ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დიდი წვლილი შეაქვს იმერეთის და მთლიანად საქართველოს ავიაციის, ტურიზმის, ზოგადად ეკონომიკის განვითარებაში – პრემიერი

ტურიზმისა და საქმიანი ვიზიტების მზარდი დინამიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი საერთაშორისო მნიშვნელობის ზრდაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს. სექტემბრის მონაცემებით, კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა და ქუთაისის აეროპორტი 1.2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით […]

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციის პარტიული არხები ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც წინასაარჩევნო პერიოდში ქმნიან დისკრიმინაციულ და უთანასწორო მედია გარემოს

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ანგარიშის მიხედვით, მედია გარემო მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებულია. გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციური არხები მიზანმიმართულად ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც, ისინი არღვევენ კანონმდებლობას და წინასაარჩევნო პერიოდში უთანასწორო მედია გარემოს ქმნიან. „შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედია გარემო საქართველოში არის მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებული. მოგეხსენებათ, რომ […]

არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე – ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია

ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების და სხვა სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე. გორდულაძის თქმით, სადამკვირვებლო მისია დადებითად აფასებს ცესკო-ს მუშაობას, რასაც მმართველი გუნდიც იზიარებს. მისივე განცხადებით, […]

არჩილ გორდულაძე – მისასალმებელია ეუთო/ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით

მისასალმებელია ეუთო/ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. საზოგადოებაც ხედავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ და თავისუფალ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების უმთავრესი მიზანია საქართველოში არჩევნების საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. „გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში […]

უკრაინის ომზე “ოცნების” რეკლამის გაშვებაზე უარის გამო 3 არხი 5000-5000 ლარით დაჯარიმდა – Netgazeti • tv პირველი • მთავარი არხი • პარტია ქართული ოცნება • ფორმულა • Netgazeti.ge

“მთავარი არხი”, “ფორმულა” და “TV პირველი” საქალაქო სასამართლომ 5000-5000 ლარით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე მიიღო. თავის მხრივ, კომისიამ ოქმი “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე შეადგინა, რომელიც მაუწყებლებს მისი საარჩევნო კლიპის ეთერში გაშვებაზე უარის თქმას ედავება. საუბარია მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლსა და სააგიტაციო ბანერებზე, რომლებშიც უკრაინაში მიმდინარე ომის საარჩევნოდ […]

ზელენსკი შოლცს ხვდება

ზელენსკის მოგზაურობა ევროპის ოთხ ქვეყანაში მიზნად ისახავდა უკრაინისთვის რუსეთთან ომის დროს დასავლეთისგან მეტი დახმარების მოპოვებას სამხედრო და საფინანსო სფეროში მოახლოებული ზამთრის მოლოდინში და აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთის წინსვლის პირობებში. ზელენსკიმ 35 წუთიანი შეხვედრა გამართა რომის პაპ ფრანცისკესთან, რომელსაც სთხოვა დახმარება რუსეთში მოხვედრილი უკრაინელი ქალების და ბავშვების სამშობლოში დაბრუნებაში. ზელენსკი გერმანიამდე ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის მმართველებს შეხვდა, […]

კბილების გახეხვის 10 წესი – რა პერიოდში ერთხელ უნდა ჩაიტარო პროფესიონალური წმენდა?

კბილებზე ნადები, გარდა იმისა, რომ არაესთეტიურია, ყველაზე მეტად უწყობს ხელს კარიესს და მოგვიანებით კი, ისეთ პროცესებს, რომლებსაც კბილის დაკარგვამდე მივყავართ. ასევე, ზრდის ღრძილების დაავადების რისკებს. შესაბამისად, კბილების სწორად გახეხვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კბილების გახეხვა რომ კარგია ბევრმა იცის, მაგრამ იცოდი, რომ კბილების დასუფთავების არასწორი მეთოდი ზოგჯერ უარესს შედეგს იძლევა და საზიანოა ჯანმრთელობისთვის? ნადების მოსაშორებლად საუკეთესოა […]

“გვარამიას დაალაგებინა სანდრას წაგება ზუგდიდში გახარიამ” – პრემიერმა აღიარა, რომ სამეგრელოში არჩევნებს აგებდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა: “ერთი საინტერესო დეტალი მინდა შეგახსენოთ, როცა ზუგდიდში ტარდებოდა არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე, 2019 წელს, მაშინ იყო საკმაოდ რთული ვითარება, ზღვარზე იყო რეალურად მონაცემები. როდესაც კვლევა ჩავატარეთ, ერთ მხარეს იყო ჩვენი კანდიდატი, რომელიც გახარიასთან იყო დაკავშირებული, გეგა შენგელია და მეორე მხარეს იყო სააკაშვილის მეუღლე სანდრა […]

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია Nihon Hidankyo-ს გადაეცა

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დაასახელა. ჯილდო Nihon Hidankyo-ს სახელით ცნობილ იაპონურ ორგანიზაციას გადაეცა, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების აფეთქებისას გადარჩენილებისგან შედგება. Nihon Hidankyo-მ ნობელის პრემია დაიმსახურა „ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს მიღწევის მცდელობისთვის და მოწმეების ჩვენებით იმის დემონსტრირებისთვის, რომ ბირთვული იარაღი აღარასდროს უნდა იქნას გამოყენებული“. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს […]

ლევან დავითაშვილი – „ქართული ოცნების” გეგმები გულისხმობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საქართველოს მაღალშემოსავლიან ქვეყნად ქცევას და ჩვენ ამ ყველაფერს მივაღწევთ

გუშინ საზოგადოებამ ნათლად იხილა ბატონი ბიძინას ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც აფასებდა განვლილ 12 წელს და საუბრობდა ობიექტური მაჩვენებლებით. ეს იყო აბსოლუტურად გამყარებული კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში გამოყენებული იყო ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები, კვლევები და ინდიკატორები. […]