რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველის წინააღმდეგ საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედროს რატი ბურდულის წინააღმდეგ საქმე აღძრა. რუსული სამთავრობო მედია TASS საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ რატი ბურდულმა “უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის ფედერაციის საზღვარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრა”. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, რატი ბურდული ეჭვმიტანილია “მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულებში, რომელთა შორისაცაა მკვლელობა […]

ცხინვალიდან უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ციხიდან გაათავისუფლეს სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები რამაზ ბეღელური. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, 4 ოქტომბერს იგი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს. “კაგებეს” ცნობით, რამაზ ბეღელური აპრილში ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ივნისში მას სასამართლომ რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯა. „4 ოქტომბერს სასჯელის ვადის ამოწურვის გამო ის გაათავისუფლეს და დადგენილი წესით, ქართულ მხარეს გადასცეს“, – წერია […]

ცენტრალურ რუსეთში საწვავის ავზზე ხანძარი ჩააქრეს, კიევი რუსეთიდან დრონებით მორიგ თავდასხმებზე იუწყება

მეხანძრეებმა 4 ოქტომბერს, რუსეთის ურალის მთებში მდებარე საწვავის საცავში მასშტაბური ხანძარი ჩააქრეს. უკრაინისა საზღვართან მდებარე რაიონებში კი, დრონებით დარტყმის რამდენიმე სერიამ, კიდევ ერთ საწვავის საცავზე მცირე ხანძარი გამოიწვია. რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ იძიებს პერმის რეგიონში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. ის ურალის მთებში, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის ხაზიდან, 1500 კილომეტრის […]

ეკატერინე მიქაბაძე – იპოთეკით დაცული ობლიგაციების დანერგვის მიზანი ბანკებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა

იპოთეკით დაცული ობლიგაციების დანერგვის მთავარი მიზანი დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე კომერციული ბანკების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ვიმედოვნებთ, რომ პროდუქტი გააუმჯობესებს ლარით გრძელვადიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას, გაზრდის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ეფექტიანობას და რისკების მართვის ინსტრუმენტი იქნება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ, იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე […]

ნათია მოდებაძე – ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც 12-წლიანი მშვიდობა უზრუნველყო, გააგრძელოს ქვეყნის სტაბილური განვითარება

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ნათია მოდებაძემ ამომრჩეველს მიმართა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნებამდე ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს – ირჩევს ომს თუ მშვიდობას. „26 ოქტომბრის არჩევნებამდე დარჩენილია 21 დღე და ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს სად დგას და რას ირჩევს, ნგრევას და უკუსვლას თუ განვითარებას. მე მაქვს იმედი ჩვენი ამომრჩევლის და ქართველი ხალის გონიერებისა“, – […]

ჩინური ავტომობილების გაორმაგებული იმპორტი – ბაზრის ტენდენციები და მიმოხილვა TEGETA CARS-ისგან

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლის ამ მონაკვეთში ქვეყანაში 27 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ჩინური მანქანების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 111%-ით მეტია. ამის მიზეზად სფეროს სპეციალისტები ძირითადად ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას ასახელებენ. თუმცა გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალ კომპანია Tegeta Cars-ში განმარტავენ, […]

“რუსეთი ეთამაშება საქართველოს” – ზაქარეიშვილი ლავროვის განცხადებაზე

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები “გადახედვას არ ექვემდებარება”, მოსკოვის თამაშს უწოდებს კონფლიქტოლოგი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. “ლავროვი თამაშობს, რუსეთი ეთამაშება საქართველოს. რუსეთი ეხმარება ქართულ ოცნებას, რომ ამომრჩეველი მოატყუონ და […]

ლავროვი აფხაზეთს ეკონომიკური დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა

აფხაზეთში საბიუჯეტო ხელფასების თანადაფინანსების შეჩერების შემდეგ, რითაც მოსკოვმა სოხუმი ვალდებულებების არშესრულებისთვის დასაჯა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის [დე ფაქტო] ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. აქვე ლავროვმა აღნიშნა, რომ “სპეცოპერაციაში” აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთს. “აფხაზი მოხალისეები მონაწილეობენ ბრძოლებში დონბასში, რესპუბლიკის მოქალაქეები ჰუმანიტარულ დახმარებას […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეზღუდვა მცხეთისა და ყაზბეგის რაიონების სოფლებს შეეხება. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს 12:00-იდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, არმაზი, შიომღვიმის ტერიტორია, ქსანი, ნიჩბისი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან […]

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის პედაგოგების მიღება გაიმართა

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვალერი არქანიას არტგალერეაში აფხაზეთის პედაგოგების მიღება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგები და აფხაზეთის 2024 წლის საუკეთესო მასწავლებლები. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. “მინდა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე […]