდა ხელისუფლებას და ქართველი ხალხის ნებას გააყალბებდა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აგარაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რომელიც მოსახლეობის ყველა ფენისთვის არის გათვლილი. „არც ერთი ნაბიჯი უკან, ქართველმა ხალხმა […]

პაველ ჰერჩინსკი – თუ არჩევნები არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მზად ვიქნებით ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს – საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას

თუ არჩევნები არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მზად ვიქნებით ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს – საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს არის ის, რისი გამოცდილებაც ევროკავშირს აქვს ბელარუსის შემთხვევაში და იმედი გამოთქვა, რომ არასდროს მოხდება საქართველოს შემთხვევაში. […]

ვახტანგ ცინცაძე – მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის“ ახალი რეიტინგში საქართველო მესამე პოზიციაზეა

საქართველო მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგის „ბიზნესისთვის მზაობის“ (B-READY) ლიდერებს შორისაა და სინგაპურსა და ესტონეთს შორის, რეიტინგის სამეულში შედის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, „ბიზნესისთვის მზაობით“ ჩანაცვლდა მსოფლიო ბანკის სხვა ცნობილი რეიტინგი Doing Business-ი, რომელშიც საქართველო მე-7 პოზიციაზე იყო. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგის […]

ანა დოლიძე – საქართველოს პროკურატურამ დროულად დაიწყოს გამოძიება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით – ჩვენ აქ ცალსახად კორუფციულ ინტერესს ვხედავთ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა და უწყებისგან საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საჯარო სკოლებში მშენებლობა-რეაბილიტაციის ვადების გახანგრძლივება კორუფციულ ინტერესებზე მიუთითებს. მისი შეფასებით, ახლა პროკურატურამ უნდა გასცეს იმ კითხვებს პასუხი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, თუ რატომ დაგვიანდა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. „დღეს ჩვენ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მოვედით და განცხადება […]

დიმიტრი ჩიქოვანი – უკვე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა თავის დასკვნაში, რომ ის მეთოდები, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოიყენა პროტესტის დროს მონაწილეების, მათ შორის, ჩემს წინააღმდეგ, არის ძალადობრივი

უკვე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა თავის დასკვნაში, რომ ის მეთოდები, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოიყენა პროტესტის დროს მონაწილეების, მათ შორის, ჩემს წინააღმდეგ, არის ძალადობრივი, არაადამიანური და ანტიდემოკრატიული, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავად აორგანიზებს კონკრეტულ ადამიანებზე თავდასხმას […]

“რჩევები მომცა და მასწავლა ნეაპოლში როგორ მეცხოვრა” – ლუკაკუმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც “პარტენოპეიში” ადაპტაციის გავლაში დაეხმარა

“ნაპოლის” ახალწვეულმა რომელუ ლუკაკუმ ნეაპოლური კლუბის YouTube არხთან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. ბელგიელის თქმით, “პარტენოპეიში” გადასვლამდე, დრის მერტენსს ესაუბრა. “ნაპოლიში” გადასვლამდე, დრის მერტენსს ვესაუბრე, ის ჩემი კარგი მეგობარია. დრისს 17 წლიდან ვიცნობ. მან რჩევები მომცა და მასწავლა ნეაპოლში როგორ მეცხოვრა. ყოველდღიურად ვშრომობ და ვცდილობ საკუთარი თამაში გავაუმჯობესო. ჩემი კერპები? ასეთი ბევრი მყავდა, მაგალითად: დიდიე […]

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული მოქალაქეების თაობაზე ომბუდსმენი ცესკოს მიმართავს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების პრობლემას გამოეხმაურა, რომლებიც ემიგრანტები არიან და არჩევნებში ხმის მიცემას ვერ ახერხებენ. ის აღნიშნავს, რომ დევნილებისთვის საცხოვრებელი ადგილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენარჩუნებას უფლებრივი, სამართლებრივი, პოლიტიკური დატვირთვა აქვს, შესაბამისად, ასეთ მოქალაქეებს მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის შეცვლა არ სურთ. აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის ადგილის შეცვლას სთხოვენ, რაც გულისხმობს იმას, […]

ჰერჩინსკი: გადავწყვიტეთ, არ გვქონდეს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები ქართულ ოცნებასთან

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნების ლიდერებს აღარ შეხვდნენ. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, 27 ლიდერის გადაწყვეტილება ქართული ოცნების ნარატივსა და ანტიდასავლურ რიტორიკაზე პასუხია. “რაც შემიძლია გითხრათ, მიმდინარე წლის ივნისში, რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გვქონდა დისკუსია ჩვენს წევრ ქვეყნებთან როგორი მიდგომა გვქონდეს საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელსაც მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის მიმართ […]

სომხეთი მოსკოვს შორდება, “ოცნების“ მთავრობა კი რუსეთისკენ გადაიხარა – ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა რუსეთისკენ გადაიხარა, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჰელსინკის კომისიის განცხადებით, სამხრეთ კავკასია სახიფათო სტრატეგიული დანის წვერზეა, ვინაიდან რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი გავლენა რეგიონში კონფლიქტების გაღვივებით და ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან ერთად უნდა გადახედონ თავიანთ მიდგომას. „სომხეთი, ისტორიულად რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, მოსკოვს შორდება. ამავდროულად, აზერბაიჯანი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და […]

ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ ბილბორდებზე – ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი – ჩვენ გვაქვს მშვიდობა უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას

თუ მეკითხებით ბილბორდების შესახებ, ნება მომეცით გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ისინი იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი, – ასე შეაფასა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ბანერები, რომლებზეც უკრაინის განადგურებული კადრების პარალელურად, საქართველოში არსებული მშვიდობიანი მდგომარეობაა ასახული. ელჩის თქმით, თუ საქართველოსა და ევროკავშირში მშვიდობაა, ეს უკრაინელი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის დამსახურებაა. „როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ […]