ანა ნაცვლიშვილი – დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის, მდინარაძის ბრიფინგი ადასტურებს, რომ „ოცნება“ არჩევნებს აგებს – ჩვენ ვქმნით ორპოლუსიანობის, წარსულის რეალურ ალტერნატივას, ამიტომ პანიკაში არიან

დღეს ჩვენ ვიხილეთ დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელიც არის საბოლოო დასტური ერთი რამის – ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ის 26 ოქტომბრის არჩევნებს აგებს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც მამუკა ხაზარაძის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ […]
“ოცნებამ” საიდუმლო შეხვედრაზე ხანში შესულებისთვის პირადობის მოწმობის ჩამორთმევა და განეიტრალების სხვა გზები დაგეგმა – უგულავა –

“ჩვენ ახლა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონთან ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენი შეკრების მიზეზი ფეხბურთი არ არის. მე მინდა ფეხბურთელებს წარმატება ხვალ ვუსურვო. ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი არის შემდეგი – 7 ოქტომბერს, საღამოს, 18:00 საათზე, ამ სტადიონის „ვიპ დარბაზის“ უკან მყოფ დარბაზში შეკრება იყო, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული და 200-250 ძირითადად სსიპ-ების და ა(ა)იპების წარმომადგენლები […]
“ისე უნდათ წარმოგიჩინონ უკრაინა, რომ მოგინდეს ომი შენს ქვეყანაში” – კობახიძე

„მინდა, გამოვეხმაურო ცნობილ ბილბორდებს და შესაბამის სარეკლამო რგოლს, სადაც გამოსახული იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები – ომის სურათი და მეორე მხარეს – ქვეყნის განვითარება. კონკრეტული სუბიექტები წუხან ამ ბილბორდების და შესაბამისი ვიდეორგოლის გამო ერთი მარტივი მიზეზით – ისინი 2,5 წლის განმავლობაში ახერხებდნენ წარმატებით, საქართველოს მოსახლეობისთვის დაემალათ რა ხდებოდა და რა ხდება დღეს უკრაინაში, სადაც არის სრული […]
მდინარაძის უმძიმესი ბრალდება ხაზარაძეს – “ზუსტად იცის, რა დავალებას მიიღებს”

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე, მამუკა ხაზარაძეს მძიმე ბრალდება წაუყენა. მისი მტკიცებით, ოპოზიციური ლიდერები გარე ძალებისგან იმართებიან. “მიზანი ის გახლავთ, რომ საზოგადოების თვალში კომპრომეტირებული და რეპუტაციაშელახული „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა შეიქმნას პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეფუთავენ როგორც ახალ პოლიტიკოსებს და ასე ეცდებიან ხალხის მოტყუებას. მართალია, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად არჩევს აგენტს […]
ბიზნესი ტექინსპექტირების საფასურის ზრდას ითხოვს – დავით მესხიშვილი

ბიზნესი ავტომობილების ინსპექტირების საფასურის ზრდას ითხოვს, რითაც, ერთი მხრივ, კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი, ცენტრების გადაიარაღებას და სტანდარტიზაციას შეძლებს – ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა განაცხადა.
62 დრონი და 8 რაკეტა – უკრაინაზე მორიგი შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზაპოროჟიეში დანგრეული ან დაზიანებულია 29 კერძო სახლი და გაზსადენი. დაშავდა, სულ მცირე, ორი ადამიანი. ქალაქ კრივოი-როგში დაზიანებულია 5-სართულიანი სახლი. ქალაქ ნიკოლაევის გარეუბანში სარაკეტო დარტყმა იყო სამრეწველო ობიექტზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 10 ოქტომბერს, შუადღის შემდეგ […]
ოკუპირებული ცხინვალი საქართველოში არჩევნების გამო ე.წ. საზღვარს არ გახსნის

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამო დაიკეტება ე.წ. გამშვები პუნქტები „რაზდახანი“ და „პერევი“. გადაწყვეტილება მიიღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული თათბირზე, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურში განმარტეს, რომ „საზღვარი დაიკეტება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროდასავლური და რადიკალური ნაციონალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამოსარიცხად“. გაგლოევმა თათბირზე განაცხადა, რომ […]
დავით ქართველიშვილი აშშ-ს საელჩოს მიმართავს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს და აშშ-ს საელჩოს მიმართავს. ექსპერტი აშშ-ს ელჩს მისი ქვეყნის უახლოეს ისტორიას ახსენებს, BLM მოძრაობას იხსენებს და აშშ-ს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების დახმარებით აღწერს, რამდენი ადამიანი დაშავდა და რა ზარალი მიადგა ამერიკის სხვადასხვა ქალაქს, პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის შედეგად, და აქვე აღნიშნავს, რომ […]
ევროპარლამენტის რეზოლუცია – ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ – მამუკა მდინარაძე

გარდა იმისა, რომ ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ასევე არის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, დასავლეთში იმდენად დიდია საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი, […]
უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენების გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი კი გვიანობამდე იმუშავებს

ქართველი გულშემატკივრებისთვის 11 ოქტომბერს, რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. „შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო […]