პარლამენტში ჩემი ყოფნით, თითოეული ზუგდიდელი იქნება პარლამენტის წევრი, მე გავახმოვანებ თითოეული მათგანის სათქმელს – დავით კოდუა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი, დავით კოდუა დღეს ჩხორიაში, ტყაიასა და რიყეში მოქალაქეებს შეხვდა. როგორც დავით კოდუა აღნიშნავს, ამ სოფლებში, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. „მოქალაქეებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ. ამჯერად, ჩხორიაში, ტყაიასა და რიყეში ვიმყოფებოდით. ამ სოფლებში ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ”. მმართველი გუნდის დელეგატობის კანდიდატი საარჩევნო […]

Toyota-მ მფრინავი ტაქსის კომპანიაში $500-მილიონიან ინვესტიციას ჩადებს

Toyota-ს ინფორმაციით, კომპანია საჰაერო ელექტრო ტაქსის სტარტაპ Joby Aviation-ში დამატებით $500-მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს, რაც კომპანიის სერტიფიცირებას და კომერციულ წარმოებას დაეხმარება. იაპონური ავტომწარმოებლის ეს შეთავაზება მანამდე განხორციელებულ $394-მილიონიან ინვესტიციას ემატება და ორ კომპანიას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილია. ინვესტიციას Toyota ნაღდი ფულის სახით გაიღებს, რომლის ნაწილიც Joby Aviation-ს 2024 წლის ბოლოს, ნაწილი კი მომავალ წელს ჩაერიცხება. […]

რატი ბრეგაძე – „ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა“ აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას

პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100 პაციენტის უნახავად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, “ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა” აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპათიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს”. „პირველი მიღწევა სახეზეა! პატიმრის ჯანმრთელობის […]

ლიბანის პრემიერი ქვეყნებს, ზავის მიღწევის მიზნით, ისრაელზე ზეწოლისკენ მოუწოდებს

ლიბანის პრემიერ-მინისტრი ნაჯიბ მიქათი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით ისრაელზე ზეწოლა მოახდინონ. მიქათის თქმით, ის მხარს უჭერს ზავის დასამყარებლად აშშ-სა და საფრანგეთის ძალისხმევას. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ლიბანურმა მედიამ აფეთქებებს “ძალიან ძალადობრივი” უწოდა. ამასთან, ისრაელი იუწყება, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა ღამით ლიბანის ტერიტორიიდან გაშვებული საჰაერო სამიზნეები […]

რაც უფრო დიდია უმუშევრობის დახმარება, მით უფრო მაღალია უმუშევრობის დონე – კვლევა

კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise სოციალური დაცვის პოლიტიკის შესახებ პუბლიკაციას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, რაც უფრო დიდია უმუშევრობის დახმარება, მით უფრო მაღალია უმუშევრობის დონე. „ემპირიულ ლიტერატურაში ფართოდ შესწავლილი საკითხია სოციალური დაცვის პროგრამების ნე­გა­ტიუ­რი გავ­ლე­ნა შრო­მის ბაზარზე, რაც ადამიანებში სამსახურის ძებნისა და გამდიდრების მოტივის დაქვეითებაში გამოიხატება. თუ ადამიანს მუშაობის გარეშე შეუძლია ფინანსური და სხვა ფორმის სარგებლის მიღება, ბუნებრივია, […]

ევროპის მწვანე დედაქალაქის ტიტულისთვის სამი ევროპული ქალაქი იბრძოლებს

ჰეილბრონი (გერმანია), გიმარასი (პორტუგალია) და კლაგენფურტი ამ უორტერზეე (ავსტრია) ევროპის მწვანე დედაქალაქის 2026 წლის ტიტულის ფინალისტები არიან. ჰაილბრონს აქვს უდიდესი წინსვლა ხმაურის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალაქს აქვს ხმაურის მონიტორინგის ყოვლისმომცველი სისტემა. კერძოდ, ქალაქში გამავალი საავტომობილო გზები დაცულია ხმაურიანი ბარიერებით, მიმდინარეობს ელექტროსადგურის რეკონსტრუქცია, რათა უხმოდ იმუშაონ. გიმარასი მოხვდა მოკლე სიაში წრიული, ანუ ცირკულარული, ეკონომიკისადმი მისი ერთგულებისთვის. […]

ეს ჩაკვეტაძის მაქსიმუმია? – თემა, რომელიც მუდამ აქტუალურია

2022 წლის 27 აპრილს გიორგი ჩაკვეტაძეზე სტატია გამოვაქვეყნეთ. მას ორი წლის შემდეგ განმეორებით, შეუცვლელად გთავაზობთ, რათა კიდევ ერთხელ გავიაზროთ, “ჩაკვეს” თავს მოკლე დროში რამდენი პოზიტიური ცვლილება მოხდა, როგორ გამოასწორა მან ის სუსტი წერტილი, რაც ნახსენები გვაქვს – ევროპის ჩემპიონატზე ართმევებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ახლა საუბარი “ძველ” და “ახალ” ჩაკვეტაძეზე მიდის… ყველაფრისთვის მადლობა ვლადიმირ ვაისს, ვინც […]

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიებს “ქართული ოცნების” ბანერების წინააღმდეგ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ გადაწყვეტილებას – წინააღმდეგობა გაუწიონ “ქართული ოცნების” „არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას“ და მოუწოდებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას – არ დაავალდებულოს ტელეკომპანიები ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი. „[“ქართული ოცნების” ბანერები] კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველიხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს […]

რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა

სოლტ-ლეიკ-სიტიში, UFC 307-ის ღონისძიების ფარგლებში, საშუალო წონით კატეგორიაში , ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ამერიკელ კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ეს გამარჯვება რომან დოლიძისთვის MMA-ის კარიერაში მე-14 იყო, ხოლო უშუალოდ UFC-ში მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 3 მარცხია, ბრძოლამდე ის საშუალო წონის რეიტინგში მე-10 ადგილზე იყო. შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ქართველი მებრძოლი მერაბ […]

შეიძლება თუ არა ხვრინვის მკურნალობა მედიკამენტებით – პრობლემის მიზეზები და მოგვარების გზები

იცოდით თუ არა, რომ ხვრინვას, გარდა პარტნიორისთვის ძილის დაფრთხობისა, გაცილებით მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს? ამ ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომის უკან, ხშირ შემთხვევაში, ცხვირ-ხახის სხვადასხვა პათოლოგიები დგას. ხვრინვის გამომწვევ მიზეზებსა და მისი მკურნალობის გზებზე “რუსთავი 2” ოტორინოლარინგოლოგ ხათუნა ჩიტაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ხვრინვის დროს ყველაზე საშიში აპნოეს განვითარების რისკია, რაც საკმაოდ საშიშია ჯანმრთელობისათვის. “ხვრინვა, რა თქმა […]