ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 000-ზე მეტი წევრი […]

ვისაც უკრაინა-საქართველოს მატჩის დიდ ეკრანებზე ყურების სურვილი გაქვთ, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გელოდებით – კახა კალაძე

11 ოქტომბერს უეფა – ს ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პირდაპირი ტრანსლაციის დაწყებამდე, გულშემატკივრის განწყობის ასამაღლებლად, ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების კონცერტი გაიმართება. „11 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები უეფა – ს […]

საკონსტიტუციო სასამართლო „აგენტების კანონის“ მოქმედების შეჩერებაზე ორი მოსამართლის განსხვავებულ აზრს აქვეყნებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აქვეყნებს მოსამართლეების, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებულ აზრს 4 ოქტომბერს მომზადებულ საოქმო ჩანაწერზე, რის საფუძველზეც არ დაკმაყოფილდა „აგენტების კანონის“ მოქმედების შეჩერებაზე მოთხოვნა. დოკუმენტის თანახმად, მოსამართლეები განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ე.წ. აგენტების კანონის სადავო ნორმების მოქმედება უნდა შეეჩერებინა. კერძოდ, ამაში გულისხმობენ ორგანიზაციების, მათ შორის მედია ორგანიზაციების უცხოური ძალის […]

“ქართველებს მხოლოდ 2 ვარსკვლავი ჰყავთ, ჩვენ 5-6 – სანიოლის ტაქტიკა უნდა გამოვიყენოთ” – უკრაინელი ექსპერტი

წარსულში ცნობილმა მწვრთნელმა, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა, ოლეგ ფედორჩუკმა საქართველოს ნაკრებთან უკრაინის ეროვნული გუნდის ერთა ლიგის მატჩის მოლოდინზე Sport.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა. – არ მომწონს, რომ დაპირისპირებამდე დიდი ხნით ადრე პრესაში უკრაინის ნაკრების საკადრო დანაკლისებზე დაიწყეს ყურადღების გამახვილება. სერგეი რებროვისთვის ალიბის ნაადრევად ძებნა საჭირო არ არის. აუცილებელია ფოკუსირება იმ შემსრულებლებზე, რომლებიც მის განკარგულებაში დარჩნენ. – მაგრამ […]

ფლორიდას დამანგრეველი ქარიშხალი უტევს

ამერიკის შტატ ფლორიდას დამანგრეველი ქარიშხალი „მილტონი“ უტევს, რისთვისაც შტატის ხელისუფლება განსაკუთრებით ემზადება. მოსალოდნელია, რომ მეოთხე-მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი შტატის საზღვარს ოთხშაბათს ღამით, ხუთშაბათ გამთენიისას მიაღწევს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ დროისთვის ქარიშხალი მეოთხე-მეხუთე კატეგორიის იქნება. „მილტონს“ სპეციალისტები უკვე რამდენიმე დღეა კოსმოსიდან აკვირდებიან, მათ მიაჩნიათ, რომ ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება, რომელსაც ფლორიდის ზოგიერთი ქალაქისთვის „დამანგრეველი“ […]

ირაკლი ღარიბაშვილმა, კახეთში წინასაარჩევნო სამუშაო შეხვედრა გამართა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, კახეთში წინასაარჩევნო სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რეგიონში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე იმსჯელეს. პარტიის თავმჯდომარე პირადად გაეცნო შტაბების მუშაობის პროცესს და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამოცანა 26 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებაა. მისივე თქმით, დღეს ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება სჭირდება. „დღეს ჩამოვედი ჩემს […]

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ. დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ღონისძიების მიმდინარეობისას. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი პრაქტიკა […]

„მე მაინც გულს მიკლავს ასეთი ამბები, ძალიან მასევდიანებს“ – თინა ხიდაშელი

„არა სხვა მოლოდინი არ მქონია, არაფერი მომხდარა გასაოცარი ან წარმოუდგენელი – საკონსტიტუციომ თვეზე მეტი იფიქრა იმისთვის რომ რუსული კანონი დაეტოვებინა ამჯერად ზუსტად ისეთად როგორიც არის. გასაოცარი მხოლოდ ის არის რომ ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება და ადასტურებს მანანა კობახიძე. ადამიანი, რომელიც ძალიან ძალიან ბევრი წელი არასამთავრობო სექტორში იყო, ადამიანი რომელსაც უამრავი გრანტი აქვს მიღებული და უამრავი კარგი […]

„კოალიციური მთავრობაო რომ გაკივიხართ… ნეტა რომელიმეს თუ გახსოვთ…“ – გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე: „კოალიციური მთავრობაო რომ გაკივიხართ. ნეტა რომელიმეს თუ გახსოვთ რომ, 2020 წელს შარლ მიშელმა ზუსტად მაგ ვალდებულებით შეიყვანა ყველანი პარლამენტში და ოპოზიციის დეპუტატობის ზე სურვილი -“თან მინდა, მარაა თან ვერ ვშვები ზუსტად 2024 წელს კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობით და გარანტიებით “გაუპრავა”.. როგორც ქოცებს (რომლებსაც ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა ქონდათ, თუ ოპოზიცია […]

უგულავა: ჩემი აზრით, პრემიერობის კანდიდატად ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას მიაჩნია, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს. ამის შესახებ მან ფორმულას დღის ეთერში ისაუბრა. უგულავას თქმით, პრემიერმინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა შეირჩეს, რადგან შედეგების გამოცხადების შემდეგ შეუთანხმებლობა არ იყოს. “სამი დღეა ვუსმენ, გამოდიან ჩვენი კოლეგები, ჩვენი პარტიიდან და სხვა პარტიებიდან, პერსონალიებზე არ ყოფილა საუბარი, არ ვიცით […]