რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არასდროს დათანხმდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი არ დათანხმდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, სანამ ის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს. “სანამ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური ვიქნები, მივმართავ დეპუტატებს, რომლებიც ჩემი, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარის, კონტროლის ქვეშ არიან, არასოდეს დაეთანხმონ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას“, – აღნიშნა ფიცომ ადგილობრივ მედიასთან საუბარში. მისი თქმით, ომი უკრაინაში მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ მას “დასავლეთი უჭერს მხარს, […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენშტაბის უფროსი და ვიცე პრემიერი აშშ-ში გამარჯვების გეგმის შესახებ სასაუბროდ გაგზავნა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ანატოლი ბარგილევიჩი და ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა ვაშინგტონში იმყოფებიან, რათა პარტნიორებთან ერთად გამარჯვების გეგმის დეტალები განიხილონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „მე ასევე ვესაუბრე მთავარსარდალ სირსკის, იყო მოხსენება პოკროვსკის მიმართულებაზე. მთავარსარდალი, სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მომავალ კვირას ჩვენს პარტნიორებთან ერთად იმუშავებს გამარჯვების გეგმის […]

ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ ჩატარდება – ღონისძიების სავარაუდო ღირებულება 150 ათასი ლარია

ბათუმში ევროპის მოედანზე, დუმბაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტურისტული ფესტივალი „განდაგანა“ ჩატარდება. ტენდერი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 150 ათასი ლარია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა სივრცითი დეკორაციების, ინსტალაციების, კვების ზონების, ეთნო კუთხეების, თაღებისა და საშემოდგომო თემატიკაზე გარემოს მოწყობას უნდა უზრუნველყოს. „ფესტივალი „განდაგანა“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივებსა და ვიზიტორებს ქალაქიდან […]

ჰეზბოლამ სარაკეტო შეტევა მიიტანა ისრაელის ქალაქ ხაიფაზე

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიჭრა ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ხაიფაზე ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლას სარაკეტო შეტევის შედეგად. გვიან ღამით ჰეზბოლამ განაცხადა, რომ სამიზნე იყო ისრაელის სამხედრო ბაზა ქარმელი. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, რაკეტების ნამსხვრევები ქალაქის ორ დასახლებულ რაიონშია აღმოჩენილი. ისრაელის არმიის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააფიქსირა ხუთი რაკეტა, თუმცა, ყველას მოგერიება ვერ შეძლო. ისრაელის ოფიციალური მონაცემებით, კვირას, […]

რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არასდროს დასთანხმდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი არ დასთანხმდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, სანამ ის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს. “სანამ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური ვიქნები, მივმართავ დეპუტატებს, რომლებიც ჩემი, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარის, კონტროლის ქვეშ არიან, არასოდეს დაეთანხმონ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას“, – აღნიშნა ფიცომ ადგილობრივ მედიასთან საუბარში. მისი თქმით, ომი უკრაინაში მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ მას “დასავლეთი უჭერს მხარს, […]

ჰაიფაში სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ჰაიფაში ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. რამბამის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ხუთივე ჰოსპიტალიზებული ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აწარმოებენ გამოძიებას მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვამ ჰაიფაში ლიბანიდან გაშვებული ხუთი რაკეტის მოგერიება ვერ შეძლო. „განხორციელდა ჩაჭრის მცდელობები“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში და […]

ნიდერლანდებმა უკრაინას F-16-ების პირველი პარტია გადასცა

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა დაადასტურა, რომ უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცეს. „პირველად შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ პირველი ნიდერლანდური F-16-ები უკრაინას გადაეცა“, – დაწერა მან სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი თქმით, საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა აუცილებელი ნაბიჯი იყო. „ეს სასწრაფოდ საჭიროა. ხარკოვში ვნახე რუსული ავიაციის დარტყმის შედეგად მიღებული ზიანი და ხშირად მესმოდა საჰაერო თავდასხმის […]

ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა ხარკოვში განაცხადა, რომ დაეხმარება უკრაინას დრონებითა და დამატებითი F16-ებით

ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა მოულოდნელი ვიზიტის დროს კიევსა და ხარკოვში, უკრაინას შესთავაზა 400 მილიონი ევრო (439 მილიონი აშშ დოლარი) დახმარების სახით დრონების პროგრამისთვის. ის უკრაინას დაჰპირდა, რომ დამატებით მიაწოდებს ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს მომავალი თვეებში. ბრეკელსმანის თქმით, გეგმა „ეხება ყველა ტიპის თანამედროვე დრონებს, რომლებიც გამოიყენება დაზვერვის, თავდაცვისა და თავდასხმისთვის ჰაერში, ასევე ხმელეთზე […]

ირანმა გააუქმა 6 ოქტომბერს გამოცხადებული ფრენების შეზღუდვები და ავიაკომპანიებს კვლავ ნება დაერთო განახორციელონ რეისები

ირანმა გააუქმა შეზღუდვები, რომლებიც ეხებოდა სამოქალაქო ავიაციის რეისებს. სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ საჰაერო პირობები უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული და შემცირდა სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ადრე გამოცხადებული ფრენების გაუქმების პერიოდი. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ადრე განაცხადა, რომ ირანის ყველა აეროპორტიდან ფრენები 6 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 7 ოქტომბრის დილის 6 საათამდე გაუქმდა „სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ფრენის ხელსაყრელი და […]

“სამტრედიამ” ზედიზედ მესამედ მოიგო, “დილამ” ხუთჯერ გაიტანა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 28-ე ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა. იმერულ დერბიში “სამტრედია” ლიდერ “ტორპედოსთან” აგებდა, მაგრამ გაიმარჯვა. გორის “დილამ” კი 5:0 სძლია გაგრას”. ” გაგრა 0:5 დილა “დილამ” დიდი ანგარიშით მოუგო “გაგრას”. ახლა გორელებს და “იბერია 1999”-ს თანაბარი ქულები აქვთ, მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ “ტორპედოს”. “გაგრა” კი მერვეზეა. პირველ ტაიმში ერთი გოლი გავიდა, კერძოდ, […]