ონისე ოქრიაშვილის თქმით, კაჭარავამ კითხვის დასმისას ტელეფონი წაართვა

სთენდაფერი ონისე ოქრიაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ხალხის ძალიდან“ დავით კაჭარავამ, რომლისთვისაც ქუჩაში კითხვის დასმას აპირებდა, ტელეფონი წაართვა. მისი თქმით, შემთხვევა თბილისში, ჭოველიძის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის ამსახველ ვიდეოს ონისე ოქრიაშვილი თავად ავრცელებს. „ჭოველიძეზე დავით კაჭარავასთვის მინდოდა მეკითხა, რომელი სიგარეტი შევუგზავნო, როცა კონსტიტუციის ღალატის გამო დაიჭერენ. შორიდან ყვირილი არ მინდოდა, ახლოს მივედი, რომ მენახა, რუსის […]
აი, ფაქტი: ოცნება წინასაარჩევნოდ ხალხის კეთილგანწყობისთვის კულტურულ ღონისძიებებს იყენებს

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების, აი, ფაქტის ინფორმაციით, ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად კულტურულ ღონისძიებებს იყენებს. მათი თქმით, პარტიისთვის კონცერტები სტრატეგიული ინსტრუმენტია ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის. აი, ფაქტი ამ თემაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ოცნების ყველა მასშტაბური პარტიული შეხვედრა სრულდება კონცერტით, სადაც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები სიტყვა-სიტყვით იმეორებენ მმართველი პარტიის მთავარ საარჩევნო გზავნილებს. ამასთან, […]
“რატომ? რა არის მიზეზი?” – კალაძისთვის “გაუგებარია”, რატომ უნდა დასანქცირდეს ივანიშვილი

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ტექსტს, რომელშიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე საუბარი და ამტკიცებს, რომ ივანიშვილის სანქცირებისთვის ევროკავშირს მიზეზი არ აქვს. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დასანქცირდეს ივანიშვილი. “რატომ? რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რომ იცავს თავის ქვეყნის ინტერესს? იცავს ხალხის ინტერესებს, იცავს საკუთარ სამშობლოს. რა არის მიზეზი?რაღაც ხომ უნდა იყოს ხელმოსაკიდებელი, რომ […]
„ძლიერი საქართველო“ პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს არჩევნების შემდეგ განაახლებს

„ძლიერი საქართველო“ პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს არჩევნების შემდეგ განაახლებს. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „პრეზიდენტის მხრიდან არანაირ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ახლა ყველაზე მთავარი ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ კურსზე. რაც შეეხება კანდიდატებს – კანდიდატების განხილვა არ ყოფილა. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები და მისი […]
კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრას უკრაინის გარეშე არ დათანხმდება

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრას უკრაინის გარეშე არ დათანხმდება. ტელეკომპანია „სიბიესის“ ეთერში ჰარისმა განაცხადა, რომ უკრაინას საკუთარი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისას ხმის უფლება უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები წარმატებული ვერ იქნება, თუ მასში ოფიციალური კიევი მონაწილეობას არ მიიღებს. უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერის შესახებ ჟურნალისტის […]
გერმანიის ელჩი – ნუ წარმოიდგენთ, რომ თუ ჩვენ მოგვშორდებით, გამოგყვებით და შეგევედრებით, რომ დაბრუნდეთ – ხელისუფლების პოლიტიკური კურსით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური კურსის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა. ამ კურსით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ერნსტ პიტერ ფიშერმა გერმანიის 3 ოქტომბერს, გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია არჩევანი იმისა, თუ ვინ მართავთ. მისი თქმით, იმისათვის, რომ […]
მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე – ნებისმიერი კანდიდატურა უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ და ეს მკაფიოდ ვუთხარით – ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს

არანაირ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა – ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა, თუ კანდიდატურები, უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით [პრეზიდენტს], – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კოალიციის ლიდერების პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, „ჩვენ ახლა ყველაზე მთავარი ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა […]
თბილისის მერმა ისნის რაიონში ახლად გახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა

თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ისნის რაიონში მდებარე N30 საბავშვო ბაღი თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილესთან, კახა გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა. ახალი ბაღი 11-ჯგუფიანია და მისი ინფრასტრუქტურა სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც სავალდებულოა თანამედროვე სკოლამდელი განათლების დაწესებულების ფუნქციონირებისათვის. […]
ლევან მგალობლიშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. “შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას […]
ბოლო ხუთ წელიწადში იახტების იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა – ვის შემოჰყავს საქართველოში მცურავი საშუალებები?

საქართველოში იახტების და სხვა მოცურავე საშუალებების იმპორტი, ბოლო ხუთ წელიწადში 267.7%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2019 წელთან შედარებით, იახტების და სხვა მოცურავე საშუალებების იმპორტი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველომ 3 584 420 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისთვის) იყიდა, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში […]