ავსტრალიური სამთო მომპოვებელი Rio Tinto ლითიუმის მწარმოებელ Arcadium-ს 6,7 მილიარდ დოლარად იყიდის

ავსტრალიურმა სამთო მომპოვებელმა კომპანიამ Rio Tinto–მ მიაღწია შეთანხმებას ამერიკულ-ავსტრალიური ლითიუმის მწარმოებელი კომპანიის Arcadium-ის ყიდვაზე 6,7 მილიარდ დოლარად – ინფორმაციას მედია ავრცელებს. „Arcadium Lithium-ის შეძენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია Rio Tinto-ს გრძელვადიან სტრატეგიაში, რათა ააშენოს მსოფლიო კლასის ლითიუმის ბიზნესი ალუმინის და სპილენძის არსებულ ოპერაციებთან ერთად ენერგეტიკული გადასვლისთვის საჭირო მასალების მიწოდებისთვის“, – თქვა Rio Tinto-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიკობ სტრაუსხოლმმა. […]

“რუსული კანონის“ წინააღმდეგ ბრძოლას არ ვასრულებთ” – გამოხმაურებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკოსები. მათი ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეც იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა ე.წ. აგენტების კანონის მოქმედება და სარჩელები ნაწილობრივ განსახილველად მიიღო. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, თავისი სიტყვა ეთქვა “რუსული კანონის” წინააღმდეგ, ემოქმედა კონსტიტუციის შესაბამისად და შეეჩერებინა […]

უვიზო რეჟიმის გადახედვა და სანქციები ივანიშვილს – ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ევროკომისიას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმებისკენ, წევრ სახელმწიფოებს კი ბიძინა ივანიშვილის დაუყოვნებლივი სანქცირებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, მხარი დაუჭირა 495-მა ევროპარლამენტარმა, მის წინააღმდეგ ხმა მისცა 73-მა, ხოლო 86-მა ევროდეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. კრიტიკული ტექსტი ერთობლივად წარადგინეს და მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტის ძირითადმა ჯგუფებმა. ეს ჯგუფებია: […]

გამოცემა “უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ რედაქცია თავის საქმიანობაში საფრთხის შემცველად მიიჩნევს “ხანგრძლივ და სისტემურ ზეწოლას”, რომელსაც პრეზიდენტის ოფისი ახორციელებს რედაქციასა და ცალკეულ ჟურნალისტებზე, – ნათქვამია 8 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომლის შინაარსსაც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური გაეცნო. გამოცემა მიიჩნევს, რომ რედაქციის მიმართ ასეთ ქმედებებში უშუალოდ პრეზიდენტ ზელენსკის აპარატია ჩართული – კერძოდ, პრეზიდენტის ოფისი თავის სპიკერებს უკრძალავს გამოცემის ჟურნალისტებთან […]

ირაკლი ღარიბაშვილი – საჭიროა მაქსიმალური მობილიზება, რათა ყველა რეგიონში მაქსიმალური შედეგი დაიდოს – გაკოტრებულ ოპოზიციას ამ არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ აქვს, ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდებიან

საჭიროა მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ამომრჩევლების, მხარდამჭერების, რათა ყველა რეგიონში მაქსიმალური შედეგი დაიდოს – ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციას ამ არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ აქვს, ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა. მისი თქმით, არჩევნების შედეგი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება განაგრძოს. „ჩამოვედი ჩემს მშობლიურ მხარეში, კახეთში. […]

სერგო ჩიხლაძე – ლაგოდეხის სოფლებში „ქართულ ოცნებას“ განაჩენი გამოუტანეს

ლაგოდეხი ბიძინას, „ქართულ ოცნებას“, ჭაობს, სიღარიბეს და იზოლაციას უარს ეუბნება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ლაგოდეხში მოსახლებასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ლაგოდეხი ქვეყნის პერსპექტივას, ერთიანობასა და ევროკავშირს ირჩევს. „ლაგოდეხის სოფლებში „ქართულ ოცნებას” განაჩენი გამოუტანეს. ლაგოდეხი ბიძინას, „ქართულ ოცნებას”, ჭაობს, სიღარიბეს და იზოლაციას უარს ეუბნება. აქ ევროაკვშირს, ერთიანობას, 5 ნომერს, […]

,,მანანა კობახიძე განსაკუთრებით სამარცხვინოა! საერთო ნაცნობებმა გადაეცით!“ – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი დეპუტატი, ირაკლი მელაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ,,საკონსტუტიციო სასამართლო დღიდან მისი შექმნისა არის ამ ქვეყნის სირცხვილი. ასე იყო შევარდნაძის დროს, ასე იყო სააკაშვილის დროს, ასეა ახლაც. ვერც ერთი ხელისუფლების დროს მისმა მოსამართლეებმა ვერ შეძლეს უარი ეთქვათ პირად კომფორტზე, ხელისუფლების მაამებლობაზე, სამართლის უზენაესობა და ქვეყნის მსახური დაეყენებინათ მმართველი პარტიის მომსახურებაზე წინ. საკონსტიტუციოს მოსამართლე , მანანა კობახიძე […]

495 მომხრე და 73 წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

495 მოხმრე და 73 წინააღმდეგი – ევროპარლამენტში ივანიშვილის და მისი მსახურების დასანქცირების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს

ანა კობახიძე – უნდა შევახსენოთ ყველა საჯარო მოხელეს და მათ უშუალო ხელმძღვანელს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, ანა კობახიძის განცხადებით, საკრებულოებსა და გამგეობებში თანამშრომლების მიერ პირადობის დამადასტურებლი დოკუმენტის ჩამორთმევა ხდება. როგორც ანა კობახიძემ აღნიშნა, პირადი სახის ინფორმაციის ვინმესთვის გადაცემა, რომელიც საარჩევნო ერთიან სიაშია დატანილი, ისჯება სისხლის სამართლის დანაშაულით. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, წინა კვირასაც გავასაჯაროეთ მსგავსი ფაქტები, როცა საქმე ეხებოდა საკრებულოებსა და გამგეობებში თანამშრომლების მიერ პირადობის დამადასტურებლი […]

გიორგი ტყემალაძე – დღეს ვაკის რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი – წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია – დასრულდა

ვაკის რაიონში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. უწყების ცნობით, დასრულებული სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე განხორციელდა. „დღეს ვაკის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობისა და მთელი […]