პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი სამი მილიონი ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ორ პირს ბრალდება დაუმძიმა

პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი სამი მილიონი ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ორ პირს ბრალდება დაუმძიმა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა თითქოსდა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, კომპანია დააფუძნეს. ისინი 74 მოქალაქის კუთვნილ 3 295 519.124 ლარს დაეუფლნენ. „საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი […]
ევროპარლამენტის რეზოლუციას დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას

ჩვენი რადიკალური, გაკოტრებული ოპოზიციის მფარველი ლობისტები, მათი დახმარებით ამზადებენ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ რეზოლუციას, რომელიც არის მორიგი დემონსტრირება ქვეყნის შიდა საქმეეებში თავხედური ჩარევისა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტმა ორი წლის წინაც მიიღო ანალოგიური შინაარსის, სამარცხვინო რეზოლუცია. „სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს არ არის პირველი რეზოლუცია და ალბათ არ […]
ირაკლი ღარიბაშვილი – მოწოდება, რაც ნახეთ, რეალურად, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდაა – სანქციების დაწესება ეკონომიკის დანგრევას ნიშნავს – ამ უაზრო რეზოლუციების მიუხედავად ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ მივიღებთ

მოწოდება, რაც ნახეთ [სანქციებზე] რეალურად ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდაა – სანქციების დაწესება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას ნიშნავს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზეა მოწოდება. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ სანქციებზე მიერთებაზე უარი თავიდანვე თქვა, თუმცა ამის მიუხედავად „სანქციებისთვის გვერდის ავლაში ვინმეს დახმარების არცერთი […]
თაზო დათუნაშვილი – „ქართული ოცნება“ მანიპულირებს ნომინალური მონაცემებით და არ ითვალისწინებს ფასების ზრდას, ინფლაციას, რითაც შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა

„ქართული ოცნება“ მანიპულირებს ნომინალური მონაცემებით და არ ითვალისწინებს ფასების ზრდას, ანუ ინფლაციას, რითაც შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა. ასევე მანიპულირებს შერჩეული პერიოდებით, რომლებსაც შესადარებლად განიხილავს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მაგალითად „ქართული ოცნება“ აღნიშნავს, რომ 2012 წლისთვის საშუალო ხელფასი ქვეყანაში იყო 712.5 ლარი, რომელიც დღეისთვის გაზრდილია 2005 ლარამდე, ამ დროს ინფლაცია […]
ისრაელში, კირიათ-შმონაში ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

კირიათ-შმონაში ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებიც ცნობით, ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაუშვეს. ასევე, ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ჰაიფაში ხუთი ადამიანი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ჰაიფას მიმართულებით 40-მდე რაკეტა იქნა გაშვებული.
რომელ დარგებზე იმოქმედებს ყველაზე მეტად დასავლეთის მიერ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება?

ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების ფონზე, როდესაც დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გაძლიერდა და რადიკალური ოპოზიციაც ამას საკმაოდ უწყობს ხელს, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის ალბათობაც გაზრდილია. ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ საქმე აქამდე არ მივა, თუმცა თუ დასავლეთი მსგავს გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს და არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდება, პირველ რიგში, ტურიზმი და მომსახურების სფერო დაზარალდება. ცხადია, მძიმე შედეგი იქნება ინვესტიციების მხრივ და […]
საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვა და სანქციები ივანიშვილს – კიდევ რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 495-მა ევროპარლამენტარმა, მის წინააღმდეგ ხმა მისცა 73-მა, ხოლო 86-მა ევროდეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. კრიტიკულ ტექსტი ერთობლივად წარადგინეს და მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტის ძირითადმა ჯგუფებმა: · ევროპის სახალხო პარტია · სოციალ-დემოკრატები · ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები · ლიბერალები (RENEW) · მწვანეები (Greens/EFA) რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი განმეორებით მოუწოდებს […]
,, გაუგონარი სკანდალის მოწმე გავხდით” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყენბს: ,,ევროპარლამენტში გუშინდელ დებატებზე, ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ ჩემი აზრით რეზოლუციაში მთავარი ჩანაწერია ის, სადაც წერია რომ საქართველოს მთავრობა უნდა ემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანად გადასაბარებლად. გუშინ ასევე გავხდით გაუგონარი სკანდალის მოწმე, პიატიგორსკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, იტალიელმა დეპუტატმა საქართველოს საელჩოს მონახულების შემდეგ შეადგინა რეზოლუცია, სადაც (დიდი ალბათობით ოფიციალური თბილისის მოთხოვნით) ჩაწერა, რომ 2008 […]
ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაში 654-მა ევროპარლამენტარმა მიიღო მონაწილეობა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 495, წინააღმდეგი იყო 73, თავი შეიკავა 86-მა. რეზოლუციის ტექსტები ევროპარლამენტის სხვადასხვა ჯგუფებს ჰქონდათ მომზადებული, ჯამში, მომზადებული 7 ტექსტიდან – ევროპარლამენტარები ერთ საერთო ვერსიაზე შეთანხმდნენ. რეზოლუციის საერთო ტექსტში მოხვდა ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქცირების შესახებაც. კერძოდ, ევროპარლამენტარები გმობენ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს “მიმდინარე […]
საგარეო ცესკოს მიმართავს, ისრაელში “საარჩევნო უბნის გახსნის მიზანშეწონილობა” განიხილოს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, განიხილონ ისრაელში საარჩევნო უბნების გახსნის “მიზანშეწონილობა”. ამის შესახებ საგარეო ცესკოს წერილს წერს და საუბრობს იმ გარემოებებზე, რომლებმაც მათი მტკიცებით, შესაძლოა, არჩევნების დღეს პრობლემები შექმნას. “2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაგეგმილია საელჩოს შენობაში საარჩევნო უბნის გახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ გარემოებაზე: არჩევნების დღეს განგაშის […]