დასანქცირებიდან ორ კვირაში ზვიად ხარაზიშვილმა შპს სარანგში წილი გაყიდა

გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა აშშ-ის მიერ დასანქცირებიდან ორ კვირაში შპს სარანგში საკუთარი წილი გაყიდა. ხარაზიშვილი, იგივე ხარება შპს სარანგში 50%-იან წილს ფლობდა. საჯარო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, რომელიც ფორმულამ გაავრცელა, 30 სექტემბერს ხარაზიშვილმა თავისი წილი ალიკა ნადირაძეს 10 000 ლარად მიჰყიდა. საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ხარაზიშვილის მიერ წილების გაყიდვა ქონებისა და […]
ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს 10 ოქტომბერს პარიზში შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს 10 ოქტომბერს პარიზში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან 10 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, პარიზში, ელისეს სასახლეში, “ორმხრივ შეხვედრას” გამართავს. “ეს შეხვედრა შესაძლებლობა იქნება [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ხელახლა დაადასტუროს საფრანგეთის ერთგულება, გააგრძელოს გრძელვადიან პერიოდში […]
გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ მათ წარმომადგენლებს ქუჩაში თავს დაესხნენ

პარტია “საქართველოსთვის” აცხადებს, რომ თბილისში, ამაღლების ქუჩაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მათი პარტიის წევრებს, სააგიტაციო მასალის გავრცელების დროს თავს დაესხნენ. პარტია ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ფეისბუქზე ავრცელებს, სადაც ჩანს რამდენიმე პირი, რომლებიც “საქართველოსთვის” წევრებს სააგიტაციო მასალას ართმევს. ვიდეოში ისმის ფრაზა: “აი, გახარიას, სადაც ეკუთვნის, პოლიტიკურ სანაგვეში მოხვდება 26 ოქტომბერს…”, – ამბობს ერთ-ერთი პირი და გიორგი გახარიას პარტიის […]
ორსული, რომელსაც სოფელ სალხინოში რამდენიმე დღის წინ ავტომობილი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა

40 წლამდე ორსული ქალი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა. ადგილობრივის ინფორმაციით, ქალი მრავლობითი დაზიანებით ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276- ე მუხლით მიმდინარეობს.
საგანგებო ვითარება რუსეთის ბრიანსკის ოლქში

რუსეთის მთავრობამ 9 ოქტომბერს, ბრიანსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რუსეთის დასავლეთში მდებარე ამ ოლქთან დაკავშირებით, კიევი ამბობს, რომ ღამით იქ იერიში იარაღის არსენალზე მიიტანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათ ბრიანსკში დაარტყეს არსენალს, რომელშიც ინახებოდა სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღებისთვის საჭირო საბრძოლო მასალა. მათ შორის, სახელდება ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებული მასალა, ასევე – მართვადი რაკეტები. თავად რუსეთში, ბრიანსკის […]
ანგელა მერკელი თავის მემუარებს ნოემბერში წარადგენს

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა მემუარებზე მუშაობა დაასრულა, წიგნი ნოემბერში გამოვა. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ Spiegel-ი იუწყება. 70 წლის ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მან დაასრულა მუშაობა მემუარებზე მისი პოლიტიკური კარიერის შესახებ. მერკელთან ერთად მემუარებზე მუშაობდა მისი დიდი ხნის მდივანი ბეატე ბაუმანიც. დაახლოებით 700 გვერდიანი წიგნი სათაურით „თავისუფლება. მოგონებები 1954-2021“ გამოიცემა Kiepenheuer & Witsch-ის […]
ზაზა ვაშაყმაძემ ბერლინის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

გერმანიის დედაქალაქში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე: „როგორ შეუძლია ინკლუზიურ რელიგიასა და რწმენის თავისუფლებას პრევენცია მოახდინოს ან/და აღკვეთოს რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი და ძალადობა”. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბერლინის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილის შემადგენლობით. “დღეს […]
სალომე სამადაშვილი – სანქციების მსუსხავი ხელი უკვე ძალიან ახლოს არის ივანიშვილის ყელთან – არჩევნები არის ბოლო შანსი, რომელიც მას ეძლევა

სანქციების მსუსხავი ხელი უკვე ძალიან ახლოს არის ბიძინა ივანიშვილის ყელთან მისული , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა. სამადაშვილის თქმით, არჩევნები არის ბოლო შანსი, რომელიც ივანიშვილს ეძლევა. მისი განმარტებით, დასავლელი პარტნიორები შეხედავენ, დაემორჩილება თუ არა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ქართველი ხალხის ნებას. “ჩვენ ძალიან გასაგებად გვითხრეს, რომ […]
იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ნიკოლოზ სამხარაძის ონლაინ მოსმენა გაიმართა

იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ონლაინ მოსმენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსმენას იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ. ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე მიაწოდა […]
Bild – ვოლოდიმირ ზელენსკი 11 ოქტომბერს გერმანიაში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 11 ოქტომბერს გერმანიაში ჩავა და შეხვედრებს გამართავს კანცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild მთავრობაში თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, პარასკევს, 11 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავა და კანცლერ ოლაფ შოლცს გაუმხელს თავისი “გამარჯვების გეგმის” დეტალებს, რაც აქამდე აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს […]