ტობავარჩხილის ტბის მიდამოებში ჩეხი მოლაშქრე დაიკარგა

სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბის მიდამოებში ჩეხი მოლაშქრე სტანისლავ კოსჩისი დაიკარგა.
როგორც Facebook-ის გვერდზე Trekking in the Caucasus (ლაშქრობა კავკასიაში) წერენ, ჩეხი მოლაშქრე ბოლოს კირნახონაში 29 სექტემბერს ნახეს. მათივე ცნობით, მას სქურიდან ხაიშში გადასვლა სურდა.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკარგული მოლაშქრის საპოვნელად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო