ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ გელათთან მოხდა. ადგილობრივების თქმით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა, შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

გია ჯაფარიძე – 26 ოქტომბერი არ არის არჩევნები ცრუ დაპირებებზე, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ გზავნილებზე – ეს არის არჩევნები იმაზე, ვიცხოვრებთ თუ არა ისე, როგორც ევროპის კავშირის ქვეყნები ცხოვრობენ

26 ოქტომბერი არ არის არჩევნები ცრუ დაპირებებზე, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ გზავნილებზე, ეს არის არჩევნები იმაზე, ვიცხოვრებთ თუ არა ისე, როგორც ევროპის კავშირის ქვეყნები ცხოვრობენ, სადაც, მათ შორის, უამრავი ქუთაისელია გახიზნული , – განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ, რომელმაც ქუთაისში ხატია დეკანოიძესთან ერთად ბრიფინგი გამართა. გია ჯაფარიძემ ქუთაისელებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის […]

“კვარაცხელია რომ მოკლან, პენალტს მაინც არ დანიშნავენ – ითამაშებს თუ არა ხვიჩა უკრაინასთან?” – იტალიური მედია

იტალიური და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ნეაპოლური მედია შეშფოთებულია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მეტოქეთა უხეშობით და ყველაფერ ამაზე მსაჯების დამოკიდებულებით, რომლებიც შესაბამისად არ რეაგირებენ. ultime calcio napoli წერს, რომ კვარაცხელიას ტრავმა აღელვებს „ნაპოლის“ გულშემატკივრებს, შეიძლება მას ერთი კვირა გაუცდეს, ერთა ლიგაზე უკრაინასთან მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს, თუმცა ალბანეთთან და მით უმეტეს 20 ოქტომბერს „ემპოლისთან“ ითამაშებს. ნეაპოლური […]

,, არ შეიძლება ემხრობოდე ევროპულ ცხოვრების წესს და პატივს სცემდე სტალინს” – იუკნევიჩიანე

,, არ შეიძლება ემხრობოდე ევროპულ ცხოვრების წესს და პატივს სცემდე სტალინს” – იუკნევიჩიანე ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა: ,,ევროკავშირი ძლიერ გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და მის მოხელეებს ქართული ოცნებიდან – ევროკავშირში წევრობა შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება იყო პროევროპული და კრემლის მომხრე ერთდროულად, არ შეიძლება ემხრობოდე ევროპულ ცხოვრების წესს და პატივს სცემდე სტალინს. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება […]

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – Netgazeti • Netgazeti.ge

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა აკრიტიკებს “ქართული ოცნების” განცხადებებს, თითქოს დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. მისი თქმით, ეს ყალბი განცხადებები მიუღებელი და დამაზიანებელია თბილისისა და ბრიუსელის ურთიერთობებისთვის. იუროვა ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. “[ეს] ემსახურება მხოლოდ რუსეთის, მისი პროპაგანდის ინტერესებს”, – განაცხადა იუროვამ. მან ასევე გააკრიტიკა მთავრობის მიერ აგენტების შესახებ რუსული და […]

რასა იუკნევიჩიენე – ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის კოლაბორანტებს „ქართული ოცნებიდან“: ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან

ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის კოლაბორანტებს „ქართული ოცნებიდან“: ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები, არ შეიძლება მხარს უჭერდეთ ევროპული ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდეთ სტალინს , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის სხვა ჯგუფებს, რომლებთან […]

“მეზობლებთან იდეალური ურთიერთობა უნდა გვქონდეს” – რას ამბობს კალაძე რუსეთთან შესაძლო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე

“ოცნების” გენმდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ “მეზობლებთან იდეალური ურთიერთობა უნდა გვქონდეს”. “პირველი, ჩვენ ვაგრძელებთ ჩენს პრაგმატულ პოლიტიკას. ჩვენთვის, ყველასთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მოვახდინოთ როგორმე ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამეზობლოში გვქონდეს იდეალური ურთიერთობა. ყველაფერს გავაკეთებთ ყველა მიმართულებით, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესში, გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც წაადგება ჩვენს ქვეყანას, – ამბობს კალაძე.

2022 წლიდან საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები კრიტიკულად უარესდება – IDFI

2022 წლიდან საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები კრიტიკულად უარესდება – IDFI თანამედროვე მსოფლიო საზოგადოება ინფორმაციის და ცოდნის საზოგადოებად იწოდება. სამართლებრივ სახელმწიფოში, დემოკრატიული სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ხელი მიუწვდებოდეს საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციაზე. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, საჯარო ინფორმაციაზე წვდომა 2022 წლიდან გაუარესებულია. მაგალითისთვის, 2013 წელს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა თუ 90% იყო, 2022 […]

„ჩვენ, პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე-პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა“ – მიხეილ სარჯველაძე

„ჩვენ, პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე-პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის შედეგად ადამიანების დანახარჯი მნიშვნელოვნად შემცირებულია. „მმართველ პარტიას არ გააჩნია ალტერნატივა, რათა ხელში აიღონ მმართველობა. ჩვენ, პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე და ჩვენი რეალისტური დაპირებები გულისხმობდა კონკრეტულ ზრდას […]

ისრაელის შემდეგ, საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი დახმარება ჰქონდა შტატებისგან – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ,,ტვ პირველთან” აცხადებს: ,,ისრაელის შემდეგ, საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჰქონდა ჯამურად შტატებისგან. ეს იყო შედეგი რა თქმა უნდა, იმ ძალიან მაღალი ნდობის და რეპუტაციის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა. კი ბატონო გვიჭირდა, კი ბატონო, ღარიბი სახელმწიფო ვიყავით, კი ბატონო, პრობლემები გვქონდა აგრესიულ მეზობელთან, მაგრამ ეს […]