„ავერსში“ სიახლეა: თვითმომსახურების აპარატით მედიკამენტებსაც შეიძენთ

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანული კომპანია #PYRAMID-ის უახლესი, საუკეთესო ხარისხის თვითმომსახურების აპარატები სწრაფი გადახდისთვის. „ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს ასეთი სერვისი შესთავაზა. ბოლო ხანს კი „ავერსმა“ კიდევ ერთი სიახლე დანერგა: თავის მოვლას, სამკურნალო კოსმეტიკასა და საბავშვო პროდუქციასთან ერთად თვითმომსახურების აპარატით უკვე შესაძლებელია ურეცეპტო მედიკამენტების შეძენა სწრაფად, მარტივად და ურიგოდ! გამოყენების […]

ფიცო აცხადებს, რომ სანამ პრემიერია, სლოვაკეთი მხარს არ დაუჭერს ნატოში უკრაინის მიღებას

ნატოს და ევროკავშირის წევრი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრება მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველი გახდება. ფიცოს თანახმად, სანამ ის პრემიერ-მინისტრია, სლოვაკეთი არ დასთანხმდება ნატოში უკრაინის მიღებას. როგორც გერმანული DW წერს, ფიცომ ეს განაცხადა 6 ოქტომბერს, სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. რობერტ ფიცოს თქმით, პარლამენტში თავისი პარტიის წევრებს, როგორც პარტიის თავმჯდომარე, მისცემს მითითებას, […]

9 თვეში, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის გამო, 79 883 ჯარიმაა გამოწერილი – ჯარიმების ოდენობა 1 597 660 ლარს შეადგენს

2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტის სამივე სახეობით: მეტროპოლიტენით, მიკროავტობუსითა და ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ჯამში, 79 883 ჯარიმაა გამოწერილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 1 597 660 ლარს შეადგენს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2024 წელს, ყველაზე მეტი – 58 […]

საქართველოში გასულ წელს, ე.წ. კუჭის დაპატარავების 1073 ოპერაცია ჩატარდა

გასულ წელს, „კუჭის დაპატარავების“ (ბარიატრიული) 1073 ოპერაცია ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, 1073 ოპერაციიდან 813 ქალს, ხოლო 260 კაცს ჩაუტარდა. რაც შეეხება „კუჭის დაპატარავების“ ოპერაციის ასაკობრივ გადანაწილებას, ის შემდეგნაირად გამოიყურება: 15-19 ასაკობრივ კატეგორიაში 4 კაცი – 19 ქალი; 20-24 ასაკობრივ კატეგორიაში 17 კაცი – 74 […]

შალვა პაპუაშვილი სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა-2024“ დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან – ირაკლი ქადაგიშვილთან და გურამ მაჭარაშვილთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა -2024“ დაესწრო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „დღეს, ლაგოდეხში „ჰერეთობა“ აღინიშნება, ამ მშვენიერი კუთხის დიდი დღესასწაული. დღე, რომელიც აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებს და ლაგოდეხში ეს ერთობა განსაკუთრებულად იგრძნობა. ყველას ვულოცავ ამ დღესასწაულს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. […]

ბორჯომის მერია – ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, სოფელ მზეთამზეში 2-დღიანი ლაშქრობა მოეწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 17-22 წლის ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, სოფელ მზეთამზეში 2-დღიანი ლაშქრობა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალგაზრდები სოფელ მზეთამზის ისტორიას გაეცნენ. „მათთვის საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციამ სხვადასხვა აქტივობა მოაწყო. ახალგაზრდებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი – ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე – დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი […]

თემურ ქეცბაიას სასტუმროს გახსნა უზნაძის ქუჩაზე გადაიდო

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე შპს „ტოკიო ჰოტელი“ სასტუმროს აშენებს. როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზეა მითითებული, მიწის ფართობი 722 კვ.მ-ია, საერთო ფართობი 3040.7 კვ.მ, სამშენებლო მოცულობა 13061.94 კვ.მ, ხოლო შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე 27.75მ. საპროექტო ობიექტზე მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2022 წლის დასაწყისში მიიღო და სასტუმრო 2 წელში უნდა დაესრულებინა, თუმცა შპს „ტოკიო ჰოტელსმა“ შენობა ამ დრომდე ვერ დაასრულა. […]

„კულას“ პროდუქცია, სავარაუდოდ, კორეის ბაზარზეც გაიყიდება

საკონსერვო წარმოება „კულას“ პროდუქცია წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, კორეის ბაზარზეც გაიყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კომპანიის საექსპორტო ბაზრებს ალბანეთიც დაემატა. „ამჟამად, დაახლოებით, 27 ქვეყანაში გაგვაქვს პროდუქცია და ექსპორტზე ჩვენი წარმოების 65% იყიდება. მუდმივად ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე და ამ ეტაპზეც, მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები, რაზედაც მომავალში […]

შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

სხვადსხვა სამუშაოები ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორიონების, ლესელიძის, მებაღიშვილის, პატარა ტბის, წამალაშვილის, ქერჩის, მიხეილ ხერგიანის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, დიუმას, […]

“+33 გრადუსი” – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

7 ოქტომბერს ქუთაისში +34 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. მზიანი დღეა ფოთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. […]