კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ პუტინს არ შეხვდება მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის მონაწილეობის გარეშე

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკების დასაწყებად, როგორც სახელმწიფოს მეთაური, უკრაინის მხარის მონაწილეობის გარეშე არ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. “არა, უკრაინის გარეშე ორმხრივად არ შევხვდები. უკრაინას უნდა ჰქონდეს უკრაინის მომავალზე ხმის უფლება”, – განაცხადა მან ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს კიევის ნატოში გაწევრიანებას, ჰარისმა […]

რატომ არ ესწრებოდნენ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ივანიშვილი და ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი და მესამე ნომრები საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას არ დასწრებიან. პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ღონისძიებაზე არყოფნის შესახებ ჟურნალისტებმა კითხვები მათ თანაგუნდელებს დაუსვეს. „ეს იყო პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება. ამ ადამიანებს დეტალურად აქვთ ინფორმაცია იმ პროგრამაზე და მათთან იყო შეთანხმებული პროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა… ეს არის პარტიული შიდა გადაწყვეტილება“, – […]

ხატია დეკანოიძე – ქუთაისში მშობლებს ეშინიათ ბავშვების სკოლაში მიყვანა გაძვირებული საკანცელარიო ნივთების გამო, პენსიონერებს ეშინიათ ცუდად გახდომა, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ „ქართული ოცნების“ მონოპოლია

ქუთაისში მშობლებს ეშინიათ ბავშვების სკოლაში მიყვანა გაძვირებული საკანცელარიო ნივთების გამო, პენსიონერებს ეშინიათ ცუდად გახდომა, რადგან არ აქვთ წამლის ფული გაძვირებული ცხოვრების გამო, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ „ქართული ოცნების“ მონოპოლია, რომელიც მხოლოდ მათი ჯიბეებისთვის მუშაობს და არა ხალხისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ქუთაისში, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ქუთაისი იყო, […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი გია ჭყონია შეხვედრებს ქობულეთის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, სოფელ ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მან მოინახულა კოლმეურნეობის, ფერმერებისა და ყელის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები. შეხვედრებზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. „ვისაუბრეთ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. ვაფასებ თითოეული ამომრჩევლის თანადგომას. ჩვენს გუნდს გააჩნია დიდი […]

ჯანდაცვის მინისტრი ბოლნისის ცენტრალური კლინიკის გახსნას დაესწრო

ბოლნისში, მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური, 111 საწოლზე გათვლილი საავადმყოფო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლნისის ცენტრალური კლინიკის გახსნას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო. მიხეილ სარჯველაძემ კლინიკა დაათვალიერა და იმ სერვისებს გაეცნო, რასაც დაწესებულება პაციენტებს შესთავაზებს. მინისტრმა სამედიცინო სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, რათა პაციენტისთვის უზრუნველყოფილი იყოს […]

გია ჯაფარიძე – არჩევნებისთვის „ოცნებას“ დაპირებები არა აქვს, ის დაპირებებს მხოლოდ მოსკოვს აძლევს, პარტია და მისი კლანი ფასების მაფიით მდიდრდება, ხალხი კი იტანჯება მაღალი ფასებითა და დაბალი შემოსავლებით

საპარლამენტო არჩევნებისთვის „ოცნებას“ დაპირებები არა აქვს, ის დაპირებებს მხოლოდ მოსკოვს აძლევს, პარტია და მისი კლანი ფასების მაფიით მდიდრდება, ხალხი კი იტანჯება მაღალი ფასებითა და დაბალი შემოსავლებით, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად უნდა შეიცვალოს. „თქვენ გახსოვთ, რას ჰპირდებოდა „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს: უმუშევრობის დაძლევას, […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბათუმში მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის დელეგატ – რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, ბათუმში, ავგიის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, აჩიკო ბერიძემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამომრჩევლის ჩართულობის აუცილებლობას. „ინდივიდუალური შეხვედრები საუკეთესო საშუალებაა მოსახლეობის ახლოს გასაცნობად და საკომუნიკაციოდ, მათი ხედვებისა და აზრების […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, კრწანისში, ვახტანგ გორგასლის N39-ისა და N115-ის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

EU-ს შეუძლია სანქციების დაწესება რუსეთიდან იმ სუბიექტებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰიბრიდულ საფრთხეებზე – ახალი წესები

ევროპულმა საბჭომ რუსეთის საზღვრებს გარეთ დესტაბილიზაციის მოქმედებების საპასუხოდ სანქციების ახალი ჩარჩო ჩამოაყალიბა. “რუსეთი: ახალი სანქციების ჩარჩო იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დესტაბილიზაციაში” – ამ სახელწოდებით ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე ინფორმაცია. ახალი წესებით, ევროკავშირს შეუძლია სანქციების დაწესება რუსეთიდან იმ პირებსა და სუბიექტებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ისეთ ჰიბრიდულ საფრთხეებზე, როგორიცაა: · ძირის […]

სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საჯარო ლექციები ჩაატარა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებსა და კომუნალური კომპანიების რეგიონული ოფისების თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, ელექტროენერგიის ხარისხის რეგულირების პრინციპები, სემეკის მიერ შემუშავებული მარეგულირებელი ნორმების მნიშვნელობა კომუნალური კომპანიებისთვის […]