დღეს თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელსსის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, მეტრეველის, თოიძის, პოლიციის, ლორთქიფანიძის, კაიროს, გიორგაძის, ბეგიაშვილის, ადამიას, მამისაშვილის, გიორგი მდივანის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან […]

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება

უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი დღეს, 11 ოქტომბერს, ქალაქ პოზნანში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ამასთან, ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში კიდევ ერთ […]

ჯოზეფ ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ტელეფონით ისაუბრეს, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-გერმანიის ურთიერთობების მუდმივ ძლიერებას და განზრახვას, რომ გააგრძელოს მტკიცე თანამშრომლობა გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მათ შორის რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე. ამასთან, გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბაიდენი შოლცს ესაუბრა ქარიშხალ „მილტონის“ მიერ ყველაზე […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კერძოდ, 11 ოქტომბერს, 10:00-იდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში სეთურნი, ქუმლისციხე, ზაქათკარი, არახვეთი, ქვეშეთი და მიმდებარე სოფლებში; „ამასთან, 11:50-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს: მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, სოფელი გლდანი, წიწამური და მიმდებარე […]

რუსეთში პატიმრობაში გარდაიცვალა უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა

უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა რუსეთისგან მიიღო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამის შესახებ ლუბინეცმა 10 ოქტომბერს, ღამით დაწერა სოციალურ ქსელებში. 27 წლის უკრაინელი ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი და გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. პირველი ცნობები ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების შესახებ 10 ოქტომბერს, საღამოს უკრაინული მედიით გავრცელდა. გამოცემა „გრატის“ ინფორმაციით, ჟურნალისტის მამამ შვილის მდგომარეობის გასარკვევად რუსეთში […]

ჯორჯია მელონი – იტალია უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენციას უმასპინძლებს

უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენცია 2025 წელს იტალიაში გაიმართება, -ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, რომში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ღონისძიება 10-11 ივლისს არის დაგეგმილი. „უკრაინა მარტო არ არის და ჩვენ მხარს დავუჭერთ მას მანამ, სანამ საჭირო იქნება“, – აღნიშნა იტალიის პრემიერმა. მისი თქმით, იტალიის მხარდაჭერამ კიევს უნდა მისცეს „საუკეთესო შესაძლებლობა, […]

ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში ჩავიდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას მიიღებს აშხაბადში დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმში : „დროთა და ცივილიზაციათა ურთიერთკავშირი – მშვიდობისა და განვითარების საფუძველი“. ფორუმზე მიწვეული არიან სხვა ქვეყნების ლიდერებიც და მოსალოდნელია, რომ მას ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და რიგი სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებიც […]

ვოლორიმირ ზელენსკი – უკრაინა ევროკავშირის წევრი უფრო სწრაფად გახდება, ვიდრე პროგნოზირებდნენ

უკრაინა ელოდება, რომ ევროკავშირის წევრი იმაზე სწრაფად გახდება, ვიდრე პროგნოზირებდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც უკრაინამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ბლოკის წევრი ქვეყნების ლიდერების უმეტესობამ გააფრთხილა ის, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე ჯერ კიდევ 6-8 წელი რჩებოდა, მოლაპარაკებებიდან ევროკავშირში გაწევრიანებამდე კი შეიძლება 10 წელი გავიდეს – დაახლოებით ამდენხანს გაგრძელდა ეს […]

ფლორიდაში ქარიშხალ „მილტონს“ 16 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ფლორიდის შტატში ქარიშხალ „მილტონის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან მაშველები მუშაობას განაგრძობენ. ქარიშხლის გამო, რომელმაც შტატში ტორნადო, წყალდიდობა და შტორმი გამოიწვია, დაახლოებით სამი მილიონი კერძო სახლი და სხვა დანიშნულების შენობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მეტი წყალდიდობაა მოსალოდნელი. ფლორიდის მაცხოვრებლებს […]

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

7 ოქტომბერს, საღამოს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას 250-დე ადამიანი დაესწრო – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გია ბასილაძე, საკრებულოს წევრი გია მახარაძე, რომელიც ცნობილია „ზონდერ-ჯგუფების“ ხელმძღვანელად. შეკრების მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო, კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგი უგულავამ ქ. ქუთაისში „ტორპედოს“ სტადიონის მიმდებარედ განაცხადა, […]