ველი ბიზნესი X GPI – როგორ იქმნება საერთო შეთავაზება განსხვავებული გამოცდილებისთვის

ველი ბიზნესმა ქართულ იქომერს სივრცეში პირველად გადადგა ნაბიჯი ისეთი კოლაბორაციული კამპანიების შექმნისკენ, რომლებიც კომპანიების ორმხრივი გაძლიერებისა და მხარდაჭერის პარალელურად, პოზიტიურად ისახება მომხმარებლებზეც. ველი ბიზნესისა და GPI-ს თანამშრომლობის ფარგლებში ველის რითეილ მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება შეიქმნა. ის მომხმარებლები, რომლებიც სახლისა და ეზოს კატეგორიიდან მინიმუმ 150 ლარის ღირებულების შეკვეთას განათავსებენ ველიზე, GPI-გან საჩუქრად “ჩემი სახლის” პოლისზე 15%-იან ფასდაკლებას […]

„ენგურჰესი“ – ინფორმაცია ჩვენი თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! – „ნაციონალური მოძრაობა“ უტიფრად იტყუება, ასეთი რამ არასდროს მომხდარა

„ენგურჰესი“ სიცრუესა და დეზინფორმაციას უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომ „ენგურჰესის“ დირექტორი თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს ართმევს და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე“. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ფაქტები არ ყოფილა. „ენგურჰესი“ წითლიძის განცხადების საპასუხოდ აპირებს სამართალდამცავ უწყებებს მიმართოს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის […]

ანა დოლიძე – ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოვალთ და გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და მაღალი ცხოვრების ხარისხი იყოს ყველა მოქალაქისთვის

ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოვალთ და გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და მაღალი ცხოვრების ხარისხი იყოს ყველა მოქალაქისთვის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა. კოალიციის ლიდერები დიღმის ჭალებში იმყოფებოდნენ. „დღეს, ჩვენ დიღმის ჭალებში ვიმყოფებით, „ძლიერი საქართველოს“ ძლიერ გუნდთან ერთად, საარჩევნო ნომერი 9. ეს ის გუნდია, რომელიც […]

დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის წარმომადგენელი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს დიდი პოტენციალი აქვთ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს აქვთ დიდი პოტენციალი. ჩვენ გვაქვს სურვილი, Erasmus+ დადგენილი კვოტის გარდა წარმატებულ სტუდენტებს დავუნიშნოთ სტიპენდია, – ამის შესახებ დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ლიზა ბუნდელიჰმა განაცხადა. მისივე ცნობით, დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მკვლევრებმა და სტუდენტებმა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში – „ICT in Life 2024“, მიიღეს მონაწილეობა. […]

ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო ინგუშური სიმპოზიუმი გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ I საერთაშორისო ინგუშური სიმპოზიუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, თსუ-ში სამი დღის განმავლობაში გაიმართება სესიები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მკვლევარი-ინგუშოლოგების პრეზენტაციები მთელი კავკასიიდან და საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებიდან. სამეცნიერო მოხსენებები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ინგუშური ეთნონიმიკა, ინგუშების ლინგვისტური და რელიგიური იდენტობა, ტერიტორიულ მთლიანობასა და სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებული საკითხები, […]

“ამიტომ დააყენა გვარამიამ ნანა მალაშხია ცრუმაგიერ პირად” – ჩერგოლეიშვილი

რატომ მიმაჩნდა ოპტიმალურად ხაზარაძის და გახარიას სალომე ზურაბიშვილის წონის გარშემო გაერთიანება და ენმ/აჰალს მიღმა ალტერნატიული სიმძიმის ცენტრის შექმნა წერია აი აქ. ანუ როცა ალტერნატივა სააკაშვილამდე დავიწროვდა, ამომრჩეველი როგორ მოიქცა, აქ წერია. (ამას წინასწარ ვდებ, ნაცებმა თუ სააკაშვილი არ გამორიცხეს პრემიერობის კანდიდატობიდან – თქვენც რომ დაიმახსოვროთ, რა დამატებით რისკზე მიდიან, თორემ რისკი უკვე გვაქვს, ეგაა დომინანტი […]

მდინარაძემ თქვა, რატომ დანიშნეს პრემიერად გახარია, რომელსაც აგენტურის ნაწილს უწოდებს

ერთ დროს „ქართული ოცნების“ კრიზისმენეჯერს, გიორგი გახარიას, ყოფილი თანაგუნდელი მამუკა მდინარაძე აგენტურის ნაწილად მოიხსენიებს. გახარიასა და ოპოზიციის სხვა ლიდერებზე სალაპარაკოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიაში ბრიფინგი გამართა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს მან არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც, ცხადია, ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა“, – თქვა მდინარაძემ გახარიაზე. […]

“გახარია ჩამოვაშორეთ შსს–ს… გაგიჩნდათ კითხვა, რატომ დავაწინაურეთ?” – მდინარაძე

საკვანძო მომენტი იყო 20 ივნისი, როდესაც პოლიცია პარლამენტის წინ ისეთ ადგილას განალაგა, რომ აგრესიულ მომიტინგეებთან დაპირისპირება იყო გარდაუვალი, რასაც რეზინის ტყვიების გამოყენებაც მოაყოლა. გახარიას მთავარი დავალება აქაც პოლიციის და ხელისუფლების დისკრედიტაცია იყო, რაც იმ ეტაპზე წარმატებით შეასრულა. ცხადია, ჩნდება კითხვა, თუ ამ ყველაფერს ერთი კაცი აშავებდა, თუ ასე აზიანებდა სახელმწიფოს, როგორ მოხდა რომ შინაგან საქმეთა […]

ირანზე ისრაელის პასუხი სასიკვდილო, ზუსტი და საკვირველი იქნება – გალანთი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანთმა განაცხადა, რომ ირანზე ისრაელის საპასუხო იერიში “სასიკვდილო, ზუსტი და გამორჩეულად საკვირველი იქნება”. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) 9900-ე სადაზვერვო დანაყოფთან ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლაზე გალანთმა ისრაელის საპასუხო დარტყმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ირანი “ვერ გაიგებს რა დაემართა, ან როგორ”. მისი თქმით, წინა კვირას ირანის მხრიდან ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა “აგრესიული იყო, მაგრამ […]

უკრაინისგან მოყენებული ზიანისთვის კომპენსაციას მოვითხოვთ – რუსეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, რუსეთი უკრაინისგან ომში მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციას მოითხოვს. ამის შესახებ საუბრობს როდიონ მიროშკინი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “უკრაინის რეჟიმის დანაშაულების” საკითხების ხელმძღვანელად დანიშნა. დიპლომატის თქმით, რუსეთი მუშაობს მექანიზმებზე, რაც კომპენსაციის მიღების საშუალებას მისცემს, თუმცა, ამ დროისთვის, ვერ ხდება კომპენსაციისთვის საჭირო ზუსტი თანხის დასახელება. მიროშნიკის თქმით, ქვეყნის მასშტაბით შექმნილია სპეციალური სერვისები, […]