ირაკლი კობახიძე – საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და უსაფრთხო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის გასაძლიერებლად ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საგზაო მაგისტრალების განვითარებას

დღეს ჩვენ ვხსნით კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის 85 კმ-იანი მონაკვეთიდან 35 კმ-იან ჩქაროსნულ გზას, რომელიც ფარავს თბილისიდან საგარეჯომდე მონაკვეთს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმ საერთო პროექტის განხორციელებაში, რაც უკავშირდება კახეთის მაგისტრალის მშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა […]

პრემიერ-მინისტრმა საგარეჯოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბაღი, რომელიც 180-240 აღსაზრდელზეა გათვლილი, კომპანია „სოკარის” დაფინანსებით აშენდა. “სკოლამდელი ასაკის სააღმზრდელო დაწესებულება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილ 6 ოთახს მოიცავს და 3000-მდე კვ.მ. ფართობზეა აშენებული. გარდა საკლასო ოთახებისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს სასადილოს, […]

გიორგი ტყემალაძე – ოპოზიციონერი კოლეგები აგრძელებენ ბოიკოტს, თუმცა ეს ბოიკოტი არის არა საკრებულოს მიმართ, არამედ თბილისელების და იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირეს

ოპოზიციონერი კოლეგები აგრძელებენ ბოიკოტს, თუმცა ეს ბოიკოტი არის არა საკრებულოს მიმართ, არამედ თბილისელების და იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირეს – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. „ოპოზიციონერი კოლეგები აგრძელებენ ბოიკოტს, თუმცა ეს არ არის ბოიკოტი საკრებულოს მიმართ, ეს ბოიკოტი არის თბილისელებისა და იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც მათ მხარი […]

ფიშერი: EU-ში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აძალებენ, თქვენ განაცხადი თავად შეიტანეთ

თქვენი გადასაწყვეტია, როგორი მთავრობა გეყოლებათ მომავალში და როგორი მიმართულებით გსურთ, რომ თქვენი ქვეყანა წავიდეს და განვითარდეს. ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აძალებენ. არავინ არის ვალდებული, ევროკავშირში გაწევრინდეს. საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი თავად შეიტანა და ჩვენ ამას მივესალმებით. თუ ამ გზას გადაუხვევთ, ევროკავშირის წევრი ვერ გახდებით.

სუს: რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სუს-ში ამბობენ, რომ რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. “საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების […]

დემოკრატები ოპოზიციას არც კრძალავენ და არც კლავენ. ეს ბანერი ჩვენ უნდა გამოგვეფინა დასავლეთისთვის

„საქართველოში თუ ვინმეზე ძალადობენ და ემუქრებიან, ეს ხელისუფლებაა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ საქართველოში ფიქსირდება ისტორიული ფაქტი, საელჩოები, ღიად ერევიან სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესებში. „ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს! ბოლო პერიოდში ისეთი პროცესები ვითარდება მსოფლიოში, რომ ის ქარდი, რაც ამერიკის საელჩომ დადო, ჩვენ უნდა დაგვედო მათთვის. ამერიკაში ოპოზიციის […]

Google Lens ვიდეო ძიების ფუნქციას ამატებს

Google-მა თავისი AI ძიების შესაძლებლობები განაახლა. საუბარია Google Lens-ის ახალ ვერსიაზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ ვიდეოს გადაღებით ძიების პროცესიც განახორციელოთ. ვიდეოძიება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დასვან კონკრეტული შეკითხვა და ძიების შედეგები ვიდეოს სახით მიიღონ. ფუნქცია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა ექნება, ხელმისაწვდომი იქნება როგორც iOS-ზე, ისე Android-ზე. როგორც Google-ის ბრიფინგზე აღნიშნეს, სიახლე საშუალებას მოგცემთ მიიღოთ უფრო რთული პასუხები […]

თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს –კახეთის 4 ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

კახეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. „თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სრულ შესაბამისობაშია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და უზრუნველყოფილია განათების სისტემით. მაგისტრალი გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს (ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდას, საგარეჯოს), რითაც განტვირთავს მოძრაობას […]

ინვესტორები ენერგეტიკის სექტორში ბიუროკრატიის შემცირების საჭიროებაზე საუბრობენ

ენერგეტიკის განვითარების ხედვები, ინდუსტრიის წინაშე არსებული შესაძლებლობები, გამოწვევები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივები განიხილეს შეხვედარზე, რომელიც ,,საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის’’ ორგანიზებით გაიმართა. საუბარი ასევე შეეხო კლიმატის ცვლილებებს. შეხვედრის დეტალებზე ,,კომერსანტი’’ ,,საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის’’ აღმასრულებელ დირექტორს მაია მელიქიძეს ესაუბრა. ,,შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ეს არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რეალობა და მოცემულობა. […]

რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი პუტინთან არსებულ საბჭოში შეიყვანეს

პუტინმა “ქართული დიასპორის ხელმძღვანელი” რუსეთში, დავით ცეცხლაძე პრეზიდენტთან არსებული ერთაშორისი ურთიერთობების საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანა. პუტინმა ამის შესახებ ბრძანება გამოსცა. ინფორმაციას პუტინის ბრძანების შესახებ რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. „საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალ-კულტურული ავტონომიის“ პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე“, — ნათქვამია პუტინის ბრძანებაში. ცეცხლაძე ორგანიზაციას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. რუსული მედიის ცნობით, ეს […]