შუქი გაითიშება – ქუჩების ჩამონათვალი

“თელასის” ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 11 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ქუჩების ჩამონათვალი: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, მეტრეველის, თოიძის, პოლიციის, ლორთქიფანიძის, კაიროს, გიორგაძის, ბეგიაშვილის, ადამიას, მამისაშვილის, გიორგი მდივანის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო […]
რუსეთის პატიმრობაში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა გარდაიცვალა

რუსეთის პატიმრობაში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა გარდაიცვალა. ჟურნალისტის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საკოორდინაციო შტაბის პრესსპიკერმა, პეტრ იაცენკომ დაადასტურა. როშინა პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიიდან 2023 წლის აგვისტოში გაუჩინარდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ის რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა. პატიმარი ჟურნალისტი მოსკოვიდან ტაგანროგის მიმართულებით ეტაპირების დროს გარდაიცვალა. უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ […]
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტი LGBT კანონი, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებებს მასობრივად ზღუდავს. ეს არის მიუღებელი – მერლე შპელერბერგი

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტი LGBT კანონი, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებებს მასობრივად ზღუდავს. ეს არის მიუღებელი, – განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა „მწვანეთა პარტიიდან“ მერლე შპელერბერგმა ბუნდესტაგში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. მისი თქმით, არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი მომენტია ამ ყველაფრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. დებატებში მონაწილეობდა ქართველი რადიკალების მხარდაჭერით ცნობილი სოციალ-დემოკრატი მიხაელ როთიც. „მე […]
Air France მომავალი წლიდან ბორტზე უფასო Wi-Fi-ს სერვისს დანერგავს

Air France-მა ბორტზე უფასო Wi-Fi-ის შეთავაზების გეგმები გაასაჯაროვა. ამის მისაღწევად ავიაკომპანიამ თანამშრომლობა SpaceX-ის Starlink-თან დაიწყო. ფრანგული ავიაკომპანიის პირველი ბორტი ფრენებზე მგზავრებისთვის უფასო ინტერნეტის მიწოდებას მომავალი წლიდან განახორციელებს. Air France-მა განაცხადა, რომ „მომსახურება საბოლოოდ ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ყველა თვითმფრინავზე“. Air France-ის თქმით, მომხმარებლებს შეეძლებათ გაგზავნონ მონაცემები და ითამაშოთ ონლაინ თამაშები, რამდენიმე მოწყობილობის ერთდროულად დაკავშირების შესაძლებლობით. გარდამავალი […]
ევროკავშირის ოფისი – გასულ წელს, ევროკავშირმა მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად, საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა – 50 პროექტით მხარდაჭერა მიიღო 39 000-ზე მეტმა ბიზნესმა

გასულ წელს ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა – ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხოლოდ გასულ წელს, 50 […]
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩს დღეს პოზნანში გამართავს. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მოახლოებული მატჩებისთვის მზადების თაობაზე კომენტარი ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა. ნაკრების ნახევარმცველმა გუნდში არსებულ კარგ განწყობას გაუსვა ხაზი და გასვლით შეხვედრაში გულშემატკივართა განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. „განწყობა, როგორც ყოველთვის, იდეალურია. ვემზადებით მნიშვნელოვანი და ძალიან რთული თამაშებისთვის. სექტემბერში წარმატებული მატჩები ჩავატარეთ, რაც დიდი შრომის და […]
ამინდი უარესდება – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11 ოქტომბერს ქუთაისში +30 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. მზიანი დღეა ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დიდია წვიმის ალბათობა. […]
კომუნიკაციების კომისია ფორმულას ამჯერად გიორგი გახარიას საარჩევნო რგოლის გამო ედავება

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა საქართველოს საარჩევნო კოდექსის დამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. მარეგულირებელი კომისია ფორმულას ამჯერად გიორგი გახარიას პარტიის საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვებისთვის ედავება. კერძოდ, დავის საბაბი პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება გახდა, რის შედეგადაც, ფორმულამ გიორგი გახარიას პარტიას უფასო სარეკლამო დრო დაუთმო. ეს გადაწყვეტილება Edison Research-ის კვლევებს ეფუძნება. იურისტების განმარტებით, შედეგების მიხედვით, […]
ფლორიდაში დამანგრეველი ქარიშხლის შედეგებს ებრძვიან

ფლორიდის შტატში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. დამანგრეველმა ქარიშხალმა „მილტონმა“, რომელსაც თან ახლდა ტორნადო და კოკისპირული წვიმა, ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სულ მცირე 16 დაღუპულის შესახებ იუწყება ტელეკომპანია CBS-ი. შტატის დასავლეთ სანაპიროზე დანგრეული და დაზიანებულია სახლები, სხვადასხვა დაწესებულების შენობები, გზები, წყლით მომარაგების სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურა. 10 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით […]
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო – ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 22 და დაშავდა 117 ადამიანი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, დაჭრილია 117 ადამიანი, – ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უსაფრთხოების წყაროს ცნობით, დაღუპულთა შორისაა რვასულიანი ოჯახი. აღნიშნულ იერიშთან დაკავშირებით ისრაელის კომენტარი არ გაუკეთებია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ ბეირუთის სამხრეთ ნაწილის გარეუბნებისთვის, მათ შორის კონკრეტული შენობებისთვის, ევაკუაციასთან დაკავშირებული გაფრთხილება გამოსცეს. მანამდე ისრაელმა […]