ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო, დაჭრილია ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი

ოკუპირებულ ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორივე დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა „სამართალდამცავი სტრუქტურების“ ხელმძღვანელებს დაავალა, მომხდართან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება ჩაატარონ.
ქედაში ავარიას ბავშვი ემსხვერპლა – ავტომობილი ხევში გადავარდა

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზუბზუსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ბავშვი.
ჩეხი კინორეჟისორები და ტელეპროდიუსერები პირობას დებენ, რომ უფრო ეკოლოგიურად იმუშავებენ

ჩეხმა კინორეჟისორებმა და ტელეარხის თანამშრომლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც ისინი გარემოსდაცვითი სტანდარტებით მუშაობაზე შეთანხმდნენ. მათ გადაწყვიტეს კონოწარმოებისას გამოიყენონ განახლებადი ელექტროენერგია, ენერგოეფექტური განათება (როგორიცაა LED-ები), ერთჯერადი ჭურჭელი, ცხოველური წარმოშობის კოსმეტიკური საშუალებები, ნაკლები ქაღალდი და პროცესის მეტი გაციფრულება, ნარჩენების სეპარირება ანუ დახარისხება. მემორანდუმი ასევე ისახავს მიზნად კონომწარმოებლებმა სამოგზაუროდ გამოიყენებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შეეცადობ ნაკლებად იფრინონ თვითმფრინავებითა და […]
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გრძელდება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ღვიარას, კლდისუბანის, სადმელის, ძირაგეულის, კვაცხუთის, ხიმშის, წესისა და მუხლის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. „ასევე, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ერთობლივად განიხილეს მათი დროულად და […]
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას. „აღინიშნა, რომ მშვიდობის შენარჩუნება მმართველი გუნდის მონაპოვარია და შესაბამისად, იმისათვის, რომ გაგრძელდეს მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში ქვეყნის წინსვლა და განვითარება, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეებმა სწორედ „ქართულ ოცნებას“ […]
გია ჭყონია – მშვიდობით და ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ ავაშენებთ უკეთეს სოფელს, ქალაქსა და ქვეყანას

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ქობულეთში სოფლების: კონდითისა და ხუცუბნის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, შეხვედრებზე დელეგატმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა; მოისმინა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხები, ასევე დაიგეგმა სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები. „მოსახლეობის აზრი მნიშვნელოვანია ჩვენთვის და აუცილებლად ვითვალისწინებთ შემდგომ საქმიანობაში. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის. მშვიდობით […]
კობა კობალაძე ზუგდიდიში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს მორიგი შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან გაიმართა. „კობა კობალაძემ ვეტერანებს სამსახურის მუშაობის 10 – წლიანი […]
ლევან სანიკიძე – ივანიშვილისგან ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საკუთარი ნების შესაბამისად გადაწყვიტა რუსეთის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობით დაეჯილდოებინა

ივანიშვილი, რომელიც ბოდიშის მოხდას ითხოვს ჩვენი ქვეყნის მტრისთვის და ფაქტობრივად, აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს, ამ ადამიანისგან ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საკუთარი ნების შესაბამისად გადაწყვიტა რუსეთის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობით დაეჯილდოებინა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის მოქალაქეზე გაცემულ ქართულ პასპორტთან დაკავშირებით. მისი […]
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი, აკაკი ალადაშვილი საბურთალოს რაიონში დავითაშვილის ქუჩა N26- ში მაცხოვრებლებს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ამომრჩეველი გაეცნო „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე დელეგატმა განიხილა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. […]
1,4 მილიონი ევროს ღირებულების ოქროს ზოდების და მონეტების ჩამორთმევის შემდეგ, დუბლინში მამაკაცს ბრალი წარუდგინეს

55 წლის მამაკაცი, რომლისგანაც პოლიციამ 1,4 მილიონი ევროს ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო, დუბლინში სასამართლოს წინაშე წარსდგა. პარასკევს და შაბათს ჩატარებული ოპერაციის დროს, სამართალდამაცვებმა ასევე ამოიღეს 460 000 ევრო ნაღდი ფული და 210 000 ევროდ შეფასებული ნარკოტიკული ნივთიერებები – კოკაინი და ექსტაზი. დუბლინის გარეუბან ლუკანში მცხოვრები ფარჰათს ბათიევსი (Farhats Bathijevs) ბლანჩარდსთაუნის საოლქო სასამართლოში დღეს მიიყვანეს. დანაშაულებებზე […]