მიხეილ სააკაშვილი – არასდროს დავთმობთ დამოუკიდებლობას! ამისთვის გვჭირდება, დასავლეთი გვერდში დაგვიდგეს – თუ საქართველო დაეცემა, კიდევ ერთი ერი გაიზიარებს ტრაგიკულ ბედს

ჩვენ არასდროს დავთმობთ დამოუკიდებლობას! ამისთვის გვჭირდება, რომ დასავლეთი გვერდში დაგვიდგეს. გვესმის, რომ ბევრი რამე ხდება მსოფლიოში, მაგრამ გთხოვთ, არ დაუშვათ ჩვენგან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, რადგან თუ საქართველო დაეცემა, დასავლური გავლენა ჩვენს რეგიონში დაეცემა, შემდეგ კიდევ ერთი ერი გაიზიარებს ტრაგიკულ ბედს, რომელიც გაიზიარეს ხალხებმა, რომლებიც დიქტატურებად იქცნენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა […]

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი „კადეტთა კორპუსებში“ მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი თბილისის ზღვის მიმდებარედ „კადეტთა კორპუსებში“ მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ირაკლი ხელაძემ მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივებს მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. „ამ ადამიანებმა ყველაზე მეტად იციან მშვიდობის მნიშვნელობა, რადგან საკუთარ ქვეყანაში არიან დევნილები. ისინი ზუსტად აფასებენ მდგომარეობას და ვთანხმდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ დამაჯერებელი გამარჯვება აქვს მოსაპოვებელი, […]

იაგო ხვიჩია – შარში რომ არ აღმოჩნდეს ეს ქვეყანა, 26 ოქტომბერს რამე უნდა შევცვალოთ და ერთპიროვნული მმართველობა დავასრულოთ

შარში რომ არ აღმოჩნდეს ეს ქვეყანა, 26 ოქტომბერს რამე უნდა შევცვალოთ და ერთპიროვნული მმართველობა დავასრულოთ – ერთადერთი გამოსავალი, რითაც გადაზღვეული იქნება როგორც ერთის, ისე მეორე პოლიტიკური ძალის ერთპიროვნულ მმართველად მოსვლა ქვეყანაში, საჭიროა რომ ბევრი 36 იყოს შემოხაზული არჩევნებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რეპუტაცია […]

ირაკლი ლექვინაძე – მიმდინარე წელს, 70 ათას ლარამდე ჯარიმა გვაქვს დარიცხული სხვადასხვა მოვაჭრისთვის – დამრღვევები მცირე და საშუალო კომპანიები, ან ფიზიკური პირები არიან

მიმდინარე წელს, 70 ათას ლარამდე ჯარიმა გვაქვს დარიცხული სხვადასხვა მოვაჭრისთვის- დამრღვევები ძირითადად მცირე და საშუალო კომპანიები, ან ფიზიკური პირები არიან,- ამის შესახებ „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დარღვევის შემთხვევაში მინიმალური თანხა 600 ლარს შეადგენს. მაქსიმუმი კი ბრუნვიდან გამომდინარე 2%-მდე მაჩვენებლით იწყება. „2024 წელს, სააგენტოში, მომხმარებლების მხრიდან მომართვიანობა 50%-ზე […]

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით“ – ნინო თანდილაშვილი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ერთობლივი 5 წლიანი პროექტი „დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. დასკვნით ღონისძიებაზე პროექტის განვლილი ეტაპები და მიღებული შედეგები შეაჯამეს, გაიმართა პანელური დისკუსიები. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა […]

საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება. “არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“ – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მასში ასაევე აღნიშნულია, რომ საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – […]

მუხროვანში სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსი დასრულდა

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სწავლების მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. კურსის […]

საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გასაჩივრებული ნორმები საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს. თუმცა მიიღო გადაწყვეტილება სარჩელი ნაწილობრივ წარმოებაში მიიღოს. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საკონსტიტუციოს თანახმად, საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვა, განხილვამდე კი არ დაკმაყოფილდება მოსარჩელეების შუამდგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების […]

მსხვილ ქსელებში საწვავის ფასის კლების რესურსი შესაძლოა, კიდევ იყოს – ირაკლი ლექვინაძე

ლექვინაძის თქმით, შესაძლოა, მსხვილ ქსელებში საწვავის ფასის კლების რესურსი კიდევ არსებობდეს. „მონიტორინგი გრძელდება, გვაქვს 9 თვის მონაცემები, რომელთა ანალიზს ვახორციელებთ ახლა. ივლისის თვიდან საერთაშორისო ბაზრებზე იყო ფასების კლების ტენდენცია. ამავე პერიოდში ვალუტის კურსიც იყო სტაბილური. ვნახეთ, რომ სექტემბერში, მცირე ქსელებში ფასის დაახლოებით 20-თეთრიან კლებას ჰქონდა ადგილი, კლება საშუალოდ 15-20 თეთრის ფარგლებში იყო. ზოგადად, მცირე ქსელები […]

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანსა და ღაზაში 230-მდე სამიზნეს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანსა და ღაზაში 230-მდე სამიზნეს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა ლიბანში 185-მდე „ჰეზბოლას“ ობიექტსა და ღაზაში „ჰამასის“ 45-მდე ობიექტს დაარტყეს. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ სარაკეტო გამშვები პუნქტები, იარაღის საწყობები და ინფრასტრუქტურა განადგურდა.