სასამართლომ ევროკავშირის ქვეყნები დაავალდებულა, სქესის ცვლილება ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში აღიაროს

ევროკავშირის სასამართლომ დაავალდებულა ევროკავშირის ყველა სახელმწიფო, აღიაროს სახელისა და გენდერის ცვლილება დოკუმენტებში, რომლებიც გაცემულია ნებისმიერ წევრ ქვეყანაში. სასამართლოს დადგენილების მიხედვით, ასეთი ცვლილებების აღიარებაზე და მათი ოფიციალურ დოკუმენტებში შეტანაზე უარი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონებს. პრეცედენტული გახდა რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის ტრანსგენდერი მამაკაცის საქმე. მან დიდ ბრიტანეთში 2020 წელს შეიცვალა სქესი, როდესაც ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი […]

ისრაელის საფეხბურთო საბჭოს დასანქცირებაზე იმსჯელებენ

მაისში გამართულ FIFA-ს კონგრესზე პალესტინის ფეხბურთის ფედერაციამ ღაზაზე მიტანილი იერიშების გამო ისრაელის საფეხბურთო საბჭოს დასჯის შესახებ განაცხადა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო პალესტინელებს ამ საკითხზე მსჯელობას დაჰპირდა. პალესტინელების მოთხოვნაა, დასანქცირდეს ისრაელის საფეხბურთო ფედერაცია დასანქცირდეს, ვინაიდან ისინი FIFA-ს რეგულაციას არღვევენ. ისრაელის საფეხბურთო ფედერაციაში აღნიშნულ განცხადებას არ ეთანხმებიან. ცნობისთვის, ისრაელის საფეხბურთო ნაკრები საშინაო თამაშებს უნგრეთში […]

ნორვეგიის მთავრობა უკრაინაში ინვესტიციისთვის 23 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს

ნორვეგიის მთავრობა უკრაინაში ინვესტიციისთვის 23 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს ცნობით, უკრაინის დაფინანსება ნანსენის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. „პირადი კაპიტალის მოზიდვა აუცილებელია რესტავრაციისა და რეაბილიტაციის პროექტების მხარდასაჭერად“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ. წყარო: ტვ პირველი

სანქცირებული „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას

შეერთებული შტატების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) შსს-ს მიერ საარჩევნოდ სპეციალურად შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მიერ 30 სექტემბერს გამოცემული ბრძანება საპარლამენტო არჩევნების „თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად“. ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, – სხვადასხვა რეგიონში, – შეიქმნება ტერიტორიული […]

Edison Research: არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს, „ოცნებას“ ხმების 33%, ოპოზიციას კი 60%-ზე მეტი ექნებოდა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, „ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხული ამომრჩევლების 33% ასახელებს მმართველ პარტიას, დანარჩენ ამომრჩეველთა ხმები კი სხვა პარტიებზე ნაწილდება, სადაც 60%-ზე მეტი პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებზე მოდის. კვლევა ამერიკულმა ორგანიზაციამ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა. შედეგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით ასე ნაწილდება: · ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო […]

აშშ-ისა და მექსიკის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

აშშ-ისა და მექსიკის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ჩვენ ეკონომიკურ, კულტურულ და სავაჭრო სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ“, – წერს მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი სოციალურ ქსელში. ჯო ბაიდენმა კლაუდია შეინბაუმს ისტორიული ინაუგურაცია მიულოცა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაგრძელებას მოუთმენლად ელის. შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციის ცერემონია […]

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა

2024 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქ. თბი­ლი­სის N126 სა­ჯა­რო სკო­ლის და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ნა­თია უჩა­ვა გახ­და. გა­მარ­ჯვე­ბულს გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რის­გან – „გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის“ ფონ­დის­გან 15 000 ლარი გა­და­ე­ცა. კონ­კურ­სი, ლი­ბერ­თი ბან­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბით მერ­ვედ ჩა­ტარ­და და სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის წევ­რე­ბი ლი­ბერ­თი ბან­კმა ტრა­დი­ცი­უ­ლად წელ­საც და­ა­ჯილ­დო­ვა.წელს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის იყ­ვნენ: გი­ორ­გი ლი­პა­რიშ­ვი­ლი – თბი­ლი­სის მე-6 […]

“ურჩხული და მზეთუნახავი”: TOP 6 ვარსკვლავური წყვილი, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკეს – Marao

სულ ცოტა ხნის წინ თითქმის მთელი მსოფლიო აალაპარაკა ამერიკელი მუსიკოსის, ლანა დელ რეის გადაწყვეტილებამ, როცა ის ალიგატორების ტურების გიდ ჯერემი დუფრენს გაჰყვა ცოლად. ხალხს ხშირად აქვს მოლოდინი, რომ ცნობილი ადამიანები ასევე ცნობილ და წარმატებულ მეორე ნახევრებს უნდა ირჩევდნენ და ეს მოლოდინი ხშირად მართლდება კიდეც, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც. ჰოლივუდური წყვილების ქორწინებისა და განქორწინების […]

ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომელი მებაღე ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, აჭარა თაიმსი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ 67 წლის კაცი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როცა ჩამოვარდა. მან სახის მრავლობითი ტრამვა მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. იყო თუ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამ […]

“არასდროს შევხვედრივარ ივანიშვილს, მოვითხოვე მასთან შეხვედრა, მან უარი განაცხადა” – დანიგანი

“არასდროს შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს. მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა, ისევე, როგორც სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, საქართველოში ჩემი ელჩობის პერიოდში და მან უარი განაცხადა ყველა შეხვედრაზე”, – აცხადებს “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას. “ვფიქრობ, პრობლემურია, როცა პირი, რომელიც კარგად ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო […]