ბათუმის შემოვლითი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში – ირაკლი ქარსელაძე

,,დღეს გაიხსნა გზა, რომლის მშენებლობის პროცესი მრავალი გამოწვევის ფონზე მიმდინარეობდა. ურთულეს გეოლოგიურ პირობებში, სხვადასხვა ტიპის გამოწვევის გადალახვით, აშენდა 14 კმ-იანი, 2 ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდსა და 5 გვირაბს, არის სრულ შესაბამისობაში საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე ნორმებთან და სტანდარტებთან და აღჭურვილია საგზაო განათების სისტემით“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის […]

თბილისის აეროპორტთან სასტუმრო ibis Tbilisi Airport-ი გაიხსნა

თბილისის აეროპორტთან სასტუმრო ibis Tbilisi Airport-ი გაიხსნა. ibis Tbilisi Airport-ში 3 სხვადასხვა კატეგორიის 72 ნომერია. “ეს არის პირველი საერთაშორისო ქსელის სასტუმრო, თბილისის აეროპორტის მახლობლად. ახლადაშენებული 72 ნომრიანი სასტუმრო მხოლოდ 5 წუთის სავალზეა ქვეყნის უმსხვილესი აეროპორტიდან, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს ტურისტებისთვის, ტრანზიტული მგზავრებისათვის და საჰაეროეკიპაჟებისათვის. Ibis-ი ცნობილია თავისი თანამედროვე დიზაინით, თბილი, ღია და მეგობრული გარემოთი, […]

„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს

დღეს ბათუმში კომპანია Silk Development-მა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის პირველი ფაზა გულისხმობს წამყვანი დანიური ლანდშაფტის არქიტექტურის კომპანიის MASU Planning-ის მიერ შემუშავებული პროექტით მუნიციპალური პარკის მშენებლობას. ახალი პარკი „სილქ თაუერსის“ პროექტის ნაწილია, რომელზეც ცნობილი იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა (Kengo Kuma) და მისი პარიზის სტუდია მუშაობს. პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბატონი […]

კახა კალაძემ, ლადო ასათიანის N50-ში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი გახსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის N50-ში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი გახსნა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მერმა აღნიშნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. „მთაწმინდის რაიონში მულტიფუნქციური ცენტრი გავხსენით. ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან აქ, ასათიანის ქუჩაზე ისტორიულად მდებარეობდა საკალათბურთო დარბაზი. თავდაპირველად […]

ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპს რუსეთში დაკავებული უკრაინელების გათავისუფლებაში დახმრება სთხოვა. მათი შეხვედრა ვატიკანში 11 ოქტომბერს გაიმართა. ზელენსკი ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს სტუმრობს და პარტნიორებს “გამარჯვების გეგმას” აცნობს. მან ვატიკანი ომის პატიმართა გაცვლის თაობაზე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებადაც მიიწვია. კონფერენცია ამ თვის მეორე ნახევარში, კანადაში უნდა ჩატარდეს. “ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ “წმინდა საყდარი” დაგვეხმარება რუსეთის მიერ დატყვევებული […]

პუტინმა რუსეთში უვიზოდ შემსვლელი საქართველოს მოქალაქეების სია გააფართოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საკუთარი განკარგულების საფუძველზე, გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლისა და რუსეთიდან გასვლის პროცედურა. პრეზიდენტის ბრძანება № 873 სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შესვლის უვიზო რეჟიმი გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში ჩადიან „შრომითი საქმიანობისთვის 90 დღეზე მეტი ვადით დროებით ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“. მანამდე საქართველოს […]

“ორანჟერეა თითოეულ ბინას” – რას სთავაზობს “ზიონი” დეველოპერულ ბაზარს?

ქართულ დეველოპერულ ბაზარზე განსხვავებული კონცეფციის კომპანია გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს საცხოვრებელ ბინებს თბილისის ცენტრთან ახლოს, კრწანისში სთავაზობს – “ზიონისა” და პროექტ “ორანჟერეას” შესახებ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში კომპანიის კომერციული დირექტორი, ტატიანა ქათამაძე, და ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი, ნათია ცხადაია, საუბრობენ. როგორც ტატიანა ქათამაძე აღნიშნავს, “ზიონის” მიზანი დეველოპერულ სექტორში მრავალფეროვნების შემოტანაა, რაც დღეს ქართულ ბაზარზე დეფიციტურია. “საქართველოში […]

ირანის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებიან აშხაბადში

ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 11 ოქტომბერს შეხვედრას მართავენ თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის კულუარებში. მათი შეხვედრის ფონზე არის საშიშროება, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უკონტროლო გახდება. ეს ფეზეშქიანის და პუტინის პირველი შეხვედრაა, შემდგომი მოლაპარაკება დაგეგმილია 22-24 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ ყაზანში, სადაც ბრიკსის სამიტი გაიმართება. კრემლის პრესმდივანმა შეხვედრის წინ თქვა, რომ […]

ანალენა ბერბოკი – ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცთან უკრაინის თემის განხილვაზე უარი განაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ გამოავლინა მზადყოფნა უკრაინის საკითხზე შუამავლობის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან განხილვისთვის, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „თავის მხრივ, უკრაინა მზადაა, მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას“, – აღნიშნა ბერბოკმა. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააკრიტიკა პუტინის პოზიცია, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატივას უარყოფს. „ის უარს ამბობს მშვიდობის მიღებაზე და ყოველ დღე […]

ტობავარჩხილის ტბის მიდამოებში ჩეხი მოლაშქრე დაიკარგა

სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბის მიდამოებში ჩეხი მოლაშქრე სტანისლავ კოსჩისი დაიკარგა. როგორც Facebook-ის გვერდზე Trekking in the Caucasus (ლაშქრობა კავკასიაში) წერენ, ჩეხი მოლაშქრე ბოლოს კირნახონაში 29 სექტემბერს ნახეს. მათივე ცნობით, მას სქურიდან ხაიშში გადასვლა სურდა. როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკარგული მოლაშქრის საპოვნელად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე მუხლით, რაც […]