“ეს ამბავი დიდ საფიქრალს მიჩენს” – კონტე “კომოსთან” მატჩის შემდეგ

სერია A-ს მე-7 ტურში “ნაპოლიმ” “კომო” 3:1 დაამარცხა. “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ლუკაკუ შესანიშნავად გამოიყურებოდა, მას მოედანზე ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. რომელუმ ასე უნდა გააგრძელოს და ბევრი იშრომოს, რომ ძველებურ დონეზე დაბრუნდეს. გუნდზე დავიდ ნერეშის გავლენა იზრდება, დღითიდღე უმატებს. ზოგადად, ფეხბურთელები აცნობიერებენ, რომ თუ სათამაშო დროის მიღება სურთ, საკუთარი თავის […]
გორის გუნდი ფეხბურთში რეგიონის პირველობის გამარჯვებულია – გუნდი თასს და 4000 ლარს მიიღებს

გორის გუნდი ფეხბურთში რეგიონის პირველობის გამარჯვებულია. შეჯიბრების მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები ქარელმა, კასპმა და ხაშურმა გაინაწილეს. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი გარდამავალი თასით და 4000 ლარით დაჯილდოვდა. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს 3000, 2000 და 1000 ლარი გადაეცათ. „ფინალსა და ბრძოლას მესამე ადგილისთვის გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. თამაშებს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. […]
პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა: · ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 33% · ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 19% · კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 13% · […]
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი – უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, სანამ ვოლინის ტრაგედიის საკითხი არ მოგვარდება

უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, სანამ ვოლინის ტრაგედიის საკითხი არ მოგვარდება, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩემს აზრს არ ვიცვლი, თუმცა ვხედავ, რომ პრეზიდენტი დუდა სხვას ფიქრობს. უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, ჩემი თანხმობა არ იქნება, თუ ვოლინის ტრაგედიის საკითხი არ მოგვარდება“, – განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა. პოლონეთის თავდაცვის […]
Reuters – ჰაიტიში, შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, 70 ადამიანი დაიღუპა

ჰაიტიში, შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, 70 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ქალაქ პონტ-სონდეში შეიჭრნენ და სულ მცირე, 70 ადამიანი მოკლეს, ხოლო 6000-ზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „გრან გრიფის“ ლიდერმა, ლაქსონ ელანმა აიღო და განაცხადა, რომ ეს მშვიდობიან მოსახლეობაზე შურისძიება იყო, რადგან ისინი […]
ოჯახი ბუხუტი (ვაჟა) გორგაძეს ეძებს – კაცი დელისი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა

ოჯახი ბუხუტი (ვაჟა) გორგაძეს ეძებს. ხანდაზმული კაცი დელისი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბუხუტი გორგაძე 4 ოქტომბერს დღის 1 საათზე გავიდა სახლიდან. ოჯახის ინფორმაციით მას მახსოვრობის პრობლემა აქვს. “გავიდა ისე, რომ არ წაუღია არც მობილური და არც საფულე. აცვია რუხი სვიტრი და უსახელო ნაქსოვი მოსაცმელი. სახლის რუხი, ბაიკის სპორტული შარვალი. ფეხზე ეცვა სახლის რუხი ნაჭრის ჩუსტები […]
გერმანია ლიბანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებს

გერმანია ლიბანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტორების განცხადებით, საევაკუაციო ფრენა Airbus A330-ით ხორციელდება, რომელიც მრავალეროვნულ და მრავალფუნქციური, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ფლოტს ეკუთვნის. აღსანიშანვია, რომ ჯამში ლიბანიდან გერმანული სამხედრო ფრენებით დღეს 219 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ჯამში კი ევაკუირებული გერმანიის მოქალაქეების რაოდენობა 460-ს შეადგენს.
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7354; 1 ევრო – 3.0177; 1 ფუნტი – 3.6031; 1 ლირა კი 0.0799 ლარი ეღირება.
როდემდე გასტანს თბილი და უნალექო ამინდები – უახლოესი დღეების პროგნოზი

8 ოქტომბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. […]
ლავროვი: საერთაშორისო პოზიციის გამყარებაში აფხაზეთის რესპუბლიკის დახმარებას გავაგრძელებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას შეხვდა და თქვა, რომ “რეგიონში სტაბილურობას უზრუნველყოფენ”, რაც ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობის” აღიარებას დაეფუძნება. “ჟენევის დისკუსიებში სამხრეთ კავკასიაზე პრინციპული პოზიცია გვიკავია და წინ ვწევთ შეთანხმებებს, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რომელიც რეალობის, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის […]