„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ინფორმაციით, „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მოსახლეობა ძალის გამოყენებით მიჰყავთ, საჯარო დაწესებულებების დაკეტვას კი, 16:00 საათიდან გეგმავენ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ინფორმაციით, 16:00 საათიდან საჯარო დაწესებულებები დაიკეტება, რადგან “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მოსახლეობა ძალის გამოყენებით მიჰყავთ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა ქაშიბაძის ინფორმაციით, ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი იმყოფებოდა, რომელიც მასწავლებლებსა და იქ დასაქმებულებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა. „16:00 საათის შემდეგ მოსახლეობისთვის საჯარო დაწესებულებები დაიკეტება, იმიტომ რომ ხალხი კოლბიან […]

კირ სტარმერის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე „გამარჯვების გეგმა“ განიხილა

კირ სტარმერის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე „გამარჯვების გეგმა“ განიხილა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს, დაუნინგ სტრიტზე შეხვდა. კირ სტარმერმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტესაც უმასპინძლა. „ჩვენ ახლახან პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდით. თუ უკრაინის კონფლიქტი რაიმეს გვაჩვენებს, ეს არის ის, რომ ნატო დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დაარსების დღეს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის […]

ირაკლი კირცხალია – გახარიას პატრონები არიან ისინი, ვინც არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონები – სახელების ამოღება არ გაგიჭირდებათ არც ევროპარლამენტში, არც კონგრესში და არც სენატში – დიდი ჯგუფი არ არის, შვიდეული თუ ათეულია

გახარიას პატრონები არიან ზუსტად ისინი, ვინც არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონები – სახელი და გვარების ამოღება არ გაგიჭირდებათ არც ევროპარლამენტში, არც კონგრესში და არც სენატში, იმიტომ, რომ დიდი ჯგუფი არ არის, შვიდეული თუ ათეულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ „პატრონები“ ბოლო […]

ოკუპირებულ ცხინვალში, 26 ოქტომბრის არჩევნების გამო, დე ფაქტო საზღვარს კეტავენ

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო, „რაზდახანის“, იგივე „მოსაბრუნის“, და „პერევის“ საგუშაგოები ჩაიკეტება, – აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უშიშროების საბჭოს“ ოპერატიულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი თავმჯდომარეობდა. მისი თქმით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სიტუაცია რთულდება. “დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები და საელჩოები უკვე ღიად აკეთებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში […]

26 ოქტომბრის არჩევნების გამო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი გამშვებ პუნქტებს კეტავს

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამშვები პუნქტები – რაზდახანი და პერევი დაიკეტება. გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის “უშიშროების საბჭოს” ოპერატიულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა. Exo Kavkaza-ს თანახმად, დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. პრესსამსახურში განაცხადეს, რომ დე-ფაქტო საზღვარი დაიკეტება “სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების […]

METRO-ს დირექტორის თქმით, ოცნების კლიპი მან გადაიღო, კომპანიას თანამშრომლები ტოვებენ

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროპაგანდისტული კლიპი JWT METRO-ს დირექტორის, ნიკა ბოჭორიშვილის გადაღებულია. ამის შესახებ ბოჭორიშვილი ფეისბუქზე თავად წერს. “ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად”- წერს ბოჭორიშვილი. მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში ბოჭორიშვილის პოსტი გამოჩნდა, რამდენიმე თანამშრომელმა სამსახურის დატოვებაზე დაწერა. მათ შორისაა სანდრო ჯავახიშვილი. “სამწუხაროა, რომ კომპანიაში სადაც 4 წელი გავატარე, კეთდება პროექტი, რომლის […]

გიორგი პერტაიამ 200-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი არბიტრისა და ექსპერტის მონაწილეობით „არბიტრაჟის დღეები 2024“ გახსნა

საქართველოს სავაჭრო პალატის, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის, ადგილობრივი და საერთაშორისო იურიდიული ფირმების ორგანიზებით, “არბიტრაჟის დღეები 2024” მიმდინარეობს, რომელსაც 200-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი არბიტრი, იურისტი და ექსპერტი ესწრება. საქართველოს სავაჭრო პალატის ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ გახსნეს. […]

უგულავა: პრემიერობის კანდიდატად ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიგი უგულავას თქმით, პრეზიდენტის ქარტიით გათვალისწინებული დროებითი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. გიგი უგულავას თქმით, თუ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, “გადაუწყვეტლობამ” თუ ვინ იქნებიან თანამდებობის პირები, შესაძლოა, გამარჯვების მომენტი დააზიანოს. “ჩემი აზრი მინდა შემოგთავაზოთ, როგორ მესახება 26 ოქტომბრის საღამოს პროცესების განვითარება. სინამდვილეში, […]

ოკუპირებული ცხინვალი საქართველოში არჩევნების გამო ე.წ. საზღვარს კეტავს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამო დაიკეტება ე.წ. გამშვები პუნქტები „რაზდახანი“ და „პერევი“. გადაწყვეტილება მიიღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული თათბირზე, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით, სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტების: “რაზდაჰანი” და “პერეუ” მუშაობა გამარტივებული წესით, 2024 […]

„ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში“ განაცხადების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყება

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის” კომპონენტის კოორდინატორი ილია თამარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ადგილობრივებს შეხვდნენ და მიზნობრივი პროგრამის დეტალები გააცნეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით“ ისარგებლებს ყველა ის პირი, […]