ბათუმში გოგოლის ქუჩაზე სოციალურად დაუცველები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში გოგოლის ქუჩაზე სოციალურად დაუცველები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ახალაშენებულ კორპუსში ფართის დაკავება სურთ. „უსახლკარო მოქალაქეები ვართ, ეს შენობა თურქ ბიზნესმენმა გალიფ ოზთურქმა ააშენა. თქვენც ხედავთ უფუნქციოა და არავინ ცხოვრობს. ზამთარი მოდის და ღია ცის ქვეშ ვართ. ვითხოვთ, აღნიშნულ კორპუსში ბინებით დაკმაყოფილებას”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. აქციის მონაწილეებს ბათუმის მერიისა და […]

უკრაინა-საქართველოს მატჩის ჩვენების გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება

უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენების გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი კი გვიანობამდე იმუშავებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 10 ოქტომბრის 15:00-დან 12 ოქტომბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს. “რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ […]

ოცნებაში ბუნდესტაგის კრიტიკულ რეზოლუციასაც “შიდა საქმეებში ჩარევად” აფასებენ

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების შესახებ ბუნდესტაგის კრიტიკულ რეზოლუციას “საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას” უწოდებს. მდინარაძე ირწმუნება, რომ საქართველოში ოპოზიციას “გარე აქტორები” ანაცვლებენ. “რატომ ხდება ისე, რომ სიმართლის საპირისპიროდ რაღაც რეზოლუციები მიიღება. მეოთხე რეზოლუციაა უკვე, დაასანქცირეთ ივანიშვილოო და ამას მოჰყვება ახლა სამწუხაროდ, ბუნდესტაგის ეს ანტიქართული გადაწყვეტილება და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, თუ ის კენჭისყრის […]

“ეს 2 სუბიექტი გადალახავს ბარიერს”– პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა: „ჩვენ სხვადასხვა მეთოდით ვახდენთ ჩვენი კვლევის შედეგების გადამოწმებას. არიან კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ჩვენთვის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიმართულებით, ასევე ტარდება კარდაკარი, წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე კარდაკარი ტარდება, რითაც ვამოწმებთ დამატებით საზოგადოების აზრს და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნება დაახლოებით 60%-იანი შედეგი საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ […]

ენგურჰესის დირექტორი რუსებთან მომლაპარაკებელია, რომ საარჩევნოდ ენგურის ხიდი დაიკეტოს – წითლიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის თქმით, ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ლევან მებონია წინასაარჩევნოდ დანაშაულებრივ ქმედებებშია მხილებული. “ენგურჰესის დირექტორი, ლევან მებონია ორ დანაშაულებრივ ქმედებაშია შემჩნეული. პირველი: მას დავალება აქვს, რომ ენგურჰესის თანამშრომლებს, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილი არიან, პირადობის მოწმობები ჩამოართვას, რომ ამ ადამიანებმა არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა ვერ შეძლონ. მეორე და კიდევ უფრო მძიმე დანაშაული: ლევან […]

ქარიშხალ „მილტონის“ გამო, ფლორიდაში, 3 მილიონზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ქარიშხალმა მილტონმა, რომელიც აშშ-ის ფლორიდის შტატს დაატყდა, ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია 3 მილიონზე მეტ ადამიანისთვის – მონაცემებს ვებგვერდი PowerOutage.us აქვეყნებს. ხუთშაბათს ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლორიდის 2 მილიონზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქარიშხალმა გამოიწვია ძლიერი წვიმა და წყალდიდობა შტატში, ასევე სულ მცირე 20 ტორნადო, იტყობინება CBS News. interfax

„სომელიეს პროფესია აქტიურად ვითარდება“ – ლევან მეხუზლა

კონკურსის „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ გამარჯვებული საბა ქიტიაშვილი გახდა. კონკურსი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. კონკურსში 10 სომელიე მონაწილეობდა, რომელთაგან სამი ფინალურ ეტაპზე გადავიდა. საკონკურსო დავალებების შედეგების შეჯამების შედეგად, ჟიურის გადაწყვეტილებით, 2024 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე საბა ქიტიაშვილი გახდა. კონკურსის ჟიურის წევრმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სომელიეს პროფესიის მნიშვნელობაზე […]

ოკუპირებულ ცხინვალში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო, დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო, „რაზდახანის“, იგივე „მოსაბრუნის“, და „პერევის“ საგუშაგოები ჩაიკეტება, – აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უშიშროების საბჭოს“ ოპერატიულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი თავმჯდომარეობდა. გაგლოევის პრესსამსახურის განმარტებით, ე.წ. საზღვარი ჩაიკეტება „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით“. „დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეცნიერებთან შეხვედრები ჩაატარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (WUST, პოლონეთი) კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორებთან – ჰალინა კვაშნიცკასა და ურშულა მარკოვსკა-კაჩმართან შეხვედრები ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, პოლონელი მეცნიერები უნივერსიტეტში ვიზიტისას შეხვდნენ ინფორმატიკისა და […]

რუსი მოდელი, რომელიც ტეო ერნანდეს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, შესაძლოა, თავად დააპატიმრონ

Daily Mail-ის ცნობით, 28 წლის რუსი მოდელი ლუიზა კრემლიოვა, რომელსაც ესპანეთის მოქალაქეობაც აქვს, შესაძლოა, დააპატიმრონ. მან 2017 წელს “მილანის” ამჟამინდელი მცველი ტეო ერნანდესი გაუპატიურებაში დაადანაშაულა და განაცხარა, რომ ფრანგმა ის მარბელას ღამის კლუბთან Porsche Cayenne-ში გააუპატიურა და ასევე ავტომობილიდან გადმოსვლისას ფეხბურთელმა მას მუხლი დაუზიანა. გამოძიებამ ღამის კლუბთან არსებული კამერების ჩანაწერები ამოიღო, საიდანაც ირკვევა, რომ კრემლიოვა […]