7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულების, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულების, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო. სახელმწიფო ბრალმდებლების განმარტებით, საქმეზე ახალი გარემოებები გამოკვეთილი არ არის, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი იქნებოდა, შესაბამისად, პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო. დაცვის მხარე ამ პოზიციას არ დაეთანხმა და აღნიშნეს, რომ აღკვეთის ღონისძიების […]
იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოშია

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოშია, რომელიც საკუთრებაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ამასთან, უწყების განმარტებით, დამთვალიერებელს საშუალება ექნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იხილოს იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ყოველ დღე, ორშაბათის გარდა. „ქართველი მოღვაწის, იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი და მის მიერვე აკინძული ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით იქნა შეძენილი, […]
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფიო ხორგუანი ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართავს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფიო ხორგუანი ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართავს და მას გზების რეაბილიტაციის დროულად დასრულებას სთხოვს. როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სოფიო ხორგუანმა ახალციხეში გამართულ ბრიფინგზე რეგიონში გზების სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრა. „საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე გზის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კვლავ რჩება დაუსრულებელი მონაკვეთი სოფელ ჩითახევთან. ზარზმა-ხულოს მონაკვეთი 2022 […]
გიორგი ჩალაძე – პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილსა და მის ადვოკატს შორის კონფიდენციალურობის დარღვევას შეეცადა – ასეთი წესები მხოლოდ გულაგის დროს მახსენდება – სავარაუდოდ, ფარული მოსმენა ხდება სააკაშვილის ოთახში

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსა და ადვოკატს შორის კონფიდენციალურობის დარღვევას შეეცადა. როგორც მან აღნიშნა, პენიტენციურმა სამსახურმა დოკუმენტაციის დასურათება დაიწყო, მაშინ, როცა მას მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებისა და შიგთავსის ნახვა შეეძლოთ. „დღეს მიხეილ სააკაშვილის ე.წ. სასამართლო სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, როგორც ყოველთვის ხდება, შეფერხება იყო […]
ვიქტორ ორბანი – სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე ჩვენ ბალკანეთის სტაბილიზაციას ვერ შევძლებთ

სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე ჩვენ ბალკანეთის სტაბილიზაციას ვერ შევძლებთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ეს ევროპისთვის, მისი ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტეგრაციისთვის საკვანძო საკითხია. ევროკავშირის საკეთილდღეოდ განსაკუთრებული აქცენტი სერბეთზე უნდა გავაკეთოთ. სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე ჩვენ ბალკანეთის სტაბილიზაციას ვერ შევძლებთ. სანამ სერბეთი ევროკავშირის წევრი არ არის, ბალკანეთი არასტაბილურ რეგიონად […]
მიხეილ სააკაშვილი – რაც არ უნდა ქნას ამ დიქტატურულმა რეჟიმმა, კრემლის მარიონეტმა, წასულია მაგათი საქმე, დამთავრებულები არიან – ვერანაირი რობოკოპები, რეზინის ტყვიები, რუსული ჯაშუშები, ქუჩის სამყარო მათ ვერ უშველით

რაც არ უნდა ქნას ამ დიქტატურულმა რეჟიმმა, კრემლის მარიონეტმა, წასულია მაგათი საქმე, დამთავრებულები არიან. ახლა, ეს უნდა დავამთავროთ მაქსიმალურად მშვიდობიანად და ქვეყნისთვის მინიმალური დანაკარგებით. ყველაფერი გამოგვივა გავიმარჯვებთ სახელოვნად, დიდება საქართველოს, – ასე მიმართა მესამ პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს სასამართლო სხდომაზე, სადაც კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. მისი თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ქართველი ხალხი აპირებს გამარჯვებას. […]
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მხარდაჭერით სკოლებს თანამედროვე ტექნიკა გადაეცა

ფოთში სასკოლო პროექტი ,,სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“ დასრულდა, სადაც ყველა საჯარო სკოლა იყო ჩართული. ფოთის ყველა საჯარო სკოლამ შეძლო წარმოეჩინა ახალგაზრდული იდეები ინოვაციური და თანამედროვე გადაწყვეტის გზებით. „ეიპიემ ტერმინალსის“ ინფორმაციით, პროექტის გამარჯვებული ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მოგებული 20 000 ლარით, ფოთში სკოლა პირველად აღიჭურვება მზის პანელებით. „სასწავლო პროგრამაში მონაწილე ყველა სკოლას საჩუქრად […]
ლევან იოსელიანი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს – ეს არის ჩვენი ზედამხედველობის მთავარი საკითხი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ეს არის ჩვენი ზედამხედველობის მთავარი საკითხი. ამის იქით, ყველა სხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია – თუ რომელ ქვეყანაში უნდა გაიხსნას ან რამდენი უბანი უნდა გაიხსნას, ეს მიემართება სხვა უწყებებს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. […]
ცესკო-ს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო ადმინისტრაციას ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვის თაობაზე მიმართა

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ადასტურებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო ადმინისტრაციას ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვის თაობაზე მიმართა. კალანდარიშვილის განმარტებით, უწყებამ ამის შესახებ ცესკო-ს 8 ოქტომბერს გაუგზავნა განცხადება, სადაც საუბარია რისკებზე, რაც ისრაელში, ქალაქ რამათ განში შექმნილ საარჩევნო უბანს უკავშირდება. მისივე თქმით, ცესკო საკითხზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. „საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს წერილობით […]
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონში მოქმედ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად რაიონში მოქმედ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც ბიზნესის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. „მათვე ერთხმად აღნიშნეს, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს და მას განვითარებისთვის ყველა პირობა […]