კომუნიკაციების კომისიამ ფორმულა, მთავარი არხი და TV პირველი სამართალდამრღვევებად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ ქართული ოცნების სარჩელი დააკმაყოფილა და მთავარი არხი, ტელეკომპანია პირველი და ფორმულა სამართალდამრღვევებად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. სამივე ტელეკომპანია ქართული ოცნების არაეთიკური პოლიტიკური რგოლის განთავსებაზე უარს ამბობს. 5 ოქტომბერს, ფორმულამ, მთავარმა არხმა და ტვ პირველმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ “ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას […]
ომზე „ქართული ოცნების“ რეკლამის არგაშვების გამო „მთავარს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ ოქმი შეუდგინეს

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ სამ ტელეარხს („მთავარი არხი“, „ფორმულა“, „TV პირველი“), რომელმაც უარი თქვა, ეთერში გაეშვა ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. საბოლოო გადაწყვეტილებას დაჯარიმებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იღებს. ტელეარხის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ მმართველი პარტიის რეკლამა ომის პროპაგანდას შეიცავს, ამომრჩეველში შიშს თესავს და ასე ცდილობდა მათი მხარდაჭერის მოპოვებას. რამდენიმე დღეა ქუჩებში გამოჩნდა […]
იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოშია

ქართველი მოღვაწის, იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი და მის მიერვე აკინძული ხელნაწერი საქართველოში დღეს ჩამობრძანდა და ეს წმინდა ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საკუთრებაში გადაეცემა. ხელნაწერი ეროვნულ მუზეუმში ბედიის ბარძიმის გვერდით ღირსეული ადგილს დაიკავებს ქრისტიანული საგანძურის (ოქროს ფონდის) ექსპოზიციაში, სადაც ასევე გამოფენილია ხახულის ხატი, ანჩის ხატი, თამარ მეფის ჯვარი, წილკნის ხატი და სხვა სიწმინდეები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება […]
9 ოქტომბერი ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა

“მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა” – სამშობლოსადმი მიძღვნილი ამ სიტყვების ავტორი, ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ნიკო ნიკოლაძე 1843 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა. ქართველმა ერმა ნიკო ნიკოლაძეს, […]
ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასაც ითვალისწინებს

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 495-მა ევროდეპუტატმა, 73 წინააღმდეგი იყო, 86-მა კი თავი შეიკავა. ევროდეპუტატებმა საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტი შესწორებებით დაამტკიცეს, კერძოდ, რეზოლუციის პროექტის მეექვსე პარაგრაფს, სადაც ეწერა: „კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ აყვავებულ ქვეყანაში, თავისუფალი კორუფციისგან, რომელიც სრულად […]
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს

მესამე გაფართოება ათ წელიწადში /ლოგისტიკური კომპანია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობის მზარდ მოცულობებს პასუხობს. საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა კომპანიამ Gebrüder Weiss-მა, თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრი მესამედ, 13 000 კვადრატული მეტრით გააფართოვა, რაც კიდევ უფრო გაზრდის Gebrüder Weiss-ის შესაძლებლობებს კავკასიის რეგიონში. „ამ გაფართოებით ვპასუხობთ რეგიონში მზარდ მოთხოვნას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ მომსახურებაზე, აღნიშნული მოთხოვნის ზრდა კი […]
ანა ნაცვლიშვილი – ეს სამარცხვინო ფურცელია საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალწარმოების ისტორიაში – ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სამარცხვინო ფურცელს ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადაწერს და გამარჯვებად გადააქცევს

ეს არის სამარცხვინო ფურცელი ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალწარმოების ისტორიაში, მაგრამ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სამარცხვინო ფურცელს ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადაწერს და გამარჯვებად გადააქცევს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის […]
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამას დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას – რომელ ქვეყანაში გინახავთ არჩევნებამდე ორი კვირით ასეთი უხეში, თავხედური ჩარევა საარჩევნო პროცესებში?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას ანტიქართულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეებში „თავხედური ჩარევაა“. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამავე შინაარსის იყო რეზოლუცია, რომელსაც ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დაუჭირა მხარი, ახლა კი დოკუმენტი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მოამზადეს. „ეს რეზოლუცია პირველი არ არის და […]
კონსერვატორიაში, კლასიკური მუსიკის საღამოზე, მუსიკოსის და კომპოზიტორის ლიზა ჩხაიძის საავტორო სიმფონიური ნაწარმოები შესრულდება

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამოზე, ბერკლის კოლეჯის კურსდამთავრებულის, მუსიკოსის, არტისტის და კომპოზიტორის ლიზა ჩხაიძის საავტორო სიმფონიური ნაწარმოები orchestral No.1 შესრულდება. როგორც ლიზა ჩხაიძე განმარტავს, ის განსაკუთრებულად ელოდება მის დებიუტს თბილისის კონსერვატორიაში. “ჩემთვის მუსიკა გამოხატავს ემოციას, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ეს ის მომენტია, როცა მინდა რამის თქვა, მაგრამ სიტყვებით ვერ […]
ლევან სანიკიძე – მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება მასთან კონფიდენციალურობის დაცვით შესაბამისი დოკუმენტაცია შეეტანა, რაც არის როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა

მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება მასთან კონფიდენციალურობის დაცვით შესაბამისი დოკუმენტაცია შეეტანა, რაც არის როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპარლამენტში მიმდინარე განხილვასა და რეზოლუციას. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება მასთან შეეტანა […]