საქართველოს ტურისტულ პოტენციალს იტალიაში ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, ქალაქ რიმინიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში TTG Rimini 2024 მონაწილეობს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილია 10-მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია. მათივე ცნობით, გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე. „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქალაქ რიმინის გამოფენაზე […]
“ჯეტექსი” სამშენებლო სექტორში შედის – რა გეგმები აქვს კომპანიას?

კომპანია „ჯეტექსი“, რომელსაც სამშენებლო-საინჟინრო პროდუქტების დისტრიბუციასა და წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სამშენებლო მიმართულებას ავითარებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რევაზ მესხმა და ორგანიზაციულმა მენეჯერმა, ირაკლი ოქიტაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ სტუმრობისას განაცხადეს. როგორც რევაზ მესხმა აღნიშნა, გარკვეული პერიოდია კომპანიამ კარ-ფანჯრების წარმოება დაიწყო. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ მსხვილ დეველოპერულ კომპანიასთან თანამშრომლობენ და ამ მიმართულებით ზრდას გეგმავენ. „გარდა […]
2023 წელს ევროკავშირმა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის €44 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

2023 წელს ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. როგორც ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას. “მხოლოდ გასულ წელს, 50 სხვადასხვა პროექტის მეშვეობით მხარდაჭერა […]
ქართული მოცვი არანაირად არ ჩამოუვარდება სხვა წამყვანი ქვეყნებისას – “აგრითაჩის” დამფუძნებელი

ქართული ლურჯი მოცვი ხარისხობრივად არანაირად არ ჩამოუვარდება სხვა წამყვანი ქვეყნების პროდუქტებს, – ამის შესახებ „აგრითაჩის“ დამფუძნებელმა, ეკატერინე ვეფხვაძემ BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ლურჯი მოცვის შემთხვევაში პრობლემა არ არის მოცულობების მხრივაც, თუმცა გამოწვევებია მაგალითად ლოგისტიკის მიმართულებით, ვინაიდან მოცვი მალფუჭებადი პროდუქტია და საჭიროა მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი. “დღემდე ჩვენთვის გამოწვევად რჩება უწყვეტი მიწოდების ჯაჭვი, ეს […]
„რეალურმა ინვესტორმა იცის, რომ ანაკლიის პორტის აქციები საფონდო ბირჟაზე არ იყიდება, ამიტომ არც შენდება ეს პორტი“ – თეიმურაზ ზაქრაძე

,,პორტები სახელმწიფოს არ უნდა ეკუთვნოდეს“- თეიმურაზ ზაქრაძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საზოგადოებას ბოლო ინფორმაცია პრემიერმა-ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას გააცნო. პრემიერ – მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზის სამუშაოები 2029 წლისთვის დასრულდება, ამავე წელს იგეგმება პირველი გემების მიღებაც. გაფორმებულია ხელშეკრულება ჩინურ და სინგაპურულ კონსორციუმთან, ხოლო ბელგიური კომპანია პორტის გაღრმავებაზე იზრუნებს. პრემიერის მტკიცებით, პორტის გამტარობა წელიწადში […]
2024 წლის მოსავლის ღვინოები განსაკუთრებული იქნება – ლევან მეხუზლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, 2024 წლის მოსავლის ღვინოები განსაკუთრებული იქნება. როგორც მან გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აღნიშნა, წელს აღებული მოსავალი მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ლევან მუხუზლას თქმით, ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგიური პროცესები ძალიან მაღალ დონეზეა და არაფრით ჩამოუვარდება არც ერთ წამყვან ქვეყანას. “2024 წლის რთველი ძალიან ბევრი ფაქტორით გამორჩეული იყო. ერთ-ერთი არის ის, რომ წლევანდელი […]
გოგიტა თოდრაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში დასაქმება შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია ესწრებოდა. „გოგიტა თოდრაძემ სტუდენტებთან დეტალურად ისაუბრა აღწერის მიზნებისა და ამოცანების, აღწერის ჩატარების თარიღის, მონაცემთა შეგროვების მეთოდების, მეთოდოლოგიისა და კითხვარის შინაარსის […]
მსხვერპლი მოჰყვა ოდესის ოლქზე რუსეთის მორიგ სარაკეტო შეტევას

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა უკრაინის ოდესის ოლქზე რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევის შედეგად. საოლქო-სამხედრო-ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ კიპერის მიერ დღეს, 11 ოქტომბერს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის რაიონში რაკეტამ დაანგრია ორსართულიანი სახლი. დაღუპულებს შორის ერთი მოზარდია. ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის ჯარები ოდესის ოლქს რაკეტებით და დრონებით თითქმის ყოველდღე უტევენ. მთავარი სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურაა. უკრაინის ვიცე-პრემიერმა […]
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო – განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით

სამსუნგის ფესტივალის ფარგლებში, ტექნიკაზე საუკეთესო საშემოდგომო ფასდაკლება დაიწყო, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ეწვიე სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებს და მიიღე 30%-მდე ფასდაკლება საყოფაცხოვრებო და სმარტ ტექნიკაზე. ფესტივალის ფარგლებში, შეგიძლია ისარგებლო Trade In აქციით სამსუნგის უახლეს, მხოლოდ ოფიციალურ კეცვად Galaxy Z Flip6 და Galaxy Z Fold6 სმარტფონებზე და დაზოგო 300 ლარი და მეტი. თუ საყოფაცხოვრებო […]
ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრს „უკრაინის გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა, – ამის შესახებ ზელენსკი “ტელეგრამ” არხზე წერს. „ძალიან ნაყოფიერად განვიხილეთ გეგმის ყველა ასპექტი. მთავარია, გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები და ჩვენი ურთიერთობები მის უახლოეს პარტნიორებთან ისე, რომ შევქმნათ აუცილებელი პირობები, აუცილებელი სამართლიანი ატმოსფერო სამართლიანი დიპლომატიისთვის”, – აცხადებს ზელენსკი. მან იტალიის პრემიერს უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. […]