იტალიაში, სუპერმარკეტში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მედიის ინფორმაციით, 31 წლის ქართველი სუპერმარკეტიდან დაახლოებით 670 ევროს ღირებულების ნივთების მოპარვას ცდილობდა. როგორც ირკვევა ის ძირითადად პირადი ჰიგიენის საშუალებებს აგროვებდა და გადახდის გარეშე ცდილობდა სალაროებიდან გასვლას. გამოსვლისას კაცი საეჭვოდ ტრიალებდა სალაროებთან, რა დროსაც დაცვის ყურადღება მიიქცია. ის შესამოწმებლად გააჩერეს და პოლიციას გამოუძახეს. სამართალდამცველებმა კი ახალგაზრდა დააკავეს.

ჩვეულებრივად იღებს ხელფასს, ბანკში მარტო ვიზა ბარათებია? – გომეალური „ხარებაზე“

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, უწყების სანქცირებული თანამშრომლები, ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მილერი ლაგაზაური ხელფასს „ჩვეულებრივად იღებენ“. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ განაცხადა. „ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს. ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს“, – განაცხადა გომელაურმა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხელზე იღებენ თუ არა ხელფას შსს-ის სანქცირებული თანამშრომლები, გომელაური პასუხობს: „ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს? რა […]

“დაიცავი ერთი მოქალაქის ერთი არჩევანი” – დღეს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

“დაიცავი ერთი მოქალაქის ერთი არჩევანი” – ამ სახელწოდებით დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. აქცია 17:00 საათზე არის ჩანიშნული. მას სამოქალაქო საზოგადოების წევრები მართავენ. ცნობილია, რომ პროტესტს ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტია უერთდება. აქციის მიზანი ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერაა. “დროა გამოვხატოთ სოლიდარობა ყველა იმ ქართველი ემიგრანტის მიმართ ვინც, წლების განმავლობაში ინახავდა და ინახავს სააქართველოს! დავიცვათ თითოეული მოქალაქის არჩევანი! […]

“ეს არის მილიარდების უაზრო ფლანგვა” – რომან გოცირიძე 2025 წლის ბიუჯეტზე

პარლამენტარი რომან გოცირიძის შეფასებით, ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლისთვის გამოაქვეყნა, ზუსტად იმეორებს ხელისუფლების გასული წლების მიდგომებს და მმართველი პარტიის ფინანსურ ინტერესებსაა მორგებული. ამის შესახებ დეპუტატმა “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა. რომან გოცირიძემ ორი მიმართულება გამოყო, რომელიც ბიუჯეტის პროექტშია ხაზგასმული და, პარლამენტარის თქმით, მხოლოდ ამომრჩევლის მოზიდვას ემსახურება. “ეს არის იგივე ბიუჯეტი, თავისი მიდგომებით, რაც იყო […]

გომელაური: პრობლემა არ მაქვს, თუ დამასანქცირებენ, სამშობლოს გულიზა ვაკეთებ ყველაფერს

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის აზრით, უწყების მაღალჩინოსნის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) და მისი მოადგილის, მილერი ლაგაზაურის დასანქცირება “შეცდომაა”. ტვ პირველის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ სანქცირებულთა სიაში თავადაც იქნება, გომელაური პასუხობს: “მე პრობლემა არ მაქვს თუ დამასანქცირებენ, მე ჩემი სამშობლოს გულიზა ვაკეთებ ყველაფერს, ჩემი ქვეყნის გულისთვის ვაკეთებ”- თქვა გომელაურმა. შეკითხვაზე, რას ნიშნავს მისთვის მილერის ლაგაზაურის […]

“რეალმა” კარვახალის ტრავმასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა

ლა ლიგის მე-9 ტურში “რეალმა” “ვილიარეალს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის მიწურულს უმძიმესი ტრავმა მიიღო მადრიდელთა მცველმა დანი კარვახალმა, რომელიც საკაცით გაიყვანეს. “სამეფო გუნდმა” დღეს ესპანელი მცველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ნავარაუდევი იყო, 32 წლის უკანახაზელისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. “ბლანკოსის” განცხადებაში ნათქვამია, რომ კარვახალმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, ოპერაციის გაკეთება მოუწევს და აღდგენას რამდენიმე […]

The Times: რუსეთი თავისი სამხედრო ჭურვების ნახევარს ჩრდილოეთ კორეისგან იღებს

ჩრდილოეთ კორეა რუსეთს აწვდის საარტილერიო ჭურვების დაახლოებით ნახევარს, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Times დასავლეთისდაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეა ყოველწლიურად 3 მილიონ ჭურვს აწვდის რუსეთს. როგორც წყაროები აღნიშნავენ, ჭურვების უმეტესობა გაუმართავია, თუმცა მათი რაოდენობა ეხმარება რუსეთს “ფრონტზე წარმატების მიღწევაში”. მიწოდების მოცულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი, […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი შვიდ ფრონტზე იბრძვის, ამ შვიდფრონტიანი ომის უკან ირანი დგას

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განცხადებით, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ მისი ქვეყანა შვიდ ფრონტზე იბრძვის. ”დღეს ისრაელი შვიდ ფრონტზე იცავს თავს ცივილიზაციის მტრებისგან”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერის თქმით, მათ შორისაა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ ჩრდილოეთში, „ჰამასი“ ღაზაში, „ჰუსიტები“ იემენში, “ტერორისტები” დასავლეთ სანაპიროზე და შიიტები ერაყსა და სირიაში. „და ჩვენ ვიბრძვით […]

ლევან ბეჟაშვილი – „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს

ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28­ პროცენტს, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. ”ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28 პროცენტს. ჩვენთვის, პროდასავლური ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისათვის, […]

ლევან სანიკიძე – ჩვენი ამერიკელი მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით დგანან, იმ ადამიანების, რომლებიც 26 ოქტომბერს ამ ქვეყანაში მხარს დაუჭერენ ცვლილებას

ჩვენი ამერიკელი მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით დგანან, იმ ადამიანების, რომლებიც 26 ოქტომბერს ამ ქვეყანაში მხარს დაუჭერენ ცვლილებას, არ მოიხდიან ბოდიშს საკუთარ ტერიტორიული მთლიანობისთვის და ახალ პროდასავლურ კოალიციურ მთავრობას აირჩევენ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის მიუხედავად, აშშ მუდამ ქართველი ხალხის გვერდით დგას. „ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად ხაზს […]