მედიის ცნობით, ბაიდენი და ნეთანიაჰუ ირანის თავდასხმაზე ისრაელის პასუხს განიხილავენ

მედიის ცნობით, 9 ოქტომბერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ირანის დარტყმაზე ისრაელის პასუხს განიხილავენ. წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმაციას ამის შესახებ Reuters და Axios ავრცელებს. ლიდერებს შორის ამ მოლაპარაკების გამართვის შემთხვევაში, ეს იქნება აგვისტოს შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენსა და პრემიერ ნათანიაჰუს პირველი საჯაროდ ცნობილი კომუნიკაცია. ლიდრების საუბარი მოსალოდნელია იმ ფონზე, როცა ისრაელის ძალები, […]
ბეიკერი, ჰასაბისი და ჯამპერი ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ

სამმა მეცნიერმა – დევიდ ბეიკერმა, დემის ჰასაბისმა და ჯონ ჯამპერმა – ქიმიის დარგში 2024 წლის ნობელის პრემია მოიპოვა. განცხადება ნობელის კომიტეტმა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დღეს, 9 ოქტომბერს გააკეთა. პრესტიჟული პრემია მეცნიერებს ცილების სტრუქტურაზე მუშაობის დროს მიღწეული შედეგისთვის გადაეცემათ. აღმოჩენებიდან ერთი, რომელიც ნობელის კომიტეტმა წელს გამოარჩია, ეხება “ცილების მომხიბლავ მშენებლობას, მეორე კი 50-წლიანი ოცნების ასრულებაა. ეს […]
ვაკესა და დიდუბეში გაყიდული ბინების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა – რომელ უბანშია მ²-ის ფასი ყველაზე მაღალი?

2024 წლის აგვისტოში თბილისში 244.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 4.8%-იანი და თვიურად 9.4%-იანი კლებაა და ტრანზაქციების შემცირებული რაოდენობის შედეგია. ინფორმაციას Galt&Taggart-ი უძრავის ქონების მიმოხილვაში აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯამურად 2024 წლის პირველ 8 თვეში 1,953.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა (+1.0% წ/წ). რაც შეეხება გაყიდული ბინების რაოდენობას უბნების მიხედვით, აგვისტოში ყველაზე […]
AI დატა ცენტრების გაჩენამ, 2050 წლისთვის სპილენძზე მოთხოვნა წლიურად შესაძლოა 3.4 მლნ ტონით გაზარდოს – BHP

AI დატა ცენტრების გაჩენამ, 2050 წლისთვის სპილენძზე მოთხოვნა წლიურად შესაძლოა 3.4 მლნ ტონით გაზარდოს, – ინფორმაციას Galt&Taggart-ი, სპილენძის უმსხვილესი მწარმოებლის BHP-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნედლეულის ყოველთვიურ მიმოხილვაში აქვეყნებს. Galt&Taggart-ის ინფორმაციით, სპილენძის მწარმოებლები მომავალი დეკადის განმავლობაში ლითონზე დეფიციტის გამძაფრებას ელიან. „2024 წლის სექტემბერში სპილენძის ფასი თვიურად 6.3%-ით გაიზარდა. ჩინეთში გამოცხადებულმა დახმარებების პაკეტმა და აშშ-ში დამატებით მოსალოდნელმა განაკვეთების […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა შევხედოთ, როგორც მკაფიო სიგნალს: ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს კი დარჩენა იზოლაციაში – ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე

ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორც ძალიან მკაფიო სიგნალს ქართველი ხალხის მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის არჩევანი 26 ოქტომბერს. ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს არის დარჩენა იზოლაციაში , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ბრიუსელიდან […]
პარტიაში აცხადებენ, რომ თბილისში, „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს თავს დაესხნენ

თბილისში, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრებს თავს დაესხნენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, რამდენიმე წუთის, როდესაც პარტიის წევრები სააგიტაციო მასალას აკრავდნენ, უცნობი პირები თავს დაესხნენ. ბუჩუკურის თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან. როგორც ბუჩუკური აცხადებს, ამ წუთებში, ადგილზე იმყოფება გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი. ასევე, ადგილზე […]
რამშტაინის შეხვედრა გადაიდო, ჯო ბაიდენი ქარიშხლის გამო ამერიკაში რჩება

რამშტაინის სამხედრო ბაზაზე დადგეგმილი შეხვედრა, სადაც უკრაინის მოკავშირეებს სამიტი უნდა ჩაეტარებინათ, გადაიდო. ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიზეზი, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მგზავრობის გეგმის გაუქმებაა. შეხვედრაზე ქვეყნების ლიდერების შეკრება სწორედ პრეზიდენტის ინიციატივა იყო. თეთრ სახლში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ქარიშხალ “მილტონის” მოსამზადებელ სამუშაოებს და გადაუდედებელ გეგმებს უნდა დაუთმოს ყურადღება. გასულ თვეში ქარიშხალმა “ჰელენამ” 200 […]
ევროკომისიის ხელმძღვანელი: უნგრეთის რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის პოლიტიკა უსაფრთხოების რისკს შეიცავს

ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის სიტყვაში, რომელიც უჩვეულოდ პირდაპირი ტონით გამოირჩეოდა, თქვა, რომ უნგრეთი ევროკავშირის უსაფრთხოებას რისკს უქმნის. ევროკომისის პრეზიდენტი ბუდაპეშტის რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობას აკრიტიკებდა. სტრასბურგში, ევროპარლამენტში უნგრეთის ნაციონალისტ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დებატების დროს, ფონ დერ ლაიენმა გააკრიტიკა ბუდაპეშტის მხრიდან სურვილის არქონა, რუსეთის შეჭრასთან გასამკლავებლად უკრაინის დახმარების საქმეში ევროკავშირის სხვა წევრების […]
ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში დაიღუპა 12 პალესტინელი

ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში დაიღუპა 12 პალესტინელი, მათ შორის, ერთი ოჯახის 9 წევრი. ამის შესახებ პალესტინის ავტონომიის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო WAFA-მ განაცხადა 9 ოქტომბერს. WAFA პალესტინის ნახევარმთვარეზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილოეთ ღაზაში, სეჯაიას რაიონში, ერთი ოჯახის 9 წევრი დაიღუპა, როდესაც მათი საცხოვრებელი ბინა დაიბომბა. ამავე დროს ცენტრალურ ღაზაში მდებარე ნუსეირატის […]
აშშ-ის ნავთობის მარაგი კვირაში 5,81 მილიონი ბარელით გაიზარდა

გასულ კვირას შეერთებულ შტატებში ნავთობის კომერციული მარაგები 5,81 მილიონი ბარელით გაიზარდა და 422,74 მილიონი ბარელი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტის ყოველკვირეულ ანგარიშში. ბენზინის მარაგები 6,3 მლნ ბარელით შემცირდა და 214,9 მლნ ბარელი შეადგინა. კომერციული დისტილატების მარაგები 3,12 მლნ ბარელით შემცირდა 118,51 მლნ ბარელამდე. ექსპერტები ნავთობის მარაგების ზრდას 1,6 მილიონი ბარელით, ბენზინის მარაგის 1 მილიონი ბარელით […]