ქუთაისის მერია – ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს

ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აგრძელებენ. „ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ცენტრის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნენ. ლილი ნუცუბიძის ქუჩაზე […]

სანდრო რაქვიაშვილი – მამუკა მდინარაძეს დაავიწყდა „გირჩი“ იმიტომ, რომ მართლა ერთადერთი და მთავარი კონკურენტი ვართ – ალტერნატივა ნამდვილად არსებობს, თუ ეს „ქოც-ნაცური“ ჩხუბი აღარ მოგწონს, აგერ ვართ ჩვენ

მამუკა მდინარაძეს დაავიწყდა „გირჩი“ იმიტომ, რომ მართლა ერთადერთი და მთავარი კონკურენტი ვართ – ალტერნატივა ნამდვილად არსებობს, თუ ეს „ქოც-ნაცური“ ჩხუბი აღარ მოგწონს, აგერ ვართ ჩვენ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დღევანდელი ბრიფინგი შეაფასა. მისი თქმით, ქვეყანაში სულ სამი პარტია გვაქვს – „ნაცები“, […]

ვოლგოგრადის ოლქში რუსული „იაკ-130“-ის ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ვოლგოგრადის ოლქში რუსული „იაკ-130“-ის ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა დილით მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ვოლგოგრადის ოლქში სასწავლო ფრენას ახორციელებდა. ვოლგოგრადის ოლქის პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო მფრინავების ბედი ჯერჯერობით უცნობია.

თიბისის ტექ გუნდი DevOpsDays Portugal-ის შესახებ

ამჯერად, კომპანიის DevOps-ის გუნდმა DevOps-ის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონფერენციაში, DevOpsDays Portugal-ში მიიღო მონაწილეობა. ეს კონფერენციების სერიაა, რომელიც მსოფლიოს არა ერთ ქალაქში ტარდება და სათავეს 2009 წლიდან იღებს. DevOpsDays-ზე განხილული თემები, ძირითადად, ავტომატიზაციას, ტესტირებას, უსაფრთხოებასა და ორგანიზაციულ კულტურას ეხება, რაც ნემისმიერი მაღალი დონის კომპანიისთვის, შესაბამისად თიბისისთვისაც მნიშვნელოვანია. თიბისიში შექმნილი ერთ-ერთი მიმართულება, DevOps CoE დაახლოებით 50-მდე […]

ევროპაში მშობლების სახლში ყველაზე დიდხანს ხორვატები ცხოვრობენ – ევროსტატი

ხორვატები კვლავ ლიდერობენ ევროპელების რეიტინგში, რომლებიც ყველაზე დიდხანს ცხოვრობენ მშობლებთან: საშუალოდ, ისინი მშობლების სახლიდან წასვლის გადაწყვეტილებას თითქმის 32 წლის ასაკში იღებენ. ამ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო Eurostat ავრცელებს. მშობლების სახლიდან 30 წლის შემდეგ გადადიან სლოვაკეთის (საშუალოდ 31), საბერძნეთის (30,6), ესპანეთის (30,4), ბულგარეთისა და იტალიის (30) მცხოვრებლები. ჩრდილოეთ ევროპის მცხოვრებლები უფრო ადრე ხდებიან დამოუკიდებლები, ვიდრე სხვა […]

ჩვენი სცენარით, საქართველოს ეკონომიკა ზრდას მძლავრი ტემპით განაგრძობს, რაც ბანკების საოპერაციო გარემოს დაეხმარება – Moody’s-ის უფროსი ანალიტიკოსი

ჩვენი საბაზო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა ზრდას მძლავრი ტემპით განაგრძობს, რაც ბანკების საოპერაციო გარემოს დაეხმარება, – ამის შესახებ საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ალექსის ფილიპიდესმა სებ-ის მიერ ორგანიზებულ იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მისივე თქმით, სტაბილურმა საოპერაციო გარემომ ხელი შეუწყო საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ხარისხის მომგებიანობას. „ბოლო წლებში, საქართველოს საბანკო სექტორში აქტივების […]

ევროპაში მიქაუტაძეზე ბევრ მომენტს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი აფუჭებს – ქართველის ცუდი სტატისტიკა, რომელიც მალე უნდა გამოსწორდეს

Understat-მა ევროპის ტოპ ჩემპიონატებიდან იმ ფეხბურთელების ოცეული გამოაქვეყნა, რომლებიც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტ მომენტს ვერ იყენებენ. ჩვენთვის გუდასაწყვეტია, რომ ამ სიაში მეორე ადგილზე “ლიონისა” და საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე იმყოფება და მას მხოლოდ “ბეტისის” შემტევი აბდე ელზაზუი “უსწრებს”. ირკვევა, რომ ჩვენებურმა მიმდინარე სეზონში მეტოქის კარისკენ (კარში) 16-ჯერ დაარტყა, მაგრამ სამწუხაროდ გოლი ვერ გაიტანა. მისი […]

“ოცნების” დამფინანსებლები – ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონები – TI ალექსანდრე ჩხაიძეზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ალექსანდრე ჩხაიძემ 2024 წლის 5 სექტემბერს “ქართულ ოცნებას” 20 000 ლარი შესწირა. TI წერს, რომ ჩხაიძესთან დაკავშირებულ კომპანიებს 2019-2022 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაფინანსება აქვთ მიღებული. ორგანიზაციის განცხადებით, ხშირად მმართველი პარტიის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ “ოცნების” შემომწირველები არიან, რაც სისტემური კორუფციის არსებობის გონივრულ ეჭვს აჩენს, […]

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანსა და ღაზაში „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ბევრი მებრძოლი და ობიექტი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღის განმავლობაში ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე 110-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ იერიში მიიტანეს როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე. ამასთან, თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში მოქმედმა ჯარებმა საჰაერო ძალების დახმარებით „ჰეზბოლას“ ბევრი მებრძოლი გაანადგურეს. ისრაელელმა სამხედროებმა ასევე აღმოაჩინეს და გაანადგურეს იარაღი, მათ შორის რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. რაც […]

საია-ს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – სამართლებრივი ბრძოლა არ შეგვწყვეტია – სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი გაუქმდება

ბუნებრივია, ვაგრძელებთ ბრძოლას. არ შეგვწყვეტია სამართლებრივი ბრძოლა ამ გადაწყვეტილების შემდეგ – სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი უპირობოდ იქნება გაუქმებული,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე. „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გამოცხადდა […]