ბედნიერებაა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის საქართველოში ჩამობრძანება – ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება მიმართული იყო ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ეს ქველმოქმედებაც ამის კიდევ ერთი გამოხატულებაა

ბედნიერებაა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის საქართველოში ჩამობრძანება – ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება მიმართული იყო ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ეს ქველმოქმედებაც ამის კიდევ ერთი გამოხატულებაა ძალიან დიდი ბედნიერებაა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის საქართველოში ჩამობრძანება – ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება არსებითად იყო მიმართული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და მისი ეს მორიგი ქველმოქმედებაც არის ამის […]

„საქართველოსთვის“: თბილისში ჩვენს წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

თბილისში, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს რამდენიმე პირი თავს დაესხა მაშინ, როცა ისინი საარჩევნო აგიტაციას აწარმოებდნენ. ამ ინფორმაციასა და მომხდარის ამსახველ ვიდეოს თავად პარტია აქვეყნებს. გამოქვეყნებულ მასალაში ჩანს, რომ უცნობი პირები, რომლებიც პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, „პოლიტიკურ სანაგვეზე“ გაშვებას უსურვებენ, „საქართველოსთვის“ წევრებთან სიტყვიერ დაპირისპირებაში შედიან – იგინებიან და ასევე, პარტიის აქტივისტებს პლაკატებს ართმევენ და ხევენ. „საქართველოსთვის“ აცხადებს, […]

სოცმუშაკის ცნობით, ტუბცენტრი არ იღებს უცხოელ პაციენტს, რომელიც გადამდებია

29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც 9 დღის წინ ტუბერკულოზის დიაგნოზი დაესვა ინფექციურ საავადმყოფოში და მას დაავადების გადამდები ფორმა აქვს, სოციალური მუშაკის ინფორმაციით, საჭიროებს გადაყვანას ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში. თუმცა ცენტრი პაციენტის მიღებაზე უარს აცხადებს. ერთ-ერთი მთავარი დასახელებული მოტივი კი ისაა, რომ პაციენტი საქართველოს მოქალაქე არაა და არც ბინადრობის ნებართვას ფლობს. ინფორმაცია ამის შესახებ […]

კახა კალაძე – სისულელეა, 2%-იანი პარტიების შეკრებამ რა ტექნიკური მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს?! – პრეზიდენტს ვინ ეკითხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენას?

2 %-იანი პარტიების შეკრებამ რა ტექნიკური მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს?! – წარმოუდგენელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართულ ქარტიასა“ და ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძის თქმით, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენას. მისი თქმით, ოპოზიციას ჯერ მოსახლეობის კითხვებისთვის აქვს პასუხები გასაცემი. „ეს არის სისულელე. არაფერი აქვთ სათქმელი და მცდელობა […]

ომბუდსმენი – არ მოუმართავს არცერთ პარტიას, ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ საქმეების შესწავლა, გამოვაქვეყნეთ 15 ფაქტი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა – თუ გადავხედავთ წინა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს, ეს არჩევნები მეტი სიმშვიდით ხასიათდება

თუ გადავხედავთ წინა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს, ეს არჩევნები მეტი სიმშვიდით ხასიათდება , – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა მოიძია და შეისწავლა წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა დარღვევის 15 ფაქტი, რომლებიც, ძირითადად, ზეწოლის, მოსყიდვის, დაშინებისა და საარჩევნო სუბიექტის კამპანიის დროს ხელის შეშლის ნიშნებს შეიცავდა. იოსელიანის განმარტებით, ყველა […]

ფიზიკურ პირებში დეკლარირების კულტურა გაზრდილია – ლევან დგებუაძე

ფიზიკურ პირებში დეკლარირების კულტურა გაზრდილია. წლიდან წლამდე ჩვენ მინიმუმ 10%-იან ზრდა გვაქვს როგორც რაოდენობრივ, ისე თანხობრივ მონაცემებში, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან დგებუაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებით გაზრდილია თვითდეკლარირების მაჩვენებლები. “დეკლარაციის წარდგენა ხდება სრულად ელექტრონულად. ვინც პირველად ავსებს მათ შეუძლიათ არ მივიდნენ შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში და ვიდეოზარის მეშვეობით დარეგისტრირდნენ, […]

„თამაშს არავინ არ შეეშვება, მაგის ილუზია ნურავის ექნება“ – „სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი მამულაიშვილის სახელმწიფომ უნდა გაითავისოს ის ფაქტი, რომ აზარტული თამაშები ლეგალური ბიზნესია. „თამაშს არავინ არ შეეშვება, მაგის ილუზია ნურავის ექნება“ – თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას. გიორგი მამულაიშვილის შეფასებით, „ლეგალური სათამაშო ბიზნესის შეზღუდვა დიდი შეცდომა და პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო“. მისივე ინფორმაციით, 2022 წელთან შედარებით ლეგალურ სათამაშო ბიზნესში მომხმარებლების […]

გაყიდვებში ცოტა ჩავარდნა გვაქვს, მაგრამ არჩევნების შემდეგ ავანაზღაურებთ – “BEKO საქართველო”

საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის კომპანია „BEKO საქართველოს“ გენერალური დირექტორის მეჰმეთ მელექის შეფასებით, ბოლო 3-4 თვეა, ქსელში პროდუქციის გაყიდვები შეუმცირდათ, მაგრამ იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ სიტუაცია გამოსწორდება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ჯამურად, მიმდინარე წლის ცხრა თვეში გაყიდვების კუთხით თითქმის იგივე შედეგი აქვთ, რაც – შარშან. „2021, 2022 და 2023 წელი […]

რა დევს სასწორზე მოლდოვის 20 ოქტომბრის არჩევნებზე

მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რომელშიც კენჭს კვლავ იყრის პროდასავლელი მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ. ამასთან, ამავე დღეს, ჩატარდება რეფერენდუმი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. მოლდოვის მოსახლეობა დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანია. ქვეყანაში დიდი რუსულად მოსაუბრე უმცირესობაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პრორუს და პროდასავლელ ძალებს შორის განხეთქილება დროდადრო მწვავდებოდა. 2020 წლიდან დღემდე ხელისუფლებაში დასავლეთთან ინტეგრაციის მხარდამჭერი გუნდია, […]

კახა კალაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადი იყო, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი? – რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ეკლესიის შეურაცხყოფას, პატრიარქის გინებას, რევოლუციურ სცენარს

ყველაფერი უნდა იყოს ცხადი, რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს, მაგალითად, ეკლესიის შეურაცხყოფას, ვინ აფინანსებს პატრიარქის გინებას, ვინ აფინანსებს რევოლუციურ სცენარს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, პოლარიზაციას სწორედ ის უცხოელი პარტნიორები აღვივებენ, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს. ”საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ცხადი იყო […]