კუმისთან მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულია 7

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კუმისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ღამით მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 7-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გომელაური: პრობლემა არ მაქვს, თუ დამასანქცირებენ, სამშობლოს გულიზა ვაკეთებ ყველაფერს

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის აზრით, უწყების მაღალჩინოსნის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) და მისი მოადგილის, მილერი ლაგაზაურის დასანქცირება “შეცდომაა”. ტვ პირველის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ სანქცირებულთა სიაში თავადაც იქნება, გომელაური პასუხობს: “მე პრობლემა არ მაქვს თუ დამასანქცირებენ, მე ჩემი სამშობლოს გულიზა ვაკეთებ ყველაფერს, ჩემი ქვეყნის გულისთვის ვაკეთებ”- თქვა გომელაურმა. შეკითხვაზე, რას ნიშნავს მისთვის მილერის ლაგაზაურის […]
ტურიზმის გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე – რომელ უბნებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა

მდიდარი ისტორია, ულამაზესი ბუნება, უგემრიელესი კერძები და ქართველების თანდაყოლილი სტუმართმოყვარეობა ისაა, რაც ტურისტებს მთელი მსოფლიოდან საქართველოსკენ იზიდავთ. გასაკვირი არაა, რომ დღეს ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს და ეკონომიკაზე მისი გავლენა მრავალმხრივია, თუმცა ამჯერად განვიხილოთ როგორია ტურისტული სექტორის გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე და როგორ ტენდენციებს უნდა ველოდოთ მომავალში. 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა […]
შვედებს ტექსტილის (წინდების და თეთრეულის) გადაყრა აეკრძალებათ

2025 წლიდან შვედეთში ტექსტილის სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად გადაყრა აიკრძალება. ამოქმედდება ახალი კანონდათქმა, რომლის მიხედვით, ძველი ტანსაცმელი, წინდები, თეთრეული და პირსახოცები ცალკე კონტეინერში უნდა განთავსდეს და გადასამუშავებლად გაიგზავნოს. პირველ ეტაპზე ტექსტილის ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავებაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალიტეტები. თუმცა, შესაძლოა, შემოდგომაზე ევროპარლამენტმა კენჭი უყაროს ახალ კანონს, რომელიც ამ პასუხისმგებლობას უშუალოდ მწარმოებლებს დააკისრებს. ევროკავშირის გეგმავს შეამციროს […]
დენის ტენის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ნიკა ეგაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ყაზახეთში ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის დენის ტენის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 5 ოქტომბერს მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა მამაკაცთა შორის. 242,43 ქულით მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ჩვენი ნაკრების წევრმა ნიკა ეგაძემ. საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ორი პროგრამის ჯამში 195.91 ქულა მოაგროვა […]
უქციონის პლატფორები ჩამორთმეულ ქონებას ყიდის – როგორია ფასები

პოლიციისა და საზღვრის დაცვის სამსახური (PPA) აუქციონზე ძვირადღირებულ ოქროს მონეტებსა და სამკაულებს ყიდის. სატელევიზიო გადაცემა „aktuaalne kaamera: Nädal“-ს გუნდმა გაარკვია, რა ნივთები იყიდება და რატომ. ოლე კრაუნი პოლიციაში 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. ბოლო შვიდი წელია, ის აუქციონის პლატფორმა osta.ee-ზე ჩამორთმეულ ქონებას ყიდის. ნივთები, როგორც წესი, კარგად იყიდება და შემოსავალი სახელმწიფოს გადაეცემა. „ახლა აუქციონზეა ეს ნივთებია […]
მხარს ვუჭერთ ტელევიზიების გადაწყვეტილებას, ეთერში არ განათავსონ არაეთიკური საარჩევნო ვიდეო – ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ გადაწყვეტილებას, ეთერში არ განათავსონ არაეთიკური საარჩევნო ვიდეორგოლი. ტელეკომპანიები, „მთავარი არხი“, „ტვ-პირველი“ და „ფორმულა“ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მოთხოვნისა და მუქარის მიუხედავად, არ აპირებენ ეთერში გაუშვან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერები და ვიდეორგოლები, სადაც ოკუპანტი რუსებისგან დანგრეული უკრაინის კადრებია გამოყენებული. „ჟურნალისტური […]
ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო, დაჭრილია ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი

ოკუპირებულ ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორივე დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა „სამართალდამცავი სტრუქტურების“ ხელმძღვანელებს დაავალა, მომხდართან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება ჩაატარონ.
ალისონის ტრავმა სერიოზულია? – შესაძლოა, ბრაზილიელი “ლივერპულს” დიდი ხნით გამოაკლდეს

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში “ლივერპულმა” გასვლაზე “კრისტალ პალასი” 1:0 დაამარცხა. მატჩის მიწურულს “მერსისაიდელებისთვის” ცუდი ფაქტი მოხდა, გუნდის კიპერმა ალისონმა ტრავმა მიიღო, რის გამოც შეცვალეს. ბრაზილიელს დამატებითი კვლევები დღეს ჩაუტარდება, რის შემდეგაც ტრავმის სიმძიმე დადგინდება, მაგრამ წინასწარი ვარაუდით, მას ბარძაყის ტრავმა აქვს, რისთვისაც გასულ სეზონში 15 მატჩი გამოტოვა. რა თქმა უნდა, ეს ჯერ ოფიციალური ამბავი […]
ამერიკა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებით მანიპულირებს – ილჰამ ალიევი
აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს და აჩერებს მაშინ, როცა მას ეს სჭირდება, – ეს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ჯებრაილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. ალიევის გამოსვლა პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 1992 წელს შემოიღო, მაგრამ 9 წლის შემდეგ შეაჩერა. „რატომ? იმიტომ, რომ მათ დაიწყეს ავღანეთის […]