გველესიანმა გამარჯვების გოლი ზედ საფინალო სასტვენის წინ გაიტანა [VIDEO]

ირანის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „პერსეპოლისმა“ სახლში „ჩადორმალუს“ 1:0 გიორგი გველესიანის მიერ 90+6-ე წუთზე გატანილი გოლით სძლია. გველესიანმა მიმდინარე ტურნირზე 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა, პერსეპოლისი“ კი, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 14 ქულით მეორე პოზიციაზეა (ლიდერ სეპაჰანს 2 ქულით ჩამორჩება) და მესამეადგილოსან „მალავანს“ 17 ოქტომბერს სტუმრად დაუპირისპირდება. გველესიანი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა […]
საქართველოში პრესტიჟული ღვინის დეგუსტაცია „Grand Jury Du Vin” ეგიდით გაიმართა

საქართველოში იმართება მსოფლიოში ალბათ ყველაზე უფრო ელიტარული და პრესტიჟული ღვინის დეგუსტაცია „Grand Jury Du Vin” ეგიდით. აქ ჩვენ შანსი გვაქვს, რომ ქართული ღვინოები მსოფლიოს წამყვან ღვინოებთან ერთად გაისინჯოს და შეფასდეს მაღალპროფესიონალი, ყველაზე კომპეტენტური ექსპერტების მიერ”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წინანდლის მამულში ღვინის სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას […]
ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს – გომელაური სპეცრაზმის სანქცირებულ უფროსებზე

„ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს… ძალიან კარგად. იღებენ ხელფასს ჩვეულებრივად“, – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აშშ-ის მიერ სანქცირებულ თანამშრომლებზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფრო ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილსა და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურზე. ეს კომენტარი მან „ტვ პირველთან“ გააკეთა 3 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ კლუბის პრეზენტაციაზე. სიუჟეტი 5 ოქტომბერს გავიდა ეთერში. კითხვაზე, ნაღდი ფულის სახით იღებენ ხელფასს […]
უკრაინას სჭირდება სამართლიანი მშვიდობა, სუვერენიტეტით და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე – ზელენსკი

უკრაინაში საიმედო მშვიდობა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა შესაძლებელი, სუვერენიტეტით ან ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი, რაც გამარჯვების გეგმაშია ჩაწერილი, სრულიად რეალურია უკრაინის პარტნიორებისთვის. „მსოფლიოში არსებობს რესურსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს წინ წავიწიოთ „მშვიდობის ფორმულის“ მიხედვით. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა – უკრაინისთვის საიმედო […]
ნიკა გილაური: პარტიის წევრი არასდროს ვყოფილვარ, მზად ვარ ჩემი ხედვები ყველა პარტიას და პრეზიდენტსაც გავუზიარო

ნიკა გილაურმა, რომელიც 2009-2012 წლებში საქართველოს პრემიერმინისტრი იყო, მანამდე კი ჯერ ენერგეტიკის და შემდეგ ფინანსთა მინისტრის პოსტებს იკავებდა, საჯარო ლექცია გამართა, სადაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა. მათ შორის, იმაზე, რომ დროული ეკონომიკური რეფორმების გატარების შემთხვევაში, საქართველოს მოკლე ვადაში შეუძლია ძლიერ ეკონომიკად და რეგიონში მთავარ აქტორად გარდაიქმნას. ნიკა გილაურს, როგორც თავადვე აღნიშნა ლექციის დასაწყისში, […]
ისრაელმა იერიში მიიტანა ჰამასის ლიდერებზე ლიბანში. მსოფლიო ელის პოტენციურ “მნიშვნელოვან” დარტყმას ირანზე

როცა მსოფლიო ელოდება პოტენციურად “მნიშვნელოვან” დარტყმას ირანზე ისრაელის მხრიდან, ბრძოლები გრძელდება ბეირუთსა და მის შემოგარენში და მთელ ლიბანში. ამასთან, შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელთაც თეირანი უჭერს მხარს, აღიარებენ მეთაურის სიკვდილს ისრაელის თავდასხმების შედეგად. 5 ოქტომბერს, ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ სამხედროები “ამზადებენ პასუხს” ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმაზე, რომელიც ამ კვირის დასაწყისში განხორციელდა, […]
ზურაბ ყიფშიძე, გივი სიხარულიძე, ვილი სანიოლი… – საპატიო თბილისელების სია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიანიჭა, მათ შორის არიან მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი, მსახიობი გივი სიხარულიძე. თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს ასევე შეემატნენ: · ზურაბ კახაბრიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი; · მერაბ კილაძე – ქირურგი; · გიორგი ჭუმბურიძე – ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი; · დიმიტრი ბეზარაშვილი […]
ევროპის ქვეყნები, სადაც სახლის შეძენა ყველაზე ხელმისაწვდომია

BestBrokers.com-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ევროპის მასშტაბით სახლის შეძენა ყველაზე ხელმისაწვდომი დანიაშია. ამის დასადგენად სახლების ფასი ადგილობრივების საშუალო შემოსავალს შეადარეს. კერძოდ, დანიაში 100 კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასი 114 წმინდა თვიურ ხელფასს უდრის. აღსანიშნავია, რომ ამავდროულად, 2023 წელს დანიამ ევროკავშირში ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყნის სტატუსი მიიღო. ევროსტატის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების ფასები 43%-ით […]
პარტიების შემოწირულობები აგვისტო-სექტემბერში

ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებით, ასე გამოიყურება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ძირითადი პარტიების ოფიციალური შემოწირულობები აგვისტო-სექტემბრის პერიოდში. ქართული ოცნება, ხალხის ძალა – 6.9 მილიონი ლარი; კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 4.3 მილიონი ლარი; ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის! – 2.5 მილიონი ლარი; ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 260 ათასი ლარი; გახარია საქართველოსთვის – 121 […]
NETFLIX-ის სერიალის გმირების, ძმები მენენდესების საქმეს სასამართლო ხელახლა განიხილავს

მშობლების მკვლელობისთვის გასამართლებული ერიკ და ლაილ მენენდესების საქმეს სასამართლო ხელმეორედ განიხილავს. მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს თითქმის 30 წლის წინ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 1989 წელს ძმებმა მშობლები ჯოზე და კიტი მენენდესები საკუთარ სახლში სანადირო თოფებით მოკლეს. პროკურატურის ვერსიით მკვლელობის მიზეზი მემკვიდრეობის მიღება იყო. თავად ეჭვმიტანილების მტკიცებით, მათზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა მამა, ხოლო დედამ ამის შესახებ […]