კახა კალაძემ ისნის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე გახსნა

თბილისის მერიისა და კომპანია „ას ჯორჯიას“ შეთანხმებით, ისნის რაიონში, საცხოვრებელი კომპლექსის „პარკ ბულვარის“ მიმდებარედ, 7,5 ჰექტარ ფართობზე პარკი გაშენდა. ახალი პარკი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და პარკში შეკრებილ მოსახლეობას სცენიდან მიმართა. „ძალიან მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი და არა მხოლოდ ახალგაზრდა. თქვენთან ერთად, მეც გახარებული ვარ, რომ ისნის რაიონში, „დირსის“ დასახლებაში ასეთი შესანიშნავი რეკრეაციული […]

კახა კალაძე – მოწოდებები ადრეც იყო, არ დავმალავ და პირდაპირ ვიტყვი: კაბინეტებში იყო ხელის გადაგრეხის მცდელობები კიდევ უფრო მძიმე საკითხებზეც – რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს

გავა ცოტა დრო და გამოიკვეთება, როგორც წინა რეზოლუციების შემთხვევაში, რომ ამაში ფული იყო გადახდილი , – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კალაძის თქმით, ევროპარლამენტში არიან კონკრეტული დეპუტატები, რომლებიც მსგავსი რეზოლუციებისთვის ხელის მოწერის სანაცვლოდ ფულს იღებენ. „მოწოდებები ადრეც იყო, არ დავმალავ და პირდაპირ ვიტყვი, რომ კაბინეტებში ამ და სხვა საკითხებზე იყო ხელის გადაგრეხის […]

2024 წლის ნობელის პრემია ქიმიაში სამ მეცნიერს ცილების ფუნდამენტური კვლევებისთვის გადაეცა

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის გადაწყვეტილებით, 2024 წლის ნობელის პრემია ქიმიაში სამ მეცნიერს გადაეცემა — ერთი ნაწილი ამერიკელ დევიდ ბეიკერს ცილის კომპიუტერული დიზაინისთვის, მეორე ნაწილს კი ბრიტანელი დემის ჰასაბისი და ამერიკელი ჯონ ჯამპერი გაიყოფენ ცილების სტრუქტურის პროგნოზირებისთვის. 2024 წელს ნობელის პრემია ქიმიაში ცილებს ეხება — სიცოცხლის გენიალურ ქიმიურ ხელსაწყოებს. დევიდ ბეიკერმა წარმატებას თითქმის შეუძლებელი სისრულით მიაღწია […]

„ნაცების“ დროს მე ვიყავი ღირსეული საჯარო მოხელე და აღარ გაბედოთ ამ კითხვის დასმა

მე ვამაყობ, რომ „ნაცების“ დროსაც და „ოცნების“ დროსაც ღირსეული საჯარო მოხელე ვიყავი და აღარ გაბედოთ მეორედ ამ კითხვის დასმა, – ასე უპასუხა ნათია მეზვრიშვილმა „ქრონიკის“ კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ადეიშვილთან მის თანამშრომლობას ეხებოდა. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე მართლმსაჯულება სწორედ მან აღასრულა და „ქართული ოცნების“ წევრების მიმართაც ასევე დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობა. „დამისახელეთ ერთი […]

ნიკა მელია – არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ, რომ ეს არჩევნები არ ეხება პოლიტიკოსებს, ქვეყნის მომავალს ეხება – ჩვენ ვიბრძვით შედეგისთვის, ჩვენ არ ვიბრძვით ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის

ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენი ერთი ხმით უკეთესი მომავალი უნდა მოვუტანოთ ჩვენ შვილებს, მშობლებს. ჩვენ ვიბრძვით შედეგისთვის, ჩვენ არ ვიბრძვით ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა მელიამ ქუთაისში გამართულ ყრილობაზე განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, ბოდიში მოახდევინოს ყველას, ვინც თავის დახრას და ბოდიშის მოხდას გვთხოვს სიმართლისთვის, ღირსებისთვის და ქვეყნის […]

ნიკა გვარამია – ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქოცური საქართველო“ ევროპაში ვერ მოხვდება – არ დავთმობთ, არ გავრუსდებით!

დღეს ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქოცური საქართველო“ ევროპაში ვერ მოხვდება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ იმერეთში გამართულ ყრილობაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს გზას ევროპისკენ ბიძინა ივანიშვილი ეღობება. „რა გვინდა ჩვენ? – ჩვენ გვინდა ევროპაში, ამიტომ, როცა ჩვენ გზას ვიღაც ეღობება, როცა ჩვენ ევროპისგან ვიღაც გაგვწევს, ქუთაისში, ნიკო […]

კახა კალაძე – შეხვედრები კეთდება იმისთვის, რომ თავი მოაწონონ გარედან ჩარეულ ადამიანებს, კონკრეტულ საელჩოებს, უცხოელ დეპუტატებს – როგორ შეიძლება, გვარამია-მელია ჩავიდნენ კახეთში და შეხვდნენ გლეხს, რაზე უნდა ელაპარაკონ?

ეს შეხვედრები კეთდება იმისთვის, რომ უბრალოდ თავი მოაწონონ გარედან ჩარეულ ადამიანებს, კონკრეტულ საელჩოებს, უცხოელ დეპუტატებს. ისინი ხალხთან ვერ მიდიან და ვერ ესაუბრებიან პირისპირ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ქუთაისში “კოალიცია ცვლილებისთვის” ყრილობას. მისი შეფასებით, უამრავი პოლიტიკური პარტია შეიქმნა, თუმცა ისინი “ნაციონალური მოძრაობის” წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან. “ეს შეხვედრები კეთდება იმისთვის, რომ უბრალოდ თავი […]

Bild-ის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ბერლინში ჩავა და „გამარჯვების გეგმას“ გააცნობს ოლაფ შოლცს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ჩავა ბერლინში, სადაც, გაზეთ Bild-ის ცნობით, შეხვდება გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს. ცნობის თანახმად, ზელენსკი შოლცს წარუდგენს „გამარჯვების გეგმას“, რომელიც მან უკვე გააცნო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. BBC-ის თანახმად, ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ოთხი პუნქტისგან შედგება. ესენია: უკრაინის სამხედრო დახმარება, ეკონომიკური ნაბიჯები, რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლა და მოსკოვის „პოლიტიკური იძულება“, რომ დაასრულოს ომი […]

ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი საუდის არაბეთში საკმაოდ დიდია. საქართველო არის ჰაბი, რომლის საშუალებითაც დანარჩენ მსოფლიოს გასწვდებიან – გიორგი ვეკუა

საქართველოს სავაჭრო პალატამ 250 კომპანიის მონაწილეობით საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმსა და საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს სხდომას უმასპინძლა. B2B შეხვედრა საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ორმხრივ ბიზნეს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა ვაჭრობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის, IT ტექნოლოგიების, მედიცინის, მშენებლობისა და სხვა სექტორებიდან. ბიზნესფორუმში მონაწილეობა საუდის არაბეთიდან 60-ზე მეტმა […]

რას აჩვენებს FMCG ბაზრის მონიტორინგი?

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ამ ეტაპზე FMCG (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის) ბაზარზე დომინანტი კომპანიები ან ჯგუფური დომინირება არ ფიქსირდება და ამის შედეგია, რომ სააგენტომ რამდენიმე ქსელის გაერთიანებაზე გასცა ნებართვა, თუმცა მისივე თქმით, ძალაუფლების ცენტრი ქსელური მარკეტების მხარესაა იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან მიმართებით. ამის შესახებ ლექვინაძემ BMG-სთან განაცხადა. მისივე თქმით, მონიტორინგის შუალედური […]