იტალიაში, სუპერმარკეტში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მედიის ინფორმაციით, 31 წლის ქართველი სუპერმარკეტიდან დაახლოებით 670 ევროს ღირებულების ნივთების მოპარვას ცდილობდა. როგორც ირკვევა ის ძირითადად პირადი ჰიგიენის საშუალებებს აგროვებდა და გადახდის გარეშე ცდილობდა სალაროებიდან გასვლას.
გამოსვლისას კაცი საეჭვოდ ტრიალებდა სალაროებთან, რა დროსაც დაცვის ყურადღება მიიქცია. ის შესამოწმებლად გააჩერეს და პოლიციას გამოუძახეს. სამართალდამცველებმა კი ახალგაზრდა დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – იმის არაღიარება, რომ პირდაპირი კორელაციაა კეთილდღეობის ზრდასა და დემოგრაფიული გამოწვევების ზრდას შორის, იგივეა, რომ მეცნიერება არ ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ დედამიწა ბრტყელია