პრემიერი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დიდი წვლილი შეაქვს იმერეთის და მთლიანად საქართველოს ავიაციის, ტურიზმის, ზოგადად ეკონომიკის განვითარებაში, ამიტომ აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას დიდ ყურადღებას ვუთმობთ

ტურიზმისა და საქმიანი ვიზიტების მზარდი დინამიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი საერთაშორისო მნიშვნელობის ზრდაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს. სექტემბრის მონაცემებით, კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა და ქუთაისის აეროპორტი 1.2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ოქტომბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელბში მისაქციელი, აღდგომმლიანთკარი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის და მცხეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, ახატანი, ნავდარაანთკარი, დავათი, არაშენდა, ზაქარო და მიმდებარე სოფელბში. მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება […]
სარეცხი მანქანის გაუმართაობის 8 ძირითადი მიზეზი – რა შემთხვევაში უნდა გამოიძახო ხელოსანი

ცხადია, ამ ქვეყნად არაფერია სამუდამო, შესაძლოა, სარეცხმა მანქანამაც, ერთხელ, მართლაც საბოლოოდ შეწყვიტა მუშაობა, ან შეიძლება, მხოლოდ მცირე პრობლემაზე მიგანიშნებს, რომ დრულად შეავლო ხელი და კიდევ არაერთი წელი გემსახუროს. 1. მანქანა არ ჩაირთო ამ შემთხვევაში, კარგად დააკვირდი, მანქანა არ ჩაირთო, თუ ჩაირთო და არ დაიწყო რეცხვა? იქნებ, რეცხვა დაიწყო და შუა პროცესში გაჩერდა? იმის მიხედვით, თუ […]
პრეზიდენტი ცესკოს მოუწოდებს, საარჩევნო უბანი გახსნას სტრასბურგში

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი გახსნას საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგშიც. ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ შეხვდა საქართველოში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, მათ შორის, საფრანგეთის ელჩს და მიიღო სრული მხარდაჭერა დამატებითი უბნების გახსნაზე. „იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგში ცხოვრობს ათასობით მოქალაქე და იქიდან გამომდინარე, რომ […]
თარგამაძე მკვლელობის მცდელობაზე: ახლა სრულიად ნათელია, რომ დამკვეთი იყო ივანიშვილი

პროკურატურის განცხადების შემდეგ პოლიტიკოსი გივი თარგამაძე ამბობს, რომ მასზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. როგორც მან ფორმულას უთხრა, ეს მისთვის სრულიად ნათელი გახდა. “ცინიზმი არის ის, რომ ერთი ტერაქტით ორ არჩევნებზე უნდათ ზემოქმედება. […] ახლა ეს საქმე არის სრულიად ნათელი, ჩემთვის არის სრულიად ნათელი, რომ დამკვეთი იყო რა თქმა უნდა ივანიშვილი, შემსრულებელი ეს მთავრობამ, რუსების მონაწილეობით, […]
პაატა ბურჭულაძე – მეც დავრეგისტრირდი დამკვირვებლად – ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ არცერთი ხმა არ მოვაპარვინოთ ამ მავნებლებს

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირდა. აღნიშნულის შესახებ ბურჭულაძე „ფეისბუქზე“ წერს. „მეც დავრეგისტრირდი დამკვირვებლად. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ არცერთი ხმა არ მოვაპარვინოთ ამ, რბილად რომ ვთქვათ, მავნებლებს“, – წერს პაატა ბურჭულაძე.
მამუკა ხაზარაძე – თუ ვინმემ სახელმწიფო ბიუჯეტი გაძარცვა, უკანონოდ მიისაკუთრა ხალხის ქონება ან საკუთარ ხალხზე იძალადა, ისინი სამართლიანი სასამართლოს პირობებში გასამართლდებიან

თუ ვინმემ სახელმწიფო ბიუჯეტი გაძარცვა, უკანონოდ მიისაკუთრა ხალხის ქონება ან საკუთარ ხალხზე იძალადა, ისინი სამართლიანი სასამართლოს პირობებში გასამართლდებიან,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს და ამით არის განპირობებული მათი პანიკური ქცევა. „ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. არჩევნების საბოლოო შედეგი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. უკვე აშკარაა, […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7263 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7263 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7255 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9804 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9803 ლარს შეადგენდა. […]
მამუკა ხაზარაძე – ყველასთვის მისაღები უნდა იყოს არჩევნების ის შედეგები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ იქნება აღიარებული, როგორც ქართველი ხალხის ნების ლეგიტიმური გამოხატულება

ყველასთვის მისაღები უნდა იყოს არჩევნების ის შედეგები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ იქნება აღიარებული, როგორც ქართველი ხალხის ნების ლეგიტიმური გამოხატულება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ყველა სანდო გამოკითხვა ადასტურებს, რომ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს და აღნიშნული ფაქტი მმართველი პარტიისთვისაც ცნობილია. „ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. არჩევნების საბოლოო შედეგი მხოლოდ ქართველ ხალხზეა […]
“ნაცებს სია რად უნდათ? მიშა ყავთ” – მერაბ მეტრეველი

“მთავარმა არხმა” ახლა გამოქვეყნა სოციოლოგიური კვლევები, სადაც გვარამიას პარტია უსწრებს “ნაიონალურ მოძრაობას.” ეგრევე გამოვრთე. ნაცებს სია რად უნდათ? მიშა ყავთ