“ხვიჩა წავა, ახლა თუ არა, ერთი წლის შემდეგ” – ფედელე “ნაპოლის” პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს

“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ რადიო Kiss Kiss -სთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: „პროექტის უზრუნველსაყოფად ხელფასების პრობლემა უნდა მოგვარდეს. ეს უკანასკნელი გადასალახავი დაბრკოლებაა. გასამრჯელოების დადგენილი ზღვარი გადასახედია. ჩემი აზრით, კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლება აუცილებელია. ამისათვის საჭირო გახდება ახალ ხელშეკრულებაში მისი დაბალ ფასად გამოსყიდვის პუნქტის შეტანა, აგრეთვე იმდენივე უნდა გამოიმუშავოს, რამდენსაც ლუკაკუ იღებს. ასეთ […]
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი(ეუთო/ოდირი) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. შუალედურ ანგარიშში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგად პოლიტიკურ კონტექსტზე, სამართლებრივ ჩარჩოსა და საარჩევნო სისტემაზე. ამასთან ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა და საარჩევნო ტექნოლოგიები. „ისტორიაში პირველად ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა იდენტიფიცირების, შედეგების დათვლის, წინასწარი შედეგების […]
პრემიერი – მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას, სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი

მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, […]
ევროპაში თვითმფრინავისა და მატარებლის ბილეთების შეძენა ერთი დაჯავშნითაა შესაძლებელი

SkyTeam-მა, რომელიც წარმოადგენს Air France-ს, Delta Air-სა და Scandinavian Airlines-ს, ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მაღალ ჩქაროსნულ სარკინიგზო კომპანია Eurostar-თან. 2025 წლის დასაწყისიდან ავიაკომპანიის მგზავრებს, ერთი ჯავშნის ფარგლებში, შეეძლებათ თვითმფრინავისა და მატარებლის ბილეთების შეძენა. SkyTeam-ის ალიანსში ასევე შედის Air Europa, China Airlines, Czech Airlines, ITA Airways, Vietnam Airlines, Virgin Atlantic და მრავალი სხვა ავიაკომპანია. ახალი შეთანხმება […]
რამდენი სახეობის ჯართი არსებობს და რის მიხედვით განსხვავდება ფასი?

–ვიბარებ ჯართს, ჯართს ვიბარებ, ჯართს – ისევ ხშირად გესმის ეს შეძახილი, ხომ? ზოგი ფიქრობს: – სადღაა ჯართი? ყველამ გაყიდა და ჩააბარა უკვე. ზოგი მოინდომებს, გადასძახოს, გაეკიდოს, მოაბრუნოს, გამოაღებს ფანჯარას, ჩაირბენს კიბეს და სადღაა, აღარ არიან. დანანებით გახედავს გზას და მეათედ გააფრთხილებს პირველი სართულის მეზობელს, თუ დაინახო, გააჩერე, გთხოვ. მე კი გეტყვი, რომ ორივე ცდება – […]
“უკრაინა ძლიერი გუნდია, თუმცა, ისიც ვიცით, რომ ძალა ჩვენშია” – ქოჩორაშვილი

საქართველო – უკრაინის საფეხბურთო მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება – 2024/25 წლის სეზონის ერთა ლიგის, ჯგუფური ეტაპის, მესამე მატჩს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში, ჯვაროსნები უკრაინასთან გამართავენ. მოახლოებულ მატჩებს ჯგუფის ლიდერის სტატუსით ვხვდებით, რაც ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვართ, მაგრამ, პროგრესი მუდმივია, არასდროს უნდა შევჩერდეთ და საჭიროა, წინსვლა გავაგრძელოთ. დიდად არ მიყვარს მეტოქეებზე საუბარი, მაგრამ ვიცით, რომ უკრაინა […]
არჩილ გორდულაძე – მისასალმებელია, რომ ეუთო/ოდირის მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით

მისასალმებელია, რომ მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მისიას მიაწოდეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის პარტიული კავშირების შესახებ მტკიცებულებები. ასევე, გორდულაძემ აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე მიმდინარეობს, რაც ანომალიური და […]
ანა დოლიძე – ხელისუფლებაში მოვალთ, ამ რეფორმებს დავწერთ და ხალხს ვაჩვენებთ, რომ 12 წლის უძრაობის შემდეგ, 12 წლის „ბრეჟნევიზმის“ შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ ამ რეფორმებს

ხელისუფლებაში მოვალთ, ამ რეფორმებს დავწერთ და ხალხს ვაჩვენებთ, რომ 12 წლის უძრაობის შემდეგ, 12 წლის „ბრეჟნევიზმის“ შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ ამ რეფორმებს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. ანა დოლიძემ პრეზიდენტთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. „პრეზიდენტთან შეხვედრები გაგრძელდება იმიტომ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ. არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა […]
პაკისტანმა და ტანზანიამ რუსეთის ფეხბურთის ნაკრებს ამხანაგური შეხვედრის ჩატარებაზე უარი უთხრეს

პაკისტანისა და ტანზანიის ფეხბურთის ფედერაციებმა ოქტომბერში რუსეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრების ჩატარებაზე უარი თქვეს, იტყობინება „ვედომოსტი“. გამოცემის ცნობით, შეხვედრების გამართვაზე მოლაპარაკებებს რუსეთის ფეხბურთის კავშირი აწარმოებდა. პაკისტანის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლის თქმით კი, პაკისტანელები რუსეთში თამაშს ოქტომბერში ვერ მოახერხებენ, თუმცა ნოემბერში ამისთვის მზად არიან. იგი აღნიშნავს, რომ ნაკრების ბევრი წევრი უცხოეთშია, ხოლო მოსამზადებლად და გუნდის შესაკრებად დროა საჭირო. […]
საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაცია 4 562 181 მოქალაქეს აქვს

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაცია 4 562 181 საქართველოს მოქალაქეს აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესახებ სადეპუტატო კითხვით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა მიმართა. „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციით, საქართველოში მისამართზე აქტიური რეგისტრაციის მქონე საქართველოს მოქალაქეებიდან 3 604 188 სრულწლოვანია, 957 993 კი არასრულწლოვანი. „გაცნობებთ, რომ სააგენტოს […]