პარლამენტში დღეს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა გაგრძელდება

პარლამენტში დღეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საკომიტეტო განხილვები გაიმართება. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაფინანსება ყველა მიმართულებით იზრდება – გათვალისწინებულია პენსიების მატება, იზრდება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370,0 მლნ ლარზე მეტით, კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 920,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 515 […]

ყირიმში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ნავთობის საცავი იწვის

ყირიმში, დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაში, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ ნავთობის საცავი იწვის. რუსული „ტელეგრამ“ არხები წერენ, რომ ხანძრის წინ მოსახლეობამ აფეთქებების ხმა გაიგო. ხანძრის შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო ხელისუფლებამაც დაადასტურა. „ფეოდოსიაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მუშაობს. მსხვერპლი და დაშავებულები არ არის არიან. ვიცე-პრემიერი იგორ მიხაილიჩენკო ფეოდოსიაში გაემგზავრა“, – წერს ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის მრჩეველი, იგორ კრიუჩკოვი. […]

წნორში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სპორტულ კომპლექსში მოეწყო კომბინირებული – მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის საერთაშორისო სტანდარტების მოედანი, 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. მოედნის გარდა, სპორტული კომპლექსი მოიცავს მულტიფუნციურ სივრცეს ფიზიკური მომზადებისა და ჭიდაობისთვის, ქალთა და […]

სექტემბერში მსოფლიოში ნავთობისა და გაზის პლატფორმების რაოდენობამ ექვსთვიან მაქსიმუმს მიაღწია

სექტემბერში, მსოფლიოში ნავთობისა და გაზის აქტიური საბურღი პლატფორმების რაოდენობამ, მიაღწია უმაღლეს დონეს ბოლო ექვს თვეში – მონაცემებს ამერიკული ნავთობის მომსახურების კომპანია Baker Hughes-ი აქვეყნებს. გასულ თვეში საშუალოდ 1751 დანადგარი მუშაობდა აგვისტოს 1735-თან შედარებით. ამავდროულად, აგვისტოს დონე 8-ჯერ დაბალია 2023 წლის იმავე თვის მაჩვენებელზე. აშშ-ში საბურღი დანადგარების რაოდენობა სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 1-ით გაიზარდა – 587-მდე. […]

“ავერსში” სიახლეა: თვითმომსახურების აპარატით მედიკამენტებსაც შეიძენთ

“ავერსის” სააფთიაქო ქსელში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანული კომპანია #PYRAMID-ის უახლესი, საუკეთესო ხარისხის თვითმომსახურების აპარატები სწრაფი გადახდისთვის. “ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს ასეთი სერვისი შესთავაზა. ბოლო ხანს კი „ავერსმა“ კიდევ ერთი სიახლე დანერგა: თავის მოვლას, სამკურნალო კოსმეტიკასა და საბავშვო პროდუქციასთან ერთად თვითმომსახურების აპარატით უკვე შესაძლებელია ურეცეპტო მედიკამენტების შეძენა სწრაფად, მარტივად და ურიგოდ! გამოყენების […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზიდან „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის გეგმა ჩავშალეთ

„ჰამასი“ ისრაელის მიმართულებით დღეს დილით რაკეტების გაშვებას გეგმავდა და მისი გეგმები ჩავშალეთ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა. „ისრაელმა შეაჩერა დაუყოვნებელი საფრთხე, ისრაელის მიმართულებით ცეცხლის გახსნის მზადების და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ განზრახვის იდენტიფიცირების შემდეგ“, – აღნიშნულია თავდაცვის ძალების განცხადებაში. მათი ინფორმაციით, დღეს დილით ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში რამდენიმე სარაკეტო გამშვებ ადგილს და გვირაბებს […]

დღეს თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 7 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ლესელიძის, მებაღიშვილის, პატარა ტბის, წამალაშვილის, ქერჩის, მიხეილ ხერგიანის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, დიუმას, ნიშნიანიძის, საადის, ბეთლემის, აჯიაშვილის, […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – ომის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით 26 000-ზე მეტი რაკეტა გამოუშვეს, დაღუპულია 728 ჯარისკაცი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასსთან“ ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ღაზას სექტორში, დასავლეთ სანაპიროსა და ლიბანში ოპერაციების შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების თანახმად, ომის დაწყებიდან ღაზას სექტორში ლიკვიდირებულია „ჰამასის“, დაახლოებით, 17 000 მებრძოლი და ეს მაჩვენებელი არ მოიცავს „ჰამასის“ იმ 1 000 მებრძოლს, რომლის ლიკვიდაციაც 7 ოქტომბერს ისრაელში განხორციელდა. ამასთან, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყებიდან ღაზის […]

ანექსირებულ ყირიმში ნავთობის საცავი იწვის

გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საპორტო ქალაქ ფეოდოსიაში. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ფეოდოსიის ნავთობის ბაზაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო. ყირიმის რესპუბლიკის ე.წ. მეთაურის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა ნავთობის ბაზაზე ხანძარი დაადასტურა, თუმცა, გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია. ფეოდოსიის ე.წ. მერმა იგორ ტკაჩენკომ ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ნავთობის ბაზაზე „შემთხვევის“ გამო ახლომდებარე […]