რატომ არ ესწრებოდნენ ივანიშვილი და ღარიბაშვილი პარტიის პროგრამის პრეზენტაციას?

რატომ არ ესწრებოდნენ ივანიშვილი და ღარიბაშვილი პარტიის პროგრამის პრეზენტაციას? „ეს იყო პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება. ამ ადამიანებს დეტალურად აქვთ ინფორმაცია იმ პროგრამაზე და მათთან იყო შეთანხმებული პროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა… ეს არის პარტიული შიდა გადაწყვეტილება“, – თქვა გივი მიქანაძემ პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე, „TV პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს. „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი კი […]
გერმანიის ელჩი – ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი, ის ნამდვილად არის გლობალური მშვიდობის პარტია

ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი, ის ნამდვილად არის გლობალური მშვიდობის პარტია, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, პიტერ ფიშერმა გერმანიის 3 ოქტომბერს, გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობა 30 წელზე მეტს ითვლის. ის არის ფართო და ღრმა, დაფუძნებულია დემოკრატიასა და […]
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა

საზღვრებს გარეთ დესტაბილიზაციისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების ახალი რეჟიმი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. „ახალი მექანიზმი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის ქმედებებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულები არიან, რაც ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობასა და მთლიანობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა […]
Vodafone და Google თანამშრომლობას აფართოებენ

ბრიტანული მობილური ოპერატორი Vodafone Group და ამერიკული Google (რომელიც ეკუთვნის Alphabet Inc.–ს) აფართოებენ თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორობას „1 მილიარდ დოლარზე მეტი“ ღირებულების ათწლიანი ხელშეკრულებით, რომელიც მოიცავს ღრუბლოვან ტექნოლოგიებს, კიბერუსაფრთხოებას და AI გადაწყვეტილებებს. კომპანიები ცდილობენ გააფართოონ გენერაციული AI მოწყობილობების გამოყენება Google-ის Gemini მოდელების გამოყენებით Vodafone-ის მომხმარებლებში ევროპასა და აფრიკაში, ნათქვამია ბრიტანული კომპანიის განცხადებაში. როგორც შეთანხმების ნაწილი, Vodafone […]
სპეცრაზმ “ახმატის” ერთ-ერთ რაზმს ნასამართლევი პოლიციელი მეთაურობს

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ინიციატივით შექმნილ სპეცდანიშნულების პოლკ “ახმატის” ერთ-ერთ რაზმს, “აიდს”, მოსკოვის რეგიონის ყოფილი პოლიციელი, წარსულში ნასამართლევი ბეკხან იუნუსოვი ხელმძღვანელობს. “კავკაზ.რეალიის” ცნობით, იუნუსოვი 2018 წელს სასამართლომ დამნაშავედ ცნო თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის საქმეზე. პირველი ოთხწლიანი სასჯელი იუნუსოვს იმის გამო შეუფარდეს, რომ ძალით არბევდა ნარკომანთა თავშეყრის ადგილებს და ფიზიკურად უსწორდებოდა იქ მყოფ ადამიანებს. ყოფილი […]
ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მივიდნენ

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მივიდნენ. როგორც კოალიციის ლიდერები აცხადებენ, ისინი ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მოსასმენად მივიდნენ, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის საკითხი და „ქართულ ქარტიაში” შემავალი საკითხების შესრულების პროცესი განიხილონ. პრეზიდენტთან შესახვედრად ორბელიანების სასახლეში დღესვე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან […]
კახა კალაძე – არ არსებობს სფერო, სადაც „ქართულ ოცნებას“ მიღწევა არ აქვს

მშვიდობის გარეშე შეუძლებელია იმ კეთილდღეობაზე და პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენას პარტიის ლიდერები, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ღონისძიებას მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „წარდგენას პოლიტიკური ლიდერები არ ესწრებოდნენ. არ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, […]
რატი ბრეგაძე იუსტიციის სფეროში 2012 წლიდან დღემდე არსებულ მიღწევებზე სტატისტიკას აქვეყნებს

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე იუსტიციის სფეროში 2012 წლიდან დღემდე არსებულ მიღწევებზე სტატისტიკას აქვეყნებს. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მინისტრი სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების, სახელმწიფოს სერვისებისა და ადამიანის უფლებების კუთხით, 2012 წლიდან 2024 წლის ჩათვლით მიღწეულ შედეგებს შორის 41 განსხვავებაზე საუბრობს. რატი ბრეგაძის განმარტებით, ეს „მხოლოდ ფაქტებია, რომელთა შეფასებასაც ქართველი ხალხი გააკეთებს“. იუსტიციის მინისტრის მიერ გამოქვეყნებული შესადარებელი […]
კახა კალაძე საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე – გავა დრო და გაირკვევა, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს და ეს რეზოლუციაც იმის მიხედვით დაიწერა – რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს

გავა დრო და გაირკვევა, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს და ეს კონკრეტული რეზოლუცია იმის მიხედვით დაიწერა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული იმ რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, რისთვისაც სასჯელს იხდის. „გულწრფელად ვამბობ, რომ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, […]
ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით ახალ პროექტზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით, ახალ პროექტზე მუშაობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „პროექტის ფარგლებში, იქმნება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. უკვე დასრულდა, სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიაზე მუშაობა, რასაც ჯანდაცვის მინისტრი და იაპონიიდან სპეციალურად ჩამოსული ექსპერტები გაეცნენ. დედათა […]