ისრაელს არანაირი გარანტიები არ მოუცია, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს არ დაარტყამს – CNN

ისრაელს არანაირი გარანტიები არ მოუცია, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს არ დაარტყამს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ისრაელს აშშ-ის პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის პირობა არ მოუცია, რომ ირანი ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს არ განიხილავს როგორც თეირანის დარტყმებზე პასუხად. „იმედი გვაქვს და ველით, რომ გარკვეული სიბრძნე, ასევე ძალა დავინახოთ, მაგრამ, როგორც […]
ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” “მიდლსბროს” თამაში შემოუტრიალა და გაიმარჯვა [VIDEO]

ჩემპიონშიფის მეცხრე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „მიდლსბრო“ 2:1 დაამარცხა. სტუმრები 76-ე წუთამდე 0:1 მარცხდებოდნენ, მაგრამ შემდეგ შეცვლაზე შესულმა ედო კაიემბემ და კვადვო ბაამ გაიტანეს გოლები და „უოტფორდმა“ გამარჯვება მოიპოვა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 90+5-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.0, flashscore 6.8, whoscored 6.6. „უოტფორდი“ 16 […]
სტუმრების დღე: “იბერია 1999”-მა და დინამოებმა გაიმარჯვეს

კოლხეთი 1913 0:1 დინამო ბთ მოქმედმა ჩემპიონმა მოიგო. ერთადერთი გოლი მარიო ბალბურდიამ გაიტანა. ანგოლელმა მე-16 წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა რეაგირება ვერ მოახერხა. სხვათა შორის, ბალბურდიამ ბოლო ოთხ შეხვედრაში სამჯერ გაიტანა. ბათუმელები მეოთხე ადგილზე რჩებიან, “კოლხეთი 1913” კი მეშვიდეზეა. ფოთელებს 7 მატჩია არ გაუმარჯვიათ. თელავი 1:2 იბერია 1999 “იბერია 1999”-მა მოიგო, მეორე […]
ათობით ათასი ადამიანი უერთდება ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის დემონსტრაციებს

5 ოქტომბერს პალესტინელთა მომხრე ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა ლონდონის, პარიზის, რომის და მსოფლიოს სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით მაშინ, როცა ახლოვდება ისრაელზე აშშ-სა და ევროპის კავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი ჰამასის თავდასხმის და ღაზაში ომის დაწყებით ერთი წლისთავი. მასობრივი გამოსვლები დაიგეგმა ევროპის რამდენიმე ქალაქში, მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსალოდნელია 6-7 ოქტომბერს. ღონისძიებები პიკს მიაღწევს […]
ვილი სანიოლს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ფრანგ სპეციალისტს თბილისობის დღესასწაულზე სომბოლური გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადასცა. სანიოლი „ჯვაროსნებს“ სათავეში 2021 წელს ჩაუდგა, გუნდი მისი ხელმძღვანელობით ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული გახდა, ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა, ახლა კი ერთა ლიგის B1 ჯგუფის ლიდერია. საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს პოზნანში უკრაინას, ხოლო 14 […]
ნეთანიაჰუმ მძაფრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი – მაკრონმა გამოთქვა მოწოდება, შეუწყვიტონ ისრაელს იარაღის მიწოდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძაფრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოწოდებისთვის, შეწყვიტონ იარაღის მიწოდება ისრაელისთვის, რომელიც ომს აწარმოებს ღაზაში და ლიბანში. ნეთანიაჰუს თქმით, როცა “ისრაელი ბარბაროსულ ძალებს ებრძვის ირანის მეთაურობით, ყველა ცივილიზებული ქვეყანა ისრაელის მხარეს უნდა დადგეს. ამ დროს პრეზიდენტი მაკრონი და სხვა დასავლელი ლიდერები ისრაელისთვის იარაღის ემბარგოს დაწესებისკენ მოწოდებით გამოდიან. სირცხვილი მათ!” – ნათქვამია […]
ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს… ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს. ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს? – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფრო ზვიად ხარაზიშვილისა და მის მოადგილისთვის, მილერი ლაგაზაურისთვის დაწესებულ სანქციებზე. ვახტანგ გომელაური ტვ „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ აკონკრეტებს რომელ ბანკში იღებენ ხელფასს ხარაზიშვილი და […]
საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი მესაჭე აღმოჩნდა

ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ ჩვენს მაგალითს იყენებს და ჩვენს კვალდაკვალ უპირისპირდება იმ გლობალურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ პატარა ქვეყნების მსხვერპლშეწირვის ფასად შემდგომ მსოფლიოში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება გლობალური წესრიგი, თვითონ იყვნენ დომინანტები, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა მსოფლიოში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების საკითხს შეეხო. როგორც სუბარმა აღნიშნა, გლობალური ცვლილებებით გამოწვეულ დაძაბულობაში, საქართველო ცდილობს […]
„ისრაელს აქვს მოვალეობა და უფლება, დაიცვას თავი და უპასუხოს ამ თავდასხმებს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“ – ნეთანიაჰუ

ისრაელი ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას აუცილებლად უპასუხებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „ირანმა ჩვენი ტერიტორიისა და ქალაქების მიმართულებით ორჯერ გაუშვა ასობით რაკეტა – ისტორიაში ბალისტიკური რაკეტებით ერთ-ერთი უმსხვილესი თავდასხმა. მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ შეეგუებოდა ასეთ თავდასხმას თავის ქალაქებსა და მოქალაქეებზე, არც ისრაელის სახელმწიფო შეეგუება. ისრაელს აქვს მოვალეობა და უფლება, დაიცვას თავი […]
დოლარებში ანგარიში გაუუქმდათ, ვიზა და მასტერქარდი გაეყინათ – რომან გოცირიძე

ევროოპტიმისტების წევრი, რომან გოცირიძე ვახტანგ გომელაურის კომენტარს ასე ეხმაურება: „ზუსტად ისაა, რასაც ვამბობდით. რა გავიგეთ ამ მოკლე კომენტარიდან: სრული საერთაშორისო იზოლაცია. დოლარებში ანგარიში გაუუქმდათ, ვიზა და მასტერქარდი გაეყინათ, უცხოურ ვალუტაში ტრანსაქციებს სამუდამოდ დაემშვიდობნენ ( მაგნიტსკის სიიდან ამოღების მექანიზმი არ არსებობს). ორი გზა აქვთ ლარში შიდა ანგარიშწორების განხორციელების. ერთია ლარის პლასტიკური ბარათის გამოყენება, მაგ. ლიბერტი ბანკის […]