ოცნების შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას ბუნდესტაგი ხვალ განიხილავს

გერმანიის ბუნდესტაგი 10 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე რეზოლუციის პროექტს, “საქართველოს ევროპული მომავლისთვის” უყრის კენჭს. როგორც ცნობილია, განხილვა თბილისის დროით 19:50 საათზე დაიწყება. რეზოლუციის ავტორები გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და ლიბერალ-დემოკრატიული პარტია არიან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერენ, მაგრამ ოცნების ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს აკრიტიკებენ. რეზოლუციაში ბუნდესტაგი მოითხოვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ […]
რას წერენ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები სადავო ნორმების არშეჩერებაზე

რუსული კანონის სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებულ აზრს აქვეყნებს. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვა, მოსარჩელეების შუამდგომლობა კი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სწორედ დროებითი ზომის გამოყენებას ეხება ორი მოსამართლის განსხვავებული აზრი. მოსამართლეებს […]
„რას დავუტოვებ მსმენელს კონცერტის შემდეგ, ეს არის ფიქრი, რომელიც „წინ და წინ“ სვლის საშუალებას მაძლევს“ – მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი

„ის, რაც „წინ და წინ“ სიარულის საშუალებას მაძლევს, არის კონცერტის კონცეფციაზე გამუდმებული ფიქრი; ფიქრი – თუ რას დავუტოვებ ჩემს მსმენელს“ – სწორედ ეს არის პრინციპი, რომელსაც მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი „წინ და წინ, წარმატებისკენ“ სვლაში ეყრდნობა. პიანისტი „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის „წინ და წინ“ ფარგლებში საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მათ, ვინც კლავიშებზე ჯერ მხოლოდ პირველ ნოტებს იღებს. მუსიკოსი […]
თურქეთის ავიახაზების პილოტი ფრენისას გარდაიცვალა

თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სიეტლიდან სტამბულში მიემგზავრებოდა, ავარიულად დაეშვა ნიუ-იორკში მას შემდეგ, რაც ბორტის კაპიტანი გარდაიცვალა. ავიაკომპანიის განცხადებით, სიეტლი-სტამბულის რეისის აფრენის შემდეგ 59 წლის პილოტმა გონება დაკარგა და მიუხედავად სამედიცინო ჩარევისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმფრინავი ავარიულად ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში მეორე პილოტმა დასვა. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, გარდაცვლილი პილოტი თურქეთის ავიახაზებში 2007 წლიდან მუშაობდა და […]
ოჯახის მტკიცებით, 18 წლის ორსულმა მეზობელმა სახლიდან ოქრო და ფული მოპარა

18 წლის ორსული ქალი დიდი ოდენობით ოქროს და ძვირფასი ნივთების მოპარვაშია ბრალდებული – დანაშაულში მას მეზობლები ამხელენ და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებსაც ასაჯაროებენ. დაზარალებულების მტკიცებით, ქალის წინააღმდეგ მტკიცებულები პოლიციას აქვს, თუმცა არ აკავებს. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, დანაშაული აღირა თავად ბრალეულმაც, თუმცა განაცხადა რომ ნივთები უკვე გაყიდა და უკან ვერ დააბრუნებს. ოჯახი დახმარებას ითხოვს: „ჩემი სახლი გაქურდეს. […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – „მშვიდობის ფორმულა“, რომელშიც ომის სამართლიანად დასრულების პირობებია გაწერილი, ნოემბერში მზად იქნება

ომის სამართლიანად დასრულების პუნქტების შემცველი “მშვიდობის ფორმულა” ნოემბრისთვის იქნება მზად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დუბროვნიკში (ხორვატია) “უკრაინა – სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა” სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ივლისიდან “მშვიდობის ფორმულაზე” ვმუშაობთ, ნოემბერში ის უკვე მზად იქნება ყველა პირობით, რომლებშიც გაწერილია ომის სამართლიანად დასრულება. ეს მშვიდობის მეორე სამიტზე იქნება გაკეთებული”, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, “ბუნებრივია, ჩნდება […]
„რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა გადაიდო

უკრაინის საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეთა შეხვედრა გერმანიის ავიაბაზა „რამშტაინში“ ოფიციალურად გადაიდო მას შემდეგ, რაც გუშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა გერმანიაში დაგეგმილი მოგზაურობა. ამის შესახებ ოთხშაბათს განაცხადეს შეხვედრის ორგანიზატორებმა. „2024 წლის 12 ოქტომბრის ღონისძიება გადაიდო,“ ნათქვამია ავიაბაზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ელექტრონულ წერილში ჟურნალისტებისადმი. „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის სამომავლო შეხვედრების შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება“. „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრის […]
საქართველო – ლატვია | ნაკრების ვეტერანთა ამხანაგური მატჩი ქუთაისში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 18 ოქტომბერს, ქუთაისში საქართველოსა და ლატვიის ნაკრები გუნდების ლეგენდარული ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი გაიმართება. შეხვედრას, რომელშიც ქართველი და ლატვიელი ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას, შენგელია არენა 21:00 საათზე უმასპინძლებს. საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემდგენლობა: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ირაკლი ზოიძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, […]
არასრულწლოვანზე ძალადობისთვის ცეკვის მასწავლებელს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეცნობით ბათუმში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ცეკვის მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. პროკურატურამ ცეკვის მასწავლებელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის […]
თურქეთის ავიახაზების პილოტი სიეტლიდან სტამბულის მიმართულებით ფრენისას გარდაიცვალა

CBS NEWS-ის ინფორმაციით, Airbus 350 სიეტლიდან სტამბოლის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც პილოტი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. თვითმფრინავმა ავარიული დაშვება ნიუ-იორკის აეროპორტში განახორციელა. Turkish Airlines-ის სპიკერის განცხადებით, 59 წლის პილოტს, რომელიც კომპანიაში 2007 წლიდან მუშაობდა, სამედიცინო შემოწმება მარტში ჰქონდა გავლილი და სრულიად ჯანმრთელი იყო.