ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ყველაფერი, რაც [გამარჯვების] გეგმაშია აღნიშნული, სრულიად რეალურია ჩვენი პარტნიორებისთვის. არის მსოფლიოში რესურსი, რომელიც ჩვენს “გამარჯვების გეგმაში” წინსვლის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამაშია ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა – გარანტირებული იყოს […]
ისრაელის ყოფილმა პრემიერმა და პალესტინელთა ავტონომიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სამშვიდობო გეგმა წარმოადგინეს

ისრაელის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეჰუდ ოლმერტმა და პალესტინელთა ავტონომიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნასერ ალ ყუდვამ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინეს. გერმანიაში გამომავალი გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ში რუბრიკაში, “სტუმრის სტატია” გამოქვეყნდა ორი პოლიტიკოსის წერილი სათაურით, „ასე მივაღწევდით მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში.“ სტატიის შესავალში წაიკითხავთ, რომ ისრაელმა და პალესტინელებმა მიწები უნდა გაცვალონ: ისრაელი მიიღებს დასახლებებს იორდანეს […]
სოხუმი და გროზნო დაძმობილებული ქალაქები გახდნენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო დედაქალაქი სოხუმი და რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქი გროზნო დაძმიბილებული ქალაქები გახდნენ. ინფორმაციას სოხუმის დე ფაქტო ადმისტრაციის პრესცენტრი არცელებს. ქალაქების დაძმობილების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ და გროზნოს მერმა ხას-მაგომედ კადიროვმა.
რა ეტაპზეა კურორტ ლებარდემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

კურორტ ლებარდესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დასრულება თავად კურორტზე არსებული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე, განმარტავს. საკითხით პარლამენტის დეპუტატი, ფრიდონ ინჯია დაინტერესდა. მან გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, თუ რა ოდენობის ინვესტიცია იქნება საჭირო კურორტზე განსახორციელებლად იმისთვის, რომ გზა გაკეთდეს. საქმე ის არის, რომ კურორტ ლებარდესთან მისასვლელი გზა ჯამში […]
ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს – გომელაური სპეცრაზმის სანქცირებულ უფროსებზე

„ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს… ძალიან კარგად. იღებენ ხელფასს ჩვეულებრივად“, – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აშშ-ის მიერ სანქცირებულ თანამშრომლებზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფრო ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილსა და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურზე. ეს კომენტარი მან „ტვ პირველთან“ გააკეთა 3 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ კლუბის პრეზენტაციაზე. სიუჟეტი 5 ოქტომბერს გავიდა ეთერში. კითხვაზე, ნაღდი ფულის სახით იღებენ ხელფასს […]
სალომე ზურაბიშვილი: საბჭოთა კავშირის განცხადებებს ჰგავს „ოცნების“ მტკიცება, რომ ევროპისკენ მიჰყავთ ქვეყანა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მტკიცება, თითოს ის ევროპისკენ მიდის, ტყუილია და საბჭოთა კავშირის განცხადებებს ჰგავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ტვ პირველთან, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ისაუბრა. „ის, რაც გვესმის დღეს საარჩევნოდ, რომ „ოცნება“ და მმართველი გუნდი თითქოს მიდის ევროპისკენ, არის ტყუილი. ისეთივე ტყუილია, როგორიც იყო თავის დროზე, როცა საბჭოთა კავშირი ირწმუნებოდა, რომ დემოკრატიული […]
Toyota-მ მფრინავი ტაქსის კომპანიაში $500-მილიონიან ინვესტიციას ჩადებს

Toyota-ს ინფორმაციით, კომპანია საჰაერო ელექტრო ტაქსის სტარტაპ Joby Aviation-ში დამატებით $500-მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს, რაც კომპანიის სერტიფიცირებას და კომერციულ წარმოებას დაეხმარება. იაპონური ავტომწარმოებლის ეს შეთავაზება მანამდე განხორციელებულ $394-მილიონიან ინვესტიციას ემატება და ორ კომპანიას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილია. ინვესტიციას Toyota ნაღდი ფულის სახით გაიღებს, რომლის ნაწილიც Joby Aviation-ს 2024 წლის ბოლოს, ნაწილი კი მომავალ წელს ჩაერიცხება. […]
დავითაშვილის გოლები ნაკრებშიც გვინდა – როგორი შეფასებები მიიღო ზურიკომ?

ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე „ოსერი“ ზურიკო დავითაშვილის ჰეთ-თრიკით 3:1 დაამარცხა. სამ გატანილ გოლს რომ სულაც თავი დავანებოთ, დავითაშვილი უბრალოდ შესანიშნავი იყო, დაფრინავდა მოედანზე და რა გასაკვირია, რომ ანალიტიკური საიტებისგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 10.0, sofascore 9.3, flashscore 9.1. ერთი სიტყვით, ზურიკო საქართველოს ნაკრებში ჩინებული განწყობით ჩამოვა და მის გოლებს ეროვნულ გუნდში ველოდებით.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან ურთიერთობას აძლიერებს

2 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ბრიუსელს ესტუმრა, რათა გააძლიეროს კავშირები, რომლებიც 4 წლის წინ დიდი ბრიტანეთის მიერ მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ბლოკის დატოვების შემდეგ გაწყდა. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან მოლაპარაკებების შემდეგ იგი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა. დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბრექსიტით მიყენებული […]
პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციასთან კონსულტაციების ახალ სერიას იწყებს. არჩევნებამდე 21 დღით ადრე, პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს გააცნოს და შესთავაზოს მის მიერ შერჩეული პრემიერობის კანდიდატი, რომელიც ტექნიკური მთავრობის შექმნის შემთხვევაში, მთავრობას სათავეში ჩაუდგება. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, მის მიერ შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკიური წარსული არ აქვს. ქარტიაში წერია, რომ […]