Bild-ის ცნობით, პარასკევს ბერლინში ჩავა და „გამარჯვების გეგმას“ გააცნობს ოლაფ შოლცს

უკრაინის პრეზიდენტი პარასკევს ჩავა ბერლინში, სადაც, გაზეთ Bild-ის ცნობით, შეხვდება გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს. ცნობის თანახმად, ზელენსკი შოლცს წარუდგენს „გამარჯვების გეგმას“, რომელიც მან უკვე გააცნო -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
BBC-ის თანახმად, ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ოთხი პუნქტისგან შედგება. ესენია: უკრაინის სამხედრო დახმარება, ეკონომიკური ნაბიჯები, რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლა და მოსკოვის „პოლიტიკური იძულება“, რომ დაასრულოს ომი და მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას.
უკრაინის პრეზიდენტი გერმანიაში ასევე აპირებს კონფიდენციალური მოლაპარაკებების გამართვას ქვეყნის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, იტყობინება Bild-ი.
შოლცი და ზელენსკი 12 ოქტომბერს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. მაგრამ უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გადაიდო, ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტი -ში დარჩა ქარიშხალ „მილტონის“ მოახლოების გამო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”